ხელბურთის ფედერაცია სპორტის მასწავლებლებს გადაამზადებს

მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების უნარების განვითარების მხარდამჭერი პროექტის ფარგლებში, საქართველოს ხელბურთის ფედერაციამ, პირველად სპორტის ისტორიაში, შექმნა საჯარო სკოლების სპორტის პედაგოგებისათვის ტრენინგის მოდული, რომლის პრეზენტაციაც თბილისის 161-ე საჯარო სკოლაში გაიმართა.

პრეზენტაციაზე მოსულ სხვადასხვა სკოლის სპორტის მასწავლებლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური შეხვდა, ტრენინგების ახალ ციკლზე მათი მოსაზრებები მოისმინა და ის გეგმები გააცნო, რასაც სამინისტრო მოზარდებში სპორტის პოპულარიზაციის მიმართულებით გეგმავს.

161-ე საჯარო სკოლაში შეკრებილ სპორტის პედაგოგებს სპორტული აღზრდის მეთოდოლოგიის ლიტერატურა გადაეცათ, ხოლო მასპინძელ სკოლას – ხელბურთის ბურთები. საქართველოს ხელბურთის ფედერაცია ტრენინგების კურსს ყველა რეგიონის სპორტის მასწავლებლებისთვის ჩაატარებს, ორგანიზებას გაუწევს როგორც შიდა ისე, რაიონულ სასკოლო სპორტულ აქტივობებს ხელბურთის ელემენტებით, რომელშიც მონაწილეობას ყველა დაინტერესებული მოსწავლე მიიღებს.

უკვე გაიმართა ტრენინგები ბათუმში, ოზურგეთსა და ზუგდიდში. მასწავლებლებს, პრაქტიკული და თეორიული მეცადინეობის გარდა, გადაეცათ ხელბურთის ფედერაციის მიერ გამოცემული ორი სახელმძღვანელო ხელბურთის სწავლების შესახებ სკოლებში. აპრილში სწავლება სხვა რეგიონებშიც გაიმართება.

http://www.mes.gov.ge/content.php?id=7194&lang=geo

Leave a Reply