15/12/14 საფრანგეთის პირველი დამარცხება
ევროპის ქალთა ჩემპიონატზე, მთავარი რაუნდის მეორე ჯგუფში ნახევარფინალის ორი საგზურისთვის 4 გუნდი იბრძვის – ჰოლანდია, შვედეთი, მონტენეგრო და საფრანგეთი.
ევროპის ჩემპიონატი 2014. ქალები. 7-21 დეკემბერი. უნგრეთი-ხორვატია
მეორე ეტაპი. 2 ჯგუფი, ზაგრები
მდგომარეობა: ჰოლანდია 5, შვედეთი 5/ საფრანგეთი 4, მონტენეგრო 4, გერმანია 0, სლოვაკეთი 0
14 დეკემბერი
გერმანია – მონტენეგრო 20-27
ევროპის მოქმედი ჩემპიონი, მონტენეგრო ჯერაც ბრძოლაშია და ოთხშაბათს უმძიმესი მატჩი ექნება ჰოლანდიასთან, გერმანია კი ჩერნოგორიელებმა იოლად დაამარცხეს – 27-20, მილენა კნეზევიჩის 8 და რადმილა პეტროვიჩის 5 გოლით. წაგებულთგან საუკეთესო იყო გარემარბი მარლენ ზაპფი (6). გერმანიას, ისევე როგორც სლოვაკეთს, თეორიული შანსიც აღარ დარჩა ნახევარფინალში გასასვლელად.
შვედეთი – საფრანგეთი 29-26
ფრანგი ქალების მარცხის შემდეგ ტურნირზე მხოლოდ ნორვეგია დარჩა, ვინც ხუთივე შეხვედრა მოიგო. ფრანგები პირველ ტაიმში ბევრით იგებდნენ (8-2, 12-7) და შესვენებამდე შეინარჩუნეს უპირატესობა (14-12), თუმცა, გარემარბმა ნატალი ჰაგმანმა (7) მეორე ტაიმის დაწყებისთანავე გაათანაბრა – 14-14. ამის შემდეგ თანაბარი თამაში იყო. ბოლოჯერ ფრე 50-ე წუთზე დაფიქსირდა, მერე კი ჰაგმანისა და იზაბელ გულდენის (4 გოლი, 5 ჩაჭრა) წინამძღოლობით შვედეთმა გატეხა მეტოქე – 29-26 და ცხრილშიც გადაასწრო. ფრანგებიდან საუკეთესო იყო ალექსანდრა ლაკრაბერი – 10 გოლი 19 ცდიდან.
ჰოლანდია – სლოვაკეთი 30-20
შვედეთის მსგავსად, 5 ქულა აქვს ჰოლანდიასაც. ჰოლანდიელებსაც იოლი თამაში ჰქონდათ და უკვე შესვენებაზე 17-10 იგებდნენ, ჯამში კი 30-20 გაიმარჯვეს და შვედებს ბურთების სხვაობითაც გადაასწრეს. ეს კი შეიძლება გადამწყვეტიც აღმოჩნდეს, თუ ჰოლანდია და შვედეთი ბოლომდე ერთნაირი ქულებით მივლენ – ერთმანეთში მათ ფრედ ითამაშეს. ჰოლანდიელთაგან საუკეთესო იყო ესტავანა პოლმანი – 7 გოლი. ჰოლანდია ჩემპიონატის ყველაზე ახალგაზრდული გუნდია. ყველაზე უფროსი, მეკარე იასმინა იანკოვიჩი 28 წლისაა.
16 დეკემბერი
18:45 ჰოლანდია – მონტენეგრო
21:00 შვედეთი – სლოვაკეთი
23:15 გერმანია – საფრანგეთი
1 ჯგუფი, დებრეცენი.
მდგომარეობა: ნორვეგია 6, უნგრეთი 4 / ესპანეთი 4, დანია 3, რუმინეთი 1, პოლონეთი 0
15 დეკემბერი
19:00 ესპანეთი – რუმინეთი
21:15 პოლონეთი – ნორვეგია
23:30 უნგრეთი – დანია
ფოტო: შვედეთი – საფრანგეთი