ნორვეგია პირველი ნახევარფინალისტია
ნორვეგია ევროპის ქალთა ჩემპიონატის პირველი ნახევარფინალისტია. ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგო, ამჯერად, უნგრეთთან – 24-23. პლეიოფის დანარჩენი 3 მონაწილე დღეს გამოვლინდება, მათ შორის, დანია-რუმინეთის ურთიერთშეხვედრაში.
ნორვეგია და რუმინეთი მეორე ჯგუფში ლიდერობდნენ და თითქოს შედარებით იოლი მატჩები ჰქონდათ, მაგრამ ორივემ ბეწვის ხიდზე გაიარა. ჩეხეთს თავად ჰქონდა დარჩენილი ნახევარფინალის თეორიული შანსი და ბოლომდე იბრძოლა. სირენამდე 1 წუთით ადრე რუმინეთი ერთი ბურთით იგებდა და უტევდა, როცა გააძევეს პეტრა ადამკოვა და 2 წუთით ჩეხების მწვრთნელი იან ბასნიც დასაჯეს. რუმინეთმა ორკაციანი მეტობა მიიღო, რაც გამოიყენა ელენა პინტეამ – 30-28. ანალოგიურ სიტუაციაში იყო ნორვეგიაც, უნგრეთთან. 52-ე წუთზე 20-20 იყო და ჩემპიონი ისევ ნორა მორკმა იხსნა, რომელმაც თავისი გუნდის ბოლო ოთხიდან 3 გოლი გაიტანა – 24-23.
დღის მთავარი მატჩი იყო დანია-რუსეთი. რუსებს მხოლოდ თეორიული შანსი ჰქონდათ დარჩენილი – უნდა მოეგოთ დარჩენილი 2 მატჩი და ბოლო ტურში დანიას უნდა მოეგო რუმინეთისთვის. ამ შემთხვევაში სამი გუნდი აგრვებდა 6-6 ქულას, მაგრამ ოლიმპიურ ჩემპიონს რუმინეთთან 5 ბურთით ჰქონდა წაგებული და ესეც ხელს უშლიდა. შესაბამისად, დანიას მეტი მოტივაცია ჰქონდა. 8-11 ჩამორჩენის შემდეგ ტაიმის ბოლოს მათ ხუთბურთიანი სპურტი მოაწყვეს და შესვენებაზე წინ გავიდნენ – 13-11. ბრძოლა ბოლომდე დაძაბული იყო. მეკარე ტოფტის ორი მნიშვნელოვანი სეივის შემდეგ დანია 26-25 იგებდა, მაგრამ, ბოლო წუთზე იორგენსენმა გარბენი გააკეთა, სუდაკოვამ გაათანაბრა 26-26 და ტრანბორგს კიდევ ერთი ტექნიკური შეცდომა მოუვიდა. დანიის, ბედად რუსებს ბოლო შეტევისთვის სულ 12 წამი დარჩათ და ვერაფერი მოასწრეს, ხოლო ფრე და მოგება დანიელებისთვის ერთი და იგივე იყო. ისინი ბურთების სხვაობით ჩამორჩებიან რუმინეთს და ასეც და ისეც, უშუალო კონკურენტი დასამარცხებელი ჰყავთ.
14 დეკემბერს ორივე ჯგუფის 6 მატჩია და ჯგუფური ეტაპი დასრულდება. პირველ ჯგუფში ლიდერობენ საფრანგეთი და ჰოლანდია და მოგების შემთხვევაში გერმანიას შანსს აღარ დაუტოვებენ და ნახევარფინალშიც გავლენ. თამაშების ნახვა შეგიძლიათ ევროპის ხელბურთის ფედერაციის ტელევიზიით: http://www.ehftv.com/int/
ხელბურთი. ევროპის ჩემპიონატი 2016. ქალები. შვედეთი, 4-18 დეკემბერი. მეორე ჯგუფური ეტაპი
2 ჯგუფი, ჰელსინგბორგი
ნორვეგია 8, რუმინეთი 6 – დანია 5, რუსეთი 3, ჩეხეთი 2, უნგრეთი 0
ჩეხ-უნგ 27-22, დან-უნგ 23-19, დან-ჩეხ 33-29, ნორ-რუმ 23-21, რუმ-რუს 22-17, ნორ-რუს 23-21
11 დეკ. ჩეხეთი-რუსეთი 24-26, უნგრეთი-რუმინეთი 21-29, დანია-ნორვეგია 20-22
13 დეკემბერი
ჩეხეთი-რუმინეთი 28-30
ჩეხ: ლუზუმოვა 7, კნედლიკოვა, ჰრბკოვა 5, იერაბკოვა 4, მალა 3, ადამკოვა, კორდოვსკა, სალცაკოვა, რისანკოვა 1
რუმ: ნიაგუ 10, პინტეა 6, ზამფირესკუ 3, უდრისციოიუ, გეიგერი, ზამფირი, მანეა 2, კიპერი, იუგანუ, ლასლო 1
უნგრეთი-ნორვეგია 23-24
უნგ: გორბიცი, კოვაჩი 5, კლივინი, ერდოში 3, კიშფალუდი, პლანეტა, ჰორნიაკი 2, ბოდი 1 (სიკორა 7 სეივი)
ნორ: მორკი 6, არნცენი 5, კურტოვიჩი 4, ფრაფიორდი 3, ვაადე 2, კრისტიანსენი, ოფტედლი, აუნე, გრიმსბო 1 (გრიმსბო 12)
დანია-რუსეთი 26-26
დან: იორგენსენი 7, ტრანბორგი 6, ვოლერი, ჰაინდალი 3, ჰანსენი 2, ფისკერი, გრიგელი, ბოდჰოლტი, ოსტერგორი, ჰაუგსტედი 1 (ტოფტი 14)
რუს: სუდაკოვა 6, ბობროვნიკოვა 5, დმიტრიევა, სენი, ვიახირევა 3, საბიროვა, კოჟოკარი 2, სკორობოგატჩენკო, მაკეევა 1 (ტრუსოვა, კალინინა 12)
14 დეკემბერი
19:15 უნგრეთი-რუსეთი
http://www.ehftv.com/int/livestream/2016-12-14-russia-hungary
21:30 დანია-რუმინეთი
http://www.ehftv.com/int/livestream/2016-12-14-romania-denmark
23:45 ჩეხეთი-ნორვეგია
http://www.ehftv.com/int/livestream/2016-12-14-norway-czech-republic
1 ჯგუფი, გოტენბურგი
ჰოლანდია 6 ქულა, საფრანგეთი 6 – გერმანია 5, შვედეთი 3, სერბეთი 3, ესპანეთი 1
შვდ-ესპ 25-19, სრბ-ესპ 25-23, შვდ- სრბ 30-30, გერ-ჰოლ 30-27, საფ-გერ 20-22, ჰოლ- საფ 18-17
10 დეკ. სერბეთი-გერმანია 19-26, შვედეთი-ჰოლანდია 30-33, ესპანეთი-საფრანგეთი 22-23
12 დეკ. ესპანეთი-გერმანია 20-20, სერბეთი-ჰოლანდია 27-35, შვედეთი-საფრანგეთი 19-21
14 დეკემბერი
19:15 ესპანეთი-ჰოლანდია
http://www.ehftv.com/int/livestream/2016-12-14-netherlands-spain
21:30 შვედეთი-გერმანია
http://www.ehftv.com/int/livestream/2016-12-14-germany-sweden
23:45 სერბეთი-საფრანგეთი
http://www.ehftv.com/int/livestream/2016-12-14-france-serbia
ნახევარფინალი 16 დეკემბერს, ფინალი 18 დეკემბერს