გორი თუ რუსთავი. ვინ მოიგებს პირველ ლიგას?
სპორტკომპლექს არენაში დაიწყო ხელბურთში საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის მეორე წრე. ორწრიანი ტურნირის შემდეგ პირველი ლიგის ჩემპიონი უმაღლესი ლიგის საგზურს მიიღებს, ხოლო მე-2-3 ადგილზე გასული გუნდები კიდევ ერთი საგზურისთვის გადასასვლელ ტურნირში ეთამაშებიან უმაღლესი ლიგის მე-7-8 ადგილებს.
პირველ დღეს ლიდერებმა იოლად მოიგეს. გორმა დაამარცხა წყალტუბოს პრომეთე, 42-33, ხოლო რუსთავმა – თელავის გუნდი, 48-33. როგორც ჩანს, ლიგის გამარჯვებული გაირკვევა შეჯიბრების ბოლო დღეს, 5 მაისს, გორისა და რუსთავის მატჩში. გორელები ჯერჯერობით 2 ქულით წინ არიან და პირველი წრის თამაში რუსთავთან მოგებული აქვთ, 31-28.
მეორე წრეზე არ ჩამოვიდა აჭარის გუნდი, რისთვისაც მას ოთხივე მეტჩში წაგენა, 0-10 მიესაჯა, ხოლო ტურნირი ხუთიდან 3 დღემდე შეიკვეცა. სამშაბათს თამაშობენ რუსთავი-წყალტუბო, გორი-თელავი.
ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი. პირველი ლიგა, კაცები
მ,ეორე წრე, 3-5 მაისი, არენა 2. 3 მაისი
წყალტუბო – გორი 33-42
წყ: აფხაძე, ხაჭაპურიძე – ხელაძე 11, გველესიანი 7, გიორგაძე 3, ხაბაზიშვილი 3, ბენდელიანი 3, მეტონიძე 3, ძნელაძე 2, დარსაველიძე 1, კვარაცხელია, ჩიხლაძე, ჩანქსელიანი
გორ: ვათიაშვილი, თითირაშვილი – ტარუაშვილი 7, ტიელიძე 7, დალაქიშვილი 6, გაგლოშვილი 4, მჭედლიშვილი 4, ახალბედაშვილი 4, ზუბიაშვილი 3, ყანჩაველი 3, ნიაზაშვილი 2, მურადაშვილი 2, იაშვილი
მსაჯები: გ. წივწივაძე, ზ. აბრამიშვილი, დელეგატი: თ. თევზაძე
თელავი – რუსთავი 33-48
თელ: ლილუაშვილი – გიორგელაშვილი 11, ვ. გიგაური 7, ბიწკინაშვილი 4, წვერიკმაზაშვილი 4, ნ. სვიმონიშვილი 3, იაგორაშვილი 2, კაიშაური 2
რუს: დავითაშვილი, ჯანგიძე 1 – რ. შეყელაშვილი 11, ეძგვერაძე 10, მძელური 7, თაბაგარი 4, კიკნაძე 4, გავაშელიშვილი 4, მუმლაძე 3, მენაბდიშვილი 3, ბ. შეყელაშვილი 1, გოთოშია
მსაჯები: ზ. აბრამიშვილი, გ. სამყურაშვილი, დელეგატი: ლ. გელაშვილი
მდგომარეობა: გორი 12 ქულა (6 თამაშიდან) – რუსთავი 10 (6), წყალტუბო 6 (6) – თელავი 4 (6), აჭარა 0 (8)
აჭარას მეორე წრის ყველა მატჩში ჩაეთვალა წაგება
4 მაისი. 12:00 რუსთავი-წყალტუბო, 13:30 გორი-თელავი
5 მაისი. 12:00 წყალტუბო-თელავი, 13:30 გორი-რუსთავი