11/12/14 ერთ ერთი მასპინძელი ტურნირს გამოეთიშა
უნგრეთსა და ხორვატიაში მიმდინარე ევროპის ქალთა ჩემპიონატზე პირველობისთვის ბრძოლას უკვე გამოეთიშა ერთ-ერთი მასპინძელი, ხორვატია.
ხორვატიასა და გერმანიას სამკვდრო-სასიცოცხლო თამაში ჰქონდათ – წაგებული ჯგუფიდან გასვლის შანსს კარგავდა. 50-ე წუთზე ანგარიში თანამარი იყო, 22-22, როდესაც გერმანიამ სამბურთიანი გარღვევა მოაწყო და დასრულებამდე 2 წუთი ადრე ზუზან მიულერმა 9 მეტრიდან გაიტანა გადამწყვეტი გოლი – 26-23, საბოლოოდ კი 26-24. ხორვატმა ანდრეა პენეზიჩმა გაიტანა 13 გოლი, მაგრამ ამან მასპინძლებს ვერ უშველა, გერმანელთაგან კი საუკეთესოდ დასახელდა მეკარე კატია შულკე – 13 მოგერიება.
ფრედ, 30-30 დასრულდა ჰოლანდიისა და შვედეთის თამაში. ჰოლანდია თითქმის მთელი მატჩი იგებდა, ხოლო მეტოქემ დასრულებამდე 12 წამით ადრე, იდა ოდენის შორეული დარტყმით გაათანაბრა. ჰოლანდიელმა ესტავანა პოლმანმა შეაგდო 10 გოლი, უკვე ნახსენებმა ოდენმა – 7.
ჯგუფიდან გამსვლელი 3 საუკეთესო გუნდი უკვე გამოვლინდა. ჰოლანდიისა და ხორვატიის მატჩს ბოლო ტურში, სატურნირო დატვირთვა არა აქვს (ჰოლანდია 3 ქულით გავიდა მეორე ეტაპზე), ხოლო გერმანია და შვედეთი მნიშვნელოვანი 2 ქულისთვის ითამაშებენ.
D ჯგუფში მონტენეგროსა და საფრანგეთს 2-2 მოგება აქვთ და ბოლო ტურში ერთმანეთს ეთამაშებიან ჯგუფში პირველობისთვის, ხოლო სერბეთი და სლოვაკეთი მესამე საგზურისთვის იბრძოლებენ.
მსოფლიოს ვიცეჩემპიონი სერბეთი საზიზღარ ფორმაშია და 17-26 განადგურდა საფრანგეთთან. 2013 წლის მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშემ, ანდრეა ლეკიჩმა ოთხი ცდიდან მხოლოდ ერთხელ შეაგდო, ხოლო სანია დამნიანოვიჩმა მოედანზე მხოლოდ 11 წუთი დაჰყო. ორივე ლიდერი ტრავმირებული იყო და გუნდს სულ ბოლოს შეუერთდა. ფრანგებში საუკეთესო იყო მეკარე ლორა გროზერი, ვინც დარტყმების 43 პროცენტი მოიგერია.
სლოვაკეთი მეორე ტაიმის დასაწყისში 12 ბურთით აგებდა ევროპის ჩემპიონ მონტენეგროსთან და მატჩის ბოლოში შეამცირა სხვაობა, როდესაც ზედიზედ 6 გოლი გაიტანა – 24-28 .
ამგვარად, უკვე გამოვლენილია მეორე ეტაპის 12-დან 9 მონაწილე. დღეს დასრულდება ჯგუფური ეტაპი A და B ჯგუფებში და დაკომპლექტდება მთავარი რაუნდის პირველი ექვსგუნდიანი ჯგუფი. აქედან ნახევარფინალში უკვე მხოლოდ ორი საუკეთესო გავა,
ფოტო: ხორვატია-გერმანია
ევროპის ჩემპიონატი 2014. ქალები
7-21 დეკემბერი. უნგრეთი-ხორვატია
10 დეკემბერი
C ჯგუფი
ჰოლანდია – შვედეთი 30-30
ხორვატია – გერმანია 24-26
ჰოლანდია 3, შვედეთი 3, გერმანია 2 / ხორვატია 0
12 დეკ, 21:00 შვედეთი -გერმანია
12 დეკ, 23:15 ხორვატია – ჰოლანდია
D ჯგუფი
სერბეთი – საფრანგეთი 16-27
სლოვაკეთი – მონტენეგრო 24-28
საფრანგეთი 4, მონტენეგრო 4, სლოვაკეთი 0 / სერბეთი 0
12 დეკ, 21:00 მონტენეგრო – საფრანგეთი
12 დეკ, 23:15 სერბეთი – სლოვაკეთი
11 დეკემბერი
A ჯგუფი
21:15 რუსეთი – პოლონეთი
23:30 უნგრეთი – ესპანეთი
ესპანეთი 4, უნგრეთი 3, რუსეთი 1 / პოლონეთი 0
B ჯგუფი
21:15 რუმინეთი – უკრაინა
23:30 ნორვეგია – დანია
ნორვეგია 4, დანია 3, რუმინეთი 1 / უკრაინა 0