მასპინძელთა მეორე მოგება
მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დღის მთავარ მატჩში მასპინძელმა გერმანიამ 23-18 დაამარცხა კორეა. ორშაბათს დასვენებაა, სამშაბათს – მესამე ტურის 12 მატჩი, ჯგუფური ტურნირი 7 დეკემბერს დასრულდება.
კორეა პირველ 10 წუთში 7-4 დაწინაურდა, გერმანიის ნაკრების მწვრთნელმა მიხაელ ბიგლერმა კარში კატია კრამარჩიკი ჩააყენა და ეს გადამწყვეტი აღმოჩნდა. გერმანიამ ტაიმი 11-10 მოიგო და მერე უპირატესობა გაზარდა, საუკეთესო მოთამაშის პრიზი კი მარჯვენა შუამარბმა ფრიდერიკე გუბერნატისმა მიიღო. ამ ჯგუფში მეორე იოლი მატჩი მოიგო სერბეთმა, ჰოლანდიამ კი კორეასთან წაგების შემდეგ 40-15 გაანადგურა ჩინეთი. აქ კამერუნი და ჩინეთი აშკარა აუტსაიდერები არიან და დანარჩენ ოთხეულს მერვედფინალში გასვლა არ უნდა გაუჭირდეს.
A ჯგუფში 2-2 მოგება აქვთ წინა პირველობის ბრინჯაოს პრიზიორ რუმინეთსა და ესპანეთს. რუმინეთმა მხოლოდ ბოლო 5 წუთში გატეხა სლოვენია, ქრისტინა ნიაგუმ კი 11 ბურთი შეაგდო სლოვენიელთა ლიდერის, ანა გროსის 10 გოლის წილ. პირველი წაგების შემდეგ საფრანგეთმა 26-19 მოუგო ანგოლას. ჯგუფში ყველაზე სუსტი გუნდი პარაგვაია, დანარჩენი ხუთეულიდან მერვედფინალში გასვლა ყველას შეუძლია.
B ჯგუფს 4-4 ქულით ნორვეგია და ჩეხეთი ლიდერობენ. ჩეხებმა ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი მოუგეს პოლონეთს, 29-25. უნგრეთმა მეორე მატჩი წააგო – ამჯერად შვედეთთან, რომელიც პირველ ტურში პოლონეთთან დამარცხდა. აქ არგენტინას გაუჭირდება ევროპულ ხუთეულლთან გამკლავება, ნორვეგია ფავორიტია, ხოლო სამი საგზურისთვის შვედეთი, ჩეხეთი, პოლონეთი და უნგრეთი იბრძოლებენ.
C ექვსეული ალბათ ყველაზე თანაბრადაა დაკომპლექტებული. ორი მოგება მარტო რუსეთს აქვს. მონტენეგრო ბოლომდე ებრძოლა ოლიმპიურ ჩემპიონს და მხოლოდ უკანასკნელ წუთებზე გატყდა – 24-28. იაპონიასთან ფრის შემდეგ ბრაზილიას ტუნისთანაც გაუჭირდა – ანა პაულა ბელომ გამარჯვების გოლი 56-ე წუთზე გაიტანა (23-22) და აფრიკელებს თამაშის გადასარჩენად კიდევ რამდენიმე შეტევა ჰქონდათ, მაგრამ ვერ აჯობეს მეკარე ბარბარა არენჰარტს. იაპონიას დანიასთან ძალა არ ეყო და საწყის წუთებში წინააღმდეგობის შემდეგ 18-32 წააგო.
ხელბურთი. ქალთა 23-ე მსოფლიო ჩემპიონატი. გერმანია, 1-17 დეკემბერი, 2017
3 დეკემბერი, მეორე ტური. 4-4 გუნდი გადის მერვედფინალში
A ჯგუფი, ტრირი. ესპანეთი 4, რუმინეთი 4, საფრანგეთი 2, სლოვენია 2 – ანგოლა 0, პარაგვაი 0
სლოვენია-რუმინეთი 28-31
გროსი 10, სტანკო 5 – ნიაგუ 11, პინტეა 6, ბუჩესკი 5
ანგოლა-საფრანგეთი 19-26
ლაკრაბერი 7
პარაგვაი-ესპანეთი 15-32
აკუნა, ფიორე 4 – გუტიერესი, მუსონსი 5
2 დეკ: რუმინეთი – პარაგვაი 29-17, საფრანგეთი – სლოვენია 23-24, ესპანეთი – ანგოლა 28-24
5 დეკ: სლოვენია-ანგოლა, საფრანგეთი-პარაგვაი, რუმინეთი-ესპანეთი
—
B ჯგუფი, ბიტიგჰაიმი: ნორვეგია 4, ჩეხეთი 4, შვედეთი 2, პოლონეთი 2 – უნგრეთი 0, არგენტინა 0
პოლონეთი-ჩეხეთი 25-29
კუდლაცი 6, აშრუკი 5, იანიშევსკა 4 – იერაბკოვა 8, ლუზუმოვა 7
უნგრეთი-შვედეთი 22-25
შაცლი, კლივინი 5 – გულდენი 7, რობერტსი 6, ბუნდსენი 14/35
არგენტინა-ნორვეგია 21-36
გავილანი 4 – ლოკე 7, ჰერემი 6, ლუნდე 8/17
2 დეკ: ჩეხეთი – არგენტინა 28-22, შვედეთი-პოლონეთი 30-33, ნორვეგია-უნგრეთი 30-22
5 დეკ: უნგრეთი-არგენტინა, შვედეთი-ჩეხეთი, ნორვეგია-პოლონეთი
—
C ჯგუფი, ოლდენბურგი: რუსეთი 4, ბრაზილია 3, დანია 2, მონტენეგრო 2 – იაპონია 1, ტუნისი 0
ტუნისი – ბრაზილია 22-23
შება 7, დარდური, კუკი 4 – ბელო 7, როშა, ამორიმი 5
მონტენეგრო-რუსეთი 24-28
ბულატოვიჩი 7, რადიჩევიჩი 5 – დმიტრიევა 5, კოჩეტოვა, ვიახირევა 4
იაპონია-დანია 18-32
სუნამი, ტანა, ოჰიამა, სასაკი 3 – ს.იორგენსენი 6, ბომე, ჰაინდალი 5
2 დეკ: რუსეთი – ტუნისი 36-16, ბრაზილია – იაპონია 28-28, დანია – მონტენეგრო 24-31
5 დეკ: მონტენეგრო-იაპონია, რუსეთი-ბრაზილია, დანია-ტუნისი
—
D ჯგუფი, ლაიპციგი: სერბეთი 4, გერმანია 4, ჰოლანდია 2, კორეა 2 – კამერუნი 0, ჩინეთი 0
კამერუნი – სერბეთი 21-34
ატანგანა, ტუბა 5 – რადოსავლიევიჩი, კრპეჟი 6, ობრადოვიჩი 5
ჩინეთი – ჰოლანდია 15-40
კორეა – გერმანია 18-23
სიმი, ლი 5 – გუბერნატისი 7, ბენკე 4, კრამარჩიკი 9/19
1 დეკ: გერმანია – კამერუნი 28-15, 2 დეკ: სერბეთი – ჩინეთი 43-23, ჰოლანდია – კორეა 22-24
5 დეკ: კორეა-ჩინეთი, ჰოლანდია-კამერუნი, გერმანია-სერბეთი
—
მერვედფინალი: 10-11 დეკემბერს, მეოთხედფინალი: 12-13 დეკემბერს
ნახევარფინალები და ფინალი ჰამბურგში, 15 და 17 დეკემბერს
თამაშების ნახვა შეგიძლიათ აქ:
https://www.olympicchannel.com/de/events/handball-ihf-womens-world-championship-2017—germany/