ჭაბუკთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება
საქართველოს ჭაბუკ ხელბურთელთა ნაკრები განაგრძობს მზადებას ევროპის თვრამეტწლამდელთა ჩემპიონატისთვის, რომელიც 15-21 აგვისტოს გაიმართება თბილისის ახალ სპორტის სასახლეში. ამჟამად გუნდი ქვეყნის ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში გადის სპეციალური მომზადების სამდღიან კურსს.
ნაკრები, ბოლო ორი თვეა, რეგულარულად ვარჯიშობს უკრაინელი მწვრთნელის ანდრეი პორტნოის ხელმძღვანელობით, ხოლო სამხედრო სპეცმომზადების შემდეგ შეკრებაზეც გადავა. 2015 წლის ჭაბუკთა ოლიმპიური ფესტივალის შემდეგ შემადგენლობაში რამდენიმე ახალი მოთამაშეა.
თბილისში ჩვენი ნაკრების მეტოქეები ჯგუფურ ეტაპზე იქნებიან რუმინეთი, ბოსნია და ლატვია, ორი გამარჯვებული გავა სახევარფინალში, სადაც შეხვდება მეორე ჯგუფის (მონტენეგრო, ბელარუსი, ბელგია, ბრიტანეთი) 2 საუკეთესოს. ფინალი 21 აგვისტოსაა – გამარჯვებული მიიღებს 2018 წლის ოცწლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე 16 უძლიერეს გუნდს შორის თამაშის უფლებას.
ევრო 2016 თვრამეტწლამდელთა შორის 4 ტურნირად იმართება. 16 უძლიერესი ჩემპიონის ტიტულისთვის თამაშობს ხორვატიაში, ხოლო დანარჩენი 27 ქვეყანა წილისწრის შემდეგ გადანაწილდა საქართველოში, ლიტვასა და ბულგარეთში და სწორედ უძლიერესთა შორის მოსახვედრად იბრძოლებს.
საქართველოს ნაკრების ოფიციალურ განაცხადში, რომელიც ევროპის ხელბურთის ფედერაციაშია გაგზავნილი, 27 ხელბურთელია ქვეყნის 7 კლუბიდან. სამხედრო შეკრების შემდეგ შემადგენლობა გაიცხრილება, ევროპის ჩემპიონატზე კი 16-კაციანი გუნდი ითამაშებს.
საქართველოს ნაკრები, 18 წ, კაცები
GK: სანდრო ხანდოლიშვილი (1998, ქარიშხალა), გიორგი ხარაიშვილი (1998, იმედი), გიორგი ვათიაშვილი (1998, გორი), ირაკლი დიხამინჯია (2000, პეგასი)
LW: ხაზეინ რუსტამოვი (1998, ქუთაისი), ირაკლი კბილაშვილი (1998, ქუთაისი) გიორგი ხელაძე (2000, წყალტუბო), თამაზ ტარუაშვილი (1998, გორი)
LB: ზეზვა იობაშვილი (1998, იმედი თელავი), ზურაბ გოგავა (1998, პეგასი), ლუკა ბენდელიანი (1998, წყალტუბო), გიორგი კაჭკაჭაშვილი (2000, პეგასი), ლევან იაშვილი (1998, გორი), რევაზ ბერაძე (1999, პეგასი)
CB: გიგა ზარნაძე (1999, პეგასი), ლევან მამულაშვილი (1998, ქარიშხალა), გიგა ბაინაზიშვილი (1998, იმედი), გიგი ფერაძე (1998, ქარიშხალა), დავით ყორიაული (1998, იმედი თელავი)
RB: გიორგი ცხოვრებაძე (2001, პეგასი), გიორგი ტიელიძე (1998, გორი), ლუკა ბულბულაშვილი (1998, ქარიშხალა)
RW: დავით ნიაზაშვილი (2000, გორი), ნიკოლოზ ბაჯალაძე (1998, ფოთი)
P: გიორგი მიქავა (1998, იმედი), ერეკლე არსენაშვილი (1998, სტუ), გიორგი ლაპიაშვილი (2000, პეგასი)
მთავარი მწვრთნელი ანდრეი პორტნოი (1960, უკრ), მწვრთნელი ოლექსანდრ გურსკი (1966, უკრ), გუნდის უფროსი ვახტანგ მეიფარიანი (1970), ექიმი გურამ ადამია (1995)
ხელბურთი. 18 წ ევროპის ჩემპიონატი 2016, კაცები. 15-21 აგვისტო
თბილისი, ახალი სპორტის სასახლე
A ჯგუფი: რუმინეთი, ბოსნია, ლატვია, საქართველო
15 აგვისტო: ბოსნია-საქართველო, რუმინეთი-ლატვია
16 აგვისტო: ლატვია-ბოსნია, საქართველო-რუმინეთი
18 აგვისტო: რუმინეთი-ბოსნია, ლატვია-საქართველო
B ჯგუფი: ბელარუსი, მონტენეგრო, ბელგია, ბრიტანეთი
15 აგვისტო: მონტენეგრო-ბრიტანეთი, ბელარუსი-ბელგია
16 აგვისტო: ბელგია-მონტენეგრო, ბრიტანეთი-ბელარუსი
18 აგვისტო: ბელარუსი-მონტენეგრო, ბელგია-ბრიტანეთი
20 აგვისტო – ნახევარფინალები, 21 აგვისტო – ფინალები
ლიტვაში
A: ესტონეთი, ჰოლანდია, იტალია, მოლდოვა
B: ავსტრია, ისრაელი, საბერძნეთი, ლიტვა
ბულგარეთში
A: უნგრეთი, მაკედონია, უკრაინა სომხეთი, კოსოვო, კვიპროსი
B: თურქეთი, ფინეთი, ბულგარეთი, ლუქსემბურგი, ფარერები
თითო გამარჯვებული მოიპოვებს 20-წლამდელთა ევრო 2018 საგზურს
ევრო 2016 18 წ, კაცები. ხორვატია, 11-21 აგვისტო
A: ესპანეთი, საფრანგეთი, ნორვეგია, შვეიცარია
B: დანია, სლოვენია, რუსეთი, სლოვაკეთი
C: შვედეთი, ხორვატია, ჩეხეთი, ისლანდია
D: გერმანია, სერბეთი, პორტუგალია, პოლონეთი