09/10/15 ერთი მეოთხედფინალისტი ცნობილია

ხელბურთელ ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე, მთავარი რაუნდის მეექვსე ტურის შემდეგ გამოვლინდა ერთი მეოთხედფინალისტი – ლიგის 2011 წლის გამარჯვებული ნორვეგიის ლარვიკი, ვინც შინ დაამარცხა 2010 წლის ჩემპიონი, დანიის ვიბორგი, 31-18.

 

მეორე ჯგუფური ტურნირის დასრულებამდე 4 ტურით ადრე ლარვიკს 12 ქულა აქვს და მეხუთე ადგილზე მყოფი შვედური სავეჰოფისთვის უკვე მიუწვდომელია. 10 ქულით მეორეზეა თასის ბოლო ორი გათამაშების გამარჯვებული, უნგრეთის დიორი ეტო, რომელიც ასევე მალე გაინაღდებს პლეიოფის საგზურს, ხოლო დარჩენილი ორი ადგილისთვის 4 გუნდს შორის სერიოზული ბრძოლა გაჩაღდება.

დიორს დიდი საკადრო პრობლემები აქვს და წინა ტურში ლარვიკთან წააგო, რაც ლიგაზე უკანასკნელად თითქმის ორი წლის წინ მოხდა. უნგრელებმა დაიმატეს ნორვეგიის ნაკრებისა და დანიის ესბირეგის მეკარე კარი გრიმსბო და სტუმრად უპრობლემოდ დაამარცხეს რუმინეთის ბაია მარე – 26-18. ყველაზე შედეგიანი იყო გერმანელი ზუზან მიულერი 8 გოლით.

თითქმის ანალოგიური სიტუაციია A ჯგუფში. აქ 2012 წლის ჩემპიონს, პოდგორიცას ბუდუჩნოსტს თითქმის განაღდებული აქვს მეოთხედფინალში გასვლა, მიზანთან ახლოა ვოლგოგრადის დინამოც, ხოლო დანარჩენი 4 გუნდი დარჩენილ 4 ტურში კიდევ 2 საგზურისთვის იბრძოლებს.

მთავარი რაუნდი 15 მარტს დასრულდება, აპრილში გაიმართება მეოთხედფინალები შინ/სტუმრად ფორმატით, ხოლო მაისში 4 უძლიერესი გუნდი ოთხთა ფინალს გამართავს.

ამ კვირაში კაცების ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ტურნირიც განახლდება.

ქალები. ჩემპიონთა ლიგა 2014-15. მეორე ჯგუფური ეტაპი

6 ტური, 6-8 თებერვალი

A ჯგუფი

ვარდარი (მკდ)კრიმ მერკატორი (სლნ) 41-30

ტიურინგერი (გერ)დინამო ვოლგოგრადი (რუს) 30-33

ბუდუჩნორტი (მნტ) ლაიპციგი (გერ) 28-21

ბუდუჩნოსტი 11, ვოლგოგრადი 8, ლაიპციგი 6, ვარდარი 5 / ტიურინგერი 4, კრიმი 2

B ჯგუფი

მეცი (საფ) სავეჰოფი (შვდ) 22-25

ლარვიკი (ნორ)ვიბორგი (დან) 31-18

ბაია მარე (რუმ) დიორი ეტო (უნგ) 18-26

ლარვიკი 12, დიორი 10, ვიბორგი 5, მეცი 4 / სავეჰოფი 3, ბაია მარე 2

ფოტო: ვარდარი-კრიმი

 

Leave a Reply