მსოფლიო ჩემპიონატი ფრანგების მოგებით გაიხსნა
საფრანგეთში დაიწყო კაცთა მსოფლიო ჩემპიონატი ხელბურთში. გახსნის მატჩში, პარიზის ბერსის არენაზე, 16 000 მაყურებლის თვალწინ საფრანგეთმა 31-16 დაამარცხა ბრაზილია. დღეს 5 მატჩია, ჯგუფური ეტაპი 20 იანვარს დასრულდება და ჯგუფების 4-4 საუკეთესო გუნდი ბრძოლას პლეიოფში გააგრძელებს.
საფრანგეთი ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონია და 2015 წელს, ყატარში მოპოვებულ ტიტულს იცავს, ოღონდ, 2016 წელს გუნდმა ორი სხვა წოდება დაკარგა – ევროპაში პირველობა გერმანიას დაუთმო, ოლიმპიური ჩემპიონობა – დანიას. გუნდს ახალი მწვრთნელი ჰყავს – კლოდ ონესტა გენერალურ მენეჯერად გადავიდა, ის კი ყოფილმა ასისტენტმა, დიდიე დინარმა შეცვალა.
ფრანგები თავიდანვე დაწინაურდნენ (17-7 შესვენებაზე), უმკაცრესი დაცვის წყალობით კი გუნდის ორივე მეკარეს, ომაიერსა და ჟერარს თამაშის ბოლოს მოგერიებების 60-პროცენტიანი მაჩვენებელი დუგროვდათ. ჯგუფური ეტაპის დარჩენილ 4 მატჩს ფრანგები უკვე ნანტში გამართავენ.
ხელბურთი. მსოფლიო ჩემპიონატი 2017. კაცები. საფრანგეთი, 11-29 იანვარი
A ჯგუფი, ნანტი (პარიზი, 1 თამაში) – საფ 2, პოლ, რუს, ბრა 0, იაპ, ნორ
11 იანვარი, პარიზი
საფრანგეთი-ბრაზილია 31-16
საფ: პორტი 6, გიგუ, დიპანდა, ნ. კარაბატიჩი, ო. ნიოკა, ნარსისი 3 – ომაიერი 14/21, ჟერარი 9/18
ბრა: ტოლედო 5, ტეიშეირა 3 – სანტოსი, ალმეიდა 13/44
12 იან. 20:45 რუსეთი-იაპონია, 23:45 ნორვეგია-პოლონეთი
13 იან. 20:45 იაპონია-საფრანგეთი
14 იან. 17:45 ბრაზილია-პოლონეთი, 20:45 ნორვეგია-რუსეთი
15 იან. 20:45 საფრანგეთი-ნორვეგია 23:45 ბრაზილია-იაპონია
16 იან. 23:45 პოლონეთი-რუსეთი
17 იან. 17:00 ნორვეგია-ბრაზილია 20:45 პოლონეთი-იაპონია 23:45 რუსეთი-საფრანგეთი
19 იან. 17:00 რუსეთი-ბრაზილია 20:45 საფრანგეთი-პოლონეთი 23:45 იაპონია-ნორვეგია
B ჯგუფი. მეცი – ესპ, სლნ, მკდ, ისლ, ტუნ, ანგ
12 იან. 17:00 სლოვენია-ანგოლა 20:45 მაკედონია-ტუნისი 23:45 ესპანეთი-ისლანდია
14 იან. 17:00 ისლანდია-სლოვენია 20:45 ტუნისი-ესპანეთი 23:45 ანგოლა-მაკედონია
15 იან. 17:45 ისლანდია-ტუნისი
16 იან. 20:45 სლოვენია-მაკედონია 23:45 ესპანეთი-ანგოლა
17 იან. 20:45 სლოვენია-ტუნისი 23:45 ანგოლა-ისლანდია
18 იან. 23:45 მაკედონია-ესპანეთი
19 იან. 17:00 ტუნისი-ანგოლა 20:45 მაკედონია-ისალნდია 23:45 ესპანეთი-სლოვენია
C ჯგუფი, რუანი – გერ, ხორ, ბლრ, უნგ, ჩილ, საუ
13 იან. 17:00 ბელარუსი-ჩილე 20:45 გერმანია-უნგრეთი 23:45 ხორვატია-საუდის არაბეთი
14 იან. 23:45 უნგრეთი-ხორვატია
15 იან. 20:45 ჩილე-გერმანია 23:45 საუდის არაბეთი-ბელარუსი
16 იან. 20:45 უნგრეთი-ჩილე 23:45 ხორვატია-ბელარუსი
17 იან. 20:45 გერმანია-საუდის არაბეთი
18 იან. 17:00 საუდის არაბეთი-უნგრეთი 20:45 ბელარუსი-გერმანია 23:45 ხორვატია-ჩილე
20 იან. 17:00 საუდის არაბეთი-ჩილე 20:45 გერმაანია-ხორვატია 23:45 ბელარუსი-უნგრეთი
D ჯგუფი, პარიზი – ყატ, დან, შვდ, ეგვ, ბაჰ, არგ
13 იან. 17:00 ყატარი-ეგვიპტე 20:45 შვედეთი-ბაჰრეინი 23:45 დანია-არგენტინა
14 იან. 20:45 დანია-ეგვიპტე
15 იან. 17:45 არგენტინა-შვედეთი 20:45 ბაჰრეინი-ყატარი
16 იან. 20:45 ეგვიპტე-ბაჰრეინი 23:45 დანია-შვედეთი
17 იან. 20:45 ყატარი-არგენტინა
18 იან. 17:00 არგენტინა-ეგვიპტე 20:45 დანია-ბაჰრეინი 23:45 შვედეთი-ყატარი
20 იან. 17:00 ბაჰრეინი-არგენტინა 20:45 შვედეთი-ეგვიპტე 23:45 ყატარი-დანია
პრეზიდენტის თასი, 17-20, 21-24 ადგილები. 21-23 იანვარი, ბრესტი
მერვედფინალი. 21-22 იანვარი. ალბერვილი, ლილი, პარიზი, მონპელიე
მეოთხედფინალი. 24 იანვარი. ალბერვილი, ლილი, პარიზი, მონპელიე
ნახევარფინალი. 26, 27 იანვარი, 23:45. პარიზი
მესამე ადგილისთვის. 28 იანვარი, 23:45. პარიზი
ფინალი. 29 იანვარი, 20:30. პარიზი