მსოფლიო ჩემპიონატი მოულოდნელობებით დაიწყო
გერმანიაში დაწყებულ ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ტურში წინა ჩემპიონატის ფინალისტი ჰოლანდია 22-24 დამარცხდა კორეასთან, ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორმა, საფრანგეთმა 23-24 წააგო სლოვენიასთან, ხოლო 2013 წლის მსოფლიო ჩემპიონმა, ბრაზილიამ ვერ დაამარცხა იაპონია – 28-28.
1 დეკემბერს, გახსნის მატჩში, მასპინძელმა გერმანიამ 28-15 მოუგო კამერუნს, მაგრამ ლიდერი დაკარგა – უვე მესამე წუთზე კიმ ნაიძინავიჩუსმა ჯვარედინი მყესი გაიწყვიტა და ჩემპიონატს გამოაკლდა. მოიგეს ოლიმპიურმა ჩემპიონმა რუსეთმა (ტუნისთან, 36-16) და მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა ნორვეგიამ (უნგრეთთან, 30-22).
უძლიერესი შემადგენლობით მოთამაშე საფრანგეთმა დასაწყისშივე ზედიზედ 6 გოლი გაუშვა სლოვენიისგან (1-6) და მხოლოდ ერთხელ, მე-40 წუთზე გაათანაბრა ანგარიში (17-17), თუმცა მაინც დამარცხდა. სლოვენიაში საუკეთესო იყო მარჯვენა ინსაიდი ანა გროსი (9 გოლი) და მეკარე ამრა პანძიჩი 15 მოგერიებით.
ჰოლანდიამ პირველი ტაიმი 11-14 წააგო კორეასთან, მეორე ტაიმის შუაში ზედიზედ 6 გოლი გაიტანა (19-17), მაგრამ შემდეგ გაუშვა 5 (19-22) და მეტოქეს ვეღარ დაეწია, ჰოლანდიელთა 22 გოლიდან კი ნახევარი გაიტანა მარცხენა შუამარბმა ლუის აბინგჰმა.
ბრაზილია მთელი თამაში აგებდა იაპონიასთან (8-15 27-ე წუთზე), მაგრამ ბოლო ორ წუთში არაუჟომ და როდრიგეს ბელომ გაათანაბრეს (28-28). ესპანეთმა მძიმე მატჩი მოუგო ანგოლას (28-24), შვედეთი 30-33 დამარცხდა პოლონეთთან, ვინც კვალიფიკაცია ვერ გაიარა, მაგრამ ვაილდ ქარდი მიიღო, ხოლო დანია 24-31 გაანადგურა მონტენეგრომ, სადაც მარჯვენა გარემარბმა იოვანკა რადიჩევიჩმა 14 დარტყმიდან 12 გოლი შეაგდო.
კვირას გერმანიაში მეორე ტურის 12 მატჩია, ორშაბათს დასვენებაა, ჯგუფური ტურნირი კი 8 დეკემბერს დასრულდება და 4 ჯგუფის 4-4 საუკეთესო გუნდი მერვედფინალს დააკომპლექტებს. ფინალი 17 დეკემბერსაა ჰამბურგში.
ხელბურთი. ქალთა 23-ე მსოფლიო ჩემპიონატი. გერმანია, 1-17 დეკემბერი, 2017
1-2 დეკემბერი, პირველი ტური. 4-4 გუნდი გადის მერვედფინალში
A ჯგუფი, ტრირი. რუმინეთი 2, ესპანეთი 2, სლოვენია 2, საფრანგეთი 0 – ანგოლა 0, პარაგვაი 0
რუმინეთი – პარაგვაი 29-17
ფლორიანუ 5, უდრისციოიუ 4, ნიაგუ, პოპა, პინტეა 3 – ფიორე 7
საფრანგეთი – სლოვენია 23-24
ლანდრი, ნიომბლა 4, კანორი 3 – გროსი 9, პანძიჩი 15/38
ესპანეთი – ანგოლა 28-24
მარტინი 9, კაბრალი 6, პენია 5 – კასანგა 7, გიალო, კარლოსი 5
3 დეკ: სლოვენია-რუმიეთი, ანგოლა-საფრანგეთი, პარაგვაი-ესპანეთი
—
B ჯგუფი, ბიტიგჰაიმი: ნორვეგია 2, ჩეხეთი 2, პოლონეთი 2, შვედეთი 0 – არგენტინა 0, უნგრეთი 0
ჩეხეთი – არგენტინა 28-22
რისანკოვა 7, ჰრბკოვა 6, ლუზუმოვა 4 – მენდოსა 4
შვედეთი-პოლონეთი 30-33
გულდენი, მელეგორი 5, რობერტსი 4 – აშრუკი 9, კუდლაცი 7, გრჟიბი 6
ნორვეგია-უნგრეთი 30-22
მორკი 7, ოფტედალი, ბრატსეტი 4 – ჰაფრა 4
3 დეკ: პოლონეთი-ჩეხეთი, უნგრეთი-შვედეთი, არგენტინა-ნორვეგია
—
C ჯგუფი, ოლდენბურგი: რუსეთი 2, მონტენეგრო 2, ბრაზილია 1, იაპონია 1- დანია 0, ტუნისი 0
რუსეთი – ტუნისი 36-16
ვიახირევა, სამოხინა, მაკეევა, მანაგაროვა 5 – შება 6
ბრაზილია – იაპონია 28-28
ბელო 11, ამორიმ-ტალესკა 8 – ჰარა 7, სუნამი 6
დანია – მონტენეგრო 24-31
გრიგელი, ტრანბორგი 5 – რადიჩევიჩი 12
3 დეკ: ტუნისი – ბრაზილია, მონტენეგრო-რუსეთი, იაპონია-დანია
—
D ჯგუფი, ლაიპციგი: სერბეთი 2, გერმანია 2, კორეა 2, ჰოლანდია 0 – კამერუნი 0, ჩინეთი 0
გერმანია – კამერუნი 28-15
ლორპერი 5, ფიშერი, გუბერნატისი 4 – ჯიემპუ 3
სერბეთი – ჩინეთი 43-23
კრპეჟი, დამნიანოვიჩი 8 – სიაომეი 9
ჰოლანდია – კორეა 22-24
აბინგჰი 11 – კანი 6, რიუ 5, ჩიო, ლი 4
3 დეკ: კამერუნი – სერბეთი, ჩინეთი – ჰოლანდია, კორეა – გერმანია
—
მერვედფინალი: 10-11 დეკემბერს, მეოთხედფინალი: 12-13 დეკემბერს
ნახევარფინალები და ფინალი ჰამბურგში, 15 და 17 დეკემბერს
თამაშების ნახვა შეგიძლიათ აქ:
https://www.olympicchannel.com/de/events/handball-ihf-womens-world-championship-2017—germany/