შავი ზღვის თასი ბათუმმა და ყვარელმა მოიგეს

ურეკში გაიმართა პლაჟის ხელბურთის ეროვნული ტურის მეორე ეტაპი, რომელიც მოიგეს ბათუმის შავი ზღვის ბიჭებმა და ყვარლის გოგონათა გუნდმა. საქართველოს ჩემპიონი ოთხი ეტაპის ჯამში, სექტემბერში გამოვლინდება. 

საქართველოს 2015 წლის ჩემპიონმა, ბათუმის გუნდმა, ეროვნულ ტურზე ზედიზედ მეექვსე ტურნირი მოიგო, მათ შორის – ოთხი შარშანდელი და 2 – წლევანდელი. ურეკში, შავი ზღვის თასზე ასპარეზს დაუბრუნდა 2014 წლის ჩემპიონი, თბილისის ქორები, რომელსაც შავი ზღვის ბიჭებმა ორგერ აჯობეს დაძაბულ ბრძოლაში – ჯგუფურ ეტაპზე 2-1 და ფინალში – 2-0.

სეზონის ბოლომდე დარჩენილია ორი ეტაპი: აგვისტოში – წყალტუბოში და სექტემბერში – ბათუმში.

პლაჟის ხელბურთის ეროვნული ტური, მეორე ეტაპი

ურეკი, შავი ზღვის თასი. 23-24 ივლისი

ქალები

ყვარელი-წყალტუბო 2-1 (9-11, 16-8, 7-3)

წყალტუბო – აჭარა 2-1 (9-8, 16-8, 5-3)

ყვარელი – აჭარა 2-0 (9-6, 21-3)

კაცები. A ჯგუფი

ბათუმი-1 – ბათუმი-2 2-0 (14-7, 21-11)

ქორები – ბათუმი-2 2-0 (17-4, 17-5)

ბათუმი-1 – ქორები 2-1 (21-22. 26-13, 6-3)

B ჯგუფი

ქუთაისი – წყალტუბო 2-0 (19-7, 21-15)

გორი – წყალტუბო 2-0 (16-10, 18-17)

ქუთაისი – გორი 2-0 (21-15, 26-21)

ნახევარფინალი

ბათუმი-1 – გორი 2-0 (20-12, 13-10)

ქორები – ქუთაისი 2-1 (20-21, 25-17, 6-2)

ფინალი

1-2 ბათუმი-1 – ქორები 2-0 (15-14, 24-21)

3-4 გორი-ქუთაისი 2-1 (12-28, 19-17, 7-4)

5-6 წყალტუბო – ბათუმი-2 2-1 (14-15, 15-9, 5-1)

პირველი ეტაპი, ყვარელი. 1. ბათუმი  2. ქუთაისი 3. ჭაბუკთა ნაკრები 4. ყვარელი 5. გორი

ორი ეტაპის ჯამში: ბათუმი 110 ქულა, ქუთაისი 70, ქორები 50, გორი 50, ჭაბუკთა ნაკრები 30, წყალტუბო 20, ყვარელი 20, ბათუმი-2 10

Leave a Reply