17/12/15 ნახევარფინალიც დაკომპლექტდა

დანიაში, ქალ ხელბურთელ მსოფლიო ჩემპიონატზე, ნახევარფინალში ითამაშებენ ჰოლანდია-პოლონეთი და ნორვეგია-რუმინეთი.

ჰოლანდია, ერთადერთი გუნდი ამ ჩემპიონატზე, რომელსაც თამაში არ წაუგია, თავიდან ბოლომდე უგებდა საფრანგეთს და საბოლოოდ 28-25 გაიმარჯვა ჩემპიონატის საუკეთესო მეკარის, ტეს ვესტერის 21 მოგერიებული დარტმითა და ესტავანა პოლმანის 10 გოლით. ჰოლანდია პირველად გავიდა დიდი ტურნირების (ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატი, ოლიმპიადა) ფინალურ ოთხეულში.

პოლონეთსაც არასოდეს მოუპოვებია მედალი სამ უმთავრეს სანაკრებო შეჯიბრებაზე. რუსეთს მეოთხედფინალამდე ექვსიდან 6 მოგება ჰქონდა და ფავორიტადაც ითვლებოდა. ტაიმი მოიგო პოლონეთმა (11-9), მერე 14-11 წინ იყო, მაგრამ 38-44 წუთებზე რუსებმა ხუთბურთიანი სპურტი მოაწყვეს – 17-15. რუსეთი იგებდა 52-ე წუთზეც – 20-19, მაგრამ მონიკა კობილინსკამ ჯერ გაათანაბრა, დასრულებამდე 40 წამით ადრე კი წინაც გაიყვანა პოლონეთი (21-20), ვიახერევას ბოლო დარტყმა კი მოიგერია მეკარე ვისოკინსკამ. პოლონეთი ერთადერთი გუნდია, ვინც წინა მსოფლიო ჩემპიონატზეც მოხვდა ოთხეულში (მეოთხე ადგილი), 2013 წლის პირველი სამეული კი უკვე გავარდა – ბრაზილია, სერბეთი, დანია.

მეორე ნახევარფინალში ითამაშებენ მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ნორვეგია (1999, 2011) და 1962 წლის ჩემპიონი რუმინეთი. ნორვეგია-მონტენეგროს თამაშში ანგარიში ბოლოს 48-ე წუთზე გაათანაბრა მაიდა მეჰმედოვიჩმა (21-21), შემდეგ კი გადამწყვეტი გამოდგა კამილა ჰერემის 2 სწრაფი გარღვევა, ნორა მორკის გოლი და შუალედებში – მეკარე სოლბერგის ორი მოგერიებული ბურთი, მათ შორის, ბულატოვიჩის შვიდმეტრიანი – 24-21. მონტენეგრომ ისევ გაიბრძოლა (23-24), მაგრამ კვლავ ჩამორჩა სამით და ბოლო ორ წუთში მხოლოდ სხვაობა შეამცირა – 25-26.

რუმინეთი 12 000 მაყურებლის თვალწინ სულ უგებდა მასპინძელ დანიას. მაქსიმალური სხვაობა 3 ბურთი იყო, რუმინელების ლიდერმა, ქრისტინა ნიაგუმ კი, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხნის განმავლობაში პერსონალურად იყო აყვანილი, 23 დარყმიდან 15 გოლი გაიტანა, მაგრამ, მისი შვიდმეტრიანი ძირითადი დროის ბოლო წამზე, მოიგერია მეკარე პოლსენმა – 27-27.

დანია პირველად და ერთადერთხელ წინ ოვერტაიმის პირველ წუთზე გავიდა, ანე ჰანსენის გოლის შემდეგ, თუმცა, ბუჩესკიმ, ბრადიანუმ და ნიაგუმ ისევ დააწინაურეს სტუმრები. ჰანსენმა დასრულებამდე 57 წამით ადრე უკანასკნელად გაათანაბრა (30-30) მაგრამ რუმინეთმა ბოლომდე შეინარჩუნა ბურთი და ბოლოსწინა წამზე ადრიანა ნეკიტამ მარჯვენა კუთხიდან გაიტანა გამარჯვების გოლი – 31-30.

ნახევარფინალები პარასკევსაა, ფინალი – კვირას. ამავე დღეებში მეოთხედფინალში წაგებულები 5-8 ადგილებს გაითამაშებენ. 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონი რიოს ოლიმპიადის საგზურს იღებს, მე-2-7 ადგილზე გასული გუნდები კი ოლიმპიადის შესარჩევ ტურნირზე გადიან, მაგრამ, რადგან ნორვეგია ევროპის ჩემპიონია და უკვე განაღდებული აქვს რიოში თამაში, ყველა დანარჩენი მეოთხედფინალისტი (მომავალი ჩემპიონისა გარდა) ავტომატურად მოხვდება საკვალიფიკაციო ტურნირზე, ისევე როგორც ესპანეთი, შვედეთი, იაპონია, ტუნისი, ურუგვაი და მექსიკა – მათ ეს უფლება კონტინენტურ ჩემპიონატებზე მოიპოვეს. მასპინძელ ბრაზილიას, ასევე კონფედერაციების საუკეთესო გუნდებს – არგენტინას, ანგოლასა და კორეას უკვე აქვთ ოლიმპიადის საგზური.

ხელბურთი. ქალთა 22-ე მსოფლიო ჩემპიონატი. დანია, 5-20 დეკემბერი

მეოთხედფინალი, 16 დეკემბერი

ჰოლანდია – საფრანგეთი 28-25

ჰოლ: ვესტერი 21/44, ვან დერ ვალი 0/1 – პოლმანი 10, ხროოტი 5, ბროხი 4, მალეშტაინი 3, სნელდერი 2, აბინგჰი 2, ვან დერ ჰაიდენი 1, გოოსი 1, ვან ოლფენი, დულფერი, ჰუქსტრა

საფ: ლენო 6/28, გლოზერი 6/12 – პინო 8, დემბელე 4, ნზე მინკო 3, ნიომბლა 3, ელიონი 3, ლაკრაბერი 2, ბიულუსი 1, ლანდრი 1, კამტო ჯიტამი, პრუვენსიე, უეტი, ედვიჟი

პოლონეთი – რუსეთი 21-20

პოლ: ვისოკინსკა 10/25 გავლიკი 6/11 – კობილინსკა 6, კუდლაცი 5, ბიზდრა-ახრუკი 2, კულვინსკა 2, ზალევსკა 2, კოცელა 2, ნეძვეძი 1, სტასიაკი 1, ლაბუდა, სტახოვსკა

რუს: ეროხინა 4/16, სედოიკინა 4/12, კალინინა 0/1 – ვიახერევა 5, აკოფიანი 4, კუზნეცოვა 4, ილინა 3, დმიტრიევა 1, მაკეევა 1, მარენნიკოვა 1, ბლიზნოვა 1, ხმიროვა, სენი, ბობროვნიკოვა, ჩერნოივანენკო, ვედეხინა

ნორვეგია – მონტენეგრო 26-25

ნორ: გრიმსბო 4/14, ს. სოლბერგი 7/22 – მორკი 8, ჰერემი 5, კრისტიანსენი 4, ოფტედალი 3, სულანდი 2, კურტოვიცი 1, ლოკე 1, მოლიდი 1, სკოგრანდი 1, შ. სოლბერგი, ალსტადი, ვიბე

მნტ: ბარიაკტაროვიჩი 6/27, ჰასანიჩი 1/6, რაიჩიჩი 0/1 – რადიჩევიჩი 6, მეჰმედოვიჩი 6, იოვანოვიჩი 5, ბულატოვიჩი 3, კნეზევიჩი-რაიჩევიჩი 3, იაუკოვიჩი 1, რამუშოვიჩი 1, პავიჩევიჩი, ლაზოვიჩი, კლიკოვაცი,

რუმინეთი – დანია 31-30 (დ.დ, 27-27)

რუმ: უნგურიანუ 11/37 მუნტიანუ 0/4 – ნიაგუ 15, ბრადიანუ 5, ნეკიტა 4, ბუჩესკი 3, მანია 3, ორდიანი 1, სუჩი, პერიანუ, მარინი, ჯეიჯერი, კიპერი

დან: ტოფტი 5/25, პოლსენი 6/17 – ლ. იორგენსენი 6, გრავჰოლტი 5, ჰანსენი 5, ს. იორგენსენი 5, ფისკერი 4, კრისტიანსენი 2, ოსტერგარდი 2, ბოდჰოლტი 1, ნორგარდი, ბურგარდი, ჰოლმსგარდი, სკოვი

ნახევარფინალი, 18 დეკემბერი, ჰერნინგი

1-4 ადგილები

21:00 ჰოლანდია – პოლონეთი

23:45 ნორვეგია – რუმინეთი

5-8 ადგილები

16:00 საფრანგეთი – რუსეთი

18:30 მონტენეგრო – დანია

პირდაპირი რეპორტაჟები:

http://www.ihf.info/en-us/ihfcompetitions/worldchampionships/womensworldchampionships/womensworldchampionshipden2015/livestreaming.aspx

 

 

Leave a Reply