ჰოლანდია და საფრანგეთი ლიდერობენ
ხელბურთელ ქალთა ევროპის ჩემპიონატზე საფრანგეთმა დაამარცხა შვედეთი (21-19), ჰოლანდიამ – სერბეთი (35-27), ფრედ, 20-20 ითამაშეს გერმანიამ და ესპანეთმა. ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის წინ ლიდერობენ ჰოლანდია და საფრანგეთი.
ორივე გუნდი მარტო თავის თავზეა დამოკიდებული. თუ ბოლო ტურში ჰოლანდიამ დაამარცხა ესპანეთი, ხოლო საფრანგეთმა – სერბეთი, ორივე ნახევარფინალში გავა და მხოლოდ მათი წაფორხილების შემთხევაში მიეცემა შანსი გერმანიას.
გერმანიამ გადაარჩინა ესპანეთთან უმძიმესი თამაში, რომლის 40-ე წუთზეც 13-17 აგებდა. ესპანელებს სამი წაგება და აღარაფრის შანსი ჰქონდათ და კუდი მოიქნიეს, მაგრამ ბოლო ოც წუთში მეტოქემ აშკარად იმძლავრა და უთოდ მოიგებდა, რომ არა მეკარე ნავარო. გერმანია მხოლოდ მაშინ გავიდა წინ, როდესაც ესპანეთს მოთამაშე ჰყავდა გაძევებული და ცარიელი კარით უტევდა – სწორედ ამ ორწუთიან მონაკვეთში გაიტანეს ნაიძინავიჩუსმა და მეკარე ეკერლემ – 20-19. ეს იყო 53-ე წუთზე, მაგრამ დაბრუნდა ნავარო და გერმანიამ მეტი ვეღარც გაიტანა – მეკარემ მოიგერია ერთი შვიდმეტრიანი და ორი ერთი-ერთზე გასვლა, ამასობაში კი პენიამ გათანაბრა, 20-20 და ბოლო ხუთ წუთში გოლი აღარ გასულა. ეს დაკარგული ქულა გერმანიას შესაძლოა ნახევარფინალში ვერგასვლად დაუჯდეს.
ჰოლანდიამ იოლად მოუგო სერბეთს ხოლო დღის ბოლოს სკანდინავიუმში 12 000 მაყურებელი დაესწრო შვედეთ-საფრანგეთის მატჩს. საფრაანგეთი თავიდან ბოლომდე ლიდერობდა და დასრულებამდე 13 წუთით ადრე 5 ბურთით იყო წინ – 19-14. 50-ე წუთზე შვედმა ოლივია მელეგარდმა მარცხენა კუთხიდან გაიტანა (16-19), მეკარე ლორა გლოზერის ფეხი მოხვდა თავში და თამაში ვეღარ გააგრძელა, გლოზერმა კი წითელი ბარათი მიიღო.
დასრულებამდე 6 წუთით ადრე სხვაობა უკვე ქულა იყო (18-19), ხოლო 58-ე წუთზე შვედეთი ანგარიშის გასათნაბრებლადაც წავიდა, მაგრამ ბურთი დაკარგა და წერტილი სირაბა დემბელემ დასვა – 21-19. მასპინძელი, შვედეთი უკეთეს შემთხვევაში მე-5 ადგილისთვის იბრძლებს, ხვალ ბოლოსწინა ტურია მეორე ჯგუფში, ხოლო 14 დეკემბერს ორივე ჯგუფის 6 მატჩი გაიმართება და ნახევარფინალისტების ვინაობაც გაირკვევა.
ჯგუფური ეტაპი 14 დეკემბერს დასრულდება. ყველა თამაშის ნახვა შეგიძლიათ ევროპის ხელბურთის ფედერაციის ტელევიზიით: http://www.ehftv.com/int/
ხელბურთი. ევროპის ჩემპიონატი 2016. ქალები. შვედეთი, 4-18 დეკემბერი. მეორე ჯგუფური ეტაპი
1 ჯგუფი, გოტენბურგი.
ჰოლანდია 6 ქულა, საფრანგეთი 6 – გერმანია 5, შვედეთი 3, სერბეთი 3, ესპანეთი 1
შვდ-ესპ 25-19, სრბ-ესპ 25-23, შვდ- სრბ 30-30, გერ-ჰოლ 30-27, საფ-გერ 20-22, ჰოლ- საფ 18-17
10 დეკ. სერბეთი-გერმანია 19-26, შვედეთი-ჰოლანდია 30-33, ესპანეთი-საფრანგეთი 22-23
12 დეკემბერი
ესპანეთი-გერმანია 20-20
ესპ: პენია 7, კაბრალი 5, აგილარი, მარტინი 3, ა. გონსალესი, ეგოსკე 1 (ნავარო 16/36=44%)
გერ: ჰუბინგერი 5, ჰუბერი 4, ბოლკი, ნაიძინავიჩუსი, ბენკე 2, ლანგი, ფიშერი, ვოლბოლდი, ლორპერი, ეკერლე 1 (ვოლტერინგი, ეკერლე 9 მოგერიება)
სერბეთი-ჰოლანდია 27-35
სრბ: სტოილიკოვიჩი 8, რადოსავლიევიჩი, გეორგიევი 4, დმიტროვიჩი, იანუშევიჩი 3, პეტროვიჩი, კრპეჟი, კოვაჩევიჩი, პოპ-ლაზიჩი, ნიკოლიჩი 1 (რისოვიჩი, ჩოლიჩი 13)
ჰოლ: აბინგჰი, ბროკი 6, მალეშტაინი 5, პოლმანი 4, ვან ოლფენი 3, კრამერი, ბონტი, ფისერი, სნელდერი 2, ვან დერ ჰაიდენი, კნიპენბორგი, დულფერი 1 (ვესტერი, იანკოვიჩი 11)
შვედეთი-საფრანგეთი 19-21
შვდ: რობერტსი 5, გულდენი 4, სანდი 3, მელეგარდი, ბლომი, ბლომსტრანდი 2, ლაგერკვისტი 1 (ბუნდსენი 14/34=41%)
საფ: ნზემინკო 6, ლაკრაბერი 4, ნიაბუიუ 3, კოლჩინსკი, პინო, დემბელე 2, უეტი, ედვიჟი 1 (გლოზერი 10, ლენო 3)
14 დეკ. 19:15 ესპანეთი-ჰოლანდია 21:30 შვედეთი-გერმანია 23:45 სერბეთი-საფრანგეთი
—
2 ჯგუფი, ჰელსინგბორგი
ნორვეგია 6, რუმინეთი 4 – დანია 4, ჩეხეთი 2, რუსეთი 2, უნგრეთი 0
ჩეხ-უნგ 27-22, დან-უნგ 23-19, დან-ჩეხ 33-29, ნორ-რუმ 23-21, რუმ-რუს 22-17, ნორ-რუს 23-21
11 დეკ. ჩეხეთი-რუსეთი 24-26, უნგრეთი-რუმინეთი 21-29, დანია-ნორვეგია 20-22
13 დეკემბერი
19:15 ჩეხეთი-რუმინეთი
http://www.ehftv.com/int/livestream/2016-12-13-romania-czech-republic
21:30 უნგრეთი-ნორვეგია
http://www.ehftv.com/int/livestream/2016-12-13-norway-hungary
23:45 დანია-რუსეთი
http://www.ehftv.com/int/livestream/2016-12-13-russia-denmark
14 დეკ. 19:15 უნგრეთი-რუსეთი 21:30 დანია-რუმინეთი 23:45 ჩეხეთი-ნორვეგია
—
ნახევარფინალი 16 დეკემბერს, ფინალი 18 დეკემბერს