11/10/14 ორშაბათს საქართველოს თასის გათამაშება იწყება

ორშაბათს, გლდანის ცერცვაძის სახელობის აკადემიაში იწყება სეზონის პირველი სახელბურთო ტურნირო კაცთა შორის – საქართველოს თასის გათამაშება. თასის მფლობელის ვინაობა პარასკევს გახდება ცნობილი.

მონაწილეობს 8 გუნდი. 2013-14 სეზონის საქართველოს ჩემპიონატის მონაწილეებიდან თასზე 4 გუნდი გამოვა – ვერცხლის პრიზიორი ბათუმის მითი, ბრინჯაოსმედალოსანი სამტრედია, იმედი და პეგასი. ამ ოთხეულს ემატებიან ქარიშხალა, რუსთავი, გორი და ფოთის ოქროს ვერძი.

წინა ჩემპიონატის დანარჩენი 4 მონაწილიდან საქართველოს ჩემპიონი სტუ თასზე არ ითამაშებს და საქართველოს ჩემპიონატისთვის ემზადება, ისევე როგორც ქუთაისის გუნდი. ჯერ ცნობილი არაა, ჩემპიონატს ითამაშებს თუ არა თელავის გუნდი, ჭაბუკთა ნაკრების მოთამაშეები კი სეზონს თავიანთ კლუბებში გაატარებენ.

გუნდების შემადგენლობაში საკმაო ცვლილებებია. ბათუმის გუნდმა სტუ-დან დაიმატა მეკარე ცერცვაძე, ამირანაშვილი, სურმავა, აბრამიშვილი და სიმონია (ორი უკანასკნელი თავრიზსა და ტრაბზონში ისინჯებოდა, მაგრამ ორივე შინ დაბრუნდა). ბათუმიდან სამტრედიაში გადავიდნენ მეკარე სამყურაშვილი და ინსაიდი წივწივაძე, გუნდში აღარ არიან მაისურაძე, ყაველაშვილი, ხუნჯუა და ჭელიძე.

სამტრედიამ დაიმატა სამყურაშვილ-წივწივაძის დუეტი, თუმცა, კლუბს ნოემბერში ევროთასების მატჩები აქვს სათამაშო და შესაძლოა, კიდევ გაძლიერდეს.

ჩემპიონატზე მეოთხე ადგილზე გასული კლუბის, იმედის რამდენიმე მოთამაშე (გიორგაძე, მძელური, ლორია, ჯმუხაძე, თაბაგარი) მშობლიური ქალაქის, რუსთავის კლუბში გადავიდა, ალანია – ფოთში. მათ ნაცვლად იმედი იმატებს ჭაბუკთა გუნდის მოთამაშეებსა და თელაველ ბექა დანელიშვილს.

თითქმის უცვლელია პეგასის შემადგენლობა. გუნდმა დაიმატა ერთადერთი მოთამაშე – იაპონიის მოქალაქე ნიკოლოზ ლეჟავა.

ოქროს ვერძმა შეკრიბა სხვადასხვა ქალაქის კლუბებში მოთამაშე ფოთელები (ჟვანია, ალანია) და ძირითადად კლუბის აღზრდილ ჭაბუკებს დაეყრდნობა, ისევე როგორც გორისა და რუსთავის გუნდები. მთლიანად ახალგაზრდულია ქარიშხალაც – აქ მწვრთნელმა გიორგი ქობელაშვილმა თავის აღსაზრდელებს დაუმატა მამულისა და შევარდენის რამდენიმე ჭაბუკი.

ორშაბათს, სამშაბათსა და პარასკევს ჯგუფური ტურნირის მატჩებია. ჯგუფების ორ-ორი საუკეთესო გუნდი ხუთშაბათს ნახევარფინალებს ითამაშებს, ხოლო პარასკევს თასის მფლობელიც გამოვლინდება.

ხელბურთი. საქართველოს თასი 2014. კაცები

გლდანი, 13-17 ოქტომბერი

A ჯგუფი: ბათუმი, იმედი, გორი, ქარიშხალა

B ჯგუფი: სამტრედია, პეგასი, რუსთავი, ფოთი

13 ოქტომბერი

12:00 ბათუმი – გორი

13:30 სამტრედია – რუსთავი

15:00 იმედი – ქარიშხალა

16:30 პეგასი – ფოთი

14 ოქტომბერი

12:00 ქარიშხალა – ბათუმი

13:30 ფოთი – სამტრედია

15:00 გორი – იმედი

16:30 რუსთავი – პეგასი

15 ოქტომბერი

12:00 გორი – ქარიშხალა

13:30 რუსთავი – ფოთი

15:00 ბათუმი – იმედი

16:30 სამტრედია – პეგასი

16 ოქტომბერი, ნახევარფინალი

12:00 A3-B4

13:30 B3-A4

15:00 A1-B2

16:30 B1-A2

17 ოქტომბერი, ფინალი

12:00 7 ადგილისთვის

13:30 5 ადგილისთვის

15:00 3 ადგილისთვის

16:30 1 ადგილისთვის

A ჯგუფი

მითი, ბათუმი

16.ჯონი ცერცვაძე – 4. იგორ ვინოგრადსკი 5. გოჩა კონცელიძე 6. რეზო ჭანტურია 7. გიორგი ქავთარაძე 8. გიორგი სურმავა 9. ვანო ქარდავა 10. უჩა გამზარდია 11. ოთარ ამირანაშვილი 13. ირაკლი ნარსია 14. ნიკოლოზ ჯორბენაძე 18. ზურაბ აბრამიშვილი 22. ზურაბ სიმონია 39. ნუკრი ვარშანიძე

მწვრთნელები: მერაბ ჭანტურია, გია ბზეკალავა

იმედი

გიროგი ხარაიშვილი, ავთო მღებრიშვილი – ბექა დანელიშვილი, გიორგი მიქავა, ვუსალ ჰუსეინოვი, ხაზეინ რუსტამოვი, თორნიკე მღებრიშვილი, გიორგი იობაშვილი, გიორგი აბაშიძე, რობერტ ბეჟანიშვილი, ბექა ჩიკვილაძე, ირაკლი კალანდაძე, ირაკლი ჩაკვეტაძე, ზეზვა იობაშვილი, გიგა ბაინაზიშვილი, ალექსანდრე მელაშვილი, გიორგი ფურცელაძე

მწვრთნელები: ზაზა სამადაშვილი, გივი შარანგია, მერაბ მეტრეველი, იური გოგიაშვილი

გორი

1.ნიკა ოქროპირიძე 12. გიორგი ვათიაშვილი – 2. თამაზ ტარუაშვილი 3. გია მამაცაშვილი 4. საბა მურადაშვილი 5. გრიგორი მამაცაშვილი 6. გიორგი საათაშვილი 7. ამირან ბესტავაშვილი 8. გიორგი ახალბედაშვილი 9. ტარიელ მჭედლიშვილი 10. დავით ნიაზაშვილი 11. ოთარ ზუბიაშვილი 13. ელგუჯა ხაბაზიშვილი 14. გიორგი ტიელიძე 15. თორნიკე გაგლოშვილი 17. ვახტანგ ყანჩაველი

მწვრთნელები: გია მამაცაშვილი, ლაშა მოციქულაშვილი, კონსტანტინე ხუბულური

ქარიშხალა

1.სანდრო ხანდოლიშვილი 16. გიორგი ფარესიშვილი 18. გაბრიელ დავითაშვილი – 2. ზურაბ ტალახაძე 3. თამაზ კორაშვილი 4. პაპუნა გოგრიჭიანი 5. ზაალ ზაალიშვილი 6. ლექსო სხვიტარიძე 7. გიგი ფერაძე 8. მიხეილ ჭინჭარაძე 9. ლევან მამულაშვილი 10. ირაკლი კბილაშვილი 11. ერეკლე არსენაშვილი 13. ლუკა ბულბულაშვილი 14. გიორგი შევჩენკო 23. არჩილ ქურასბედიანი

მწვრთნელები: გიორგი ქობელაშვილი, ელზა მერაბიშვილ, ჯემალ ბარამიძე

B ჯგუფი

სამტრედია

1.ალექსანდრე ხონელიძე 12. გიორგი სამყურაშვილი 16. არჩილ კიკნაძე – 2. ვაჟა ხვიჩია 3. ჯაბა ხაჟომია 4. ავთანდილ ქავზინაძე 5. ლევან სიხარულიძე 6. ჭოლა ბოცვაძე 7. გოგიტა ნიკურაძე 8. ვეფხია ზურაბიანი 9. ირაკლი თევზაძე 10. ლექსო წითელიშვილი 11. გიორგი წივწივაძე 13. ირაკლი ღაღანიძე 14. სპარტაკ ელგანდაშვილი 15. ბექა მეგრელიშვილი

მწვრთნელები: ავთანდილ ქავზინაძე, გიორგი წივწივაძე, ალექსანდრე ხონელიძე, დავით დუნდუა

პეგასი

12.ზურაბ ცინცაძე 22. დემეტრე ნარსია – 4. ნიკოლოზ ლეჟავა 8. მიხეილ ნაზღაიძე 10. ვლადიმერ ბაძაღუა 11. გიგა კოხრეიძე 13. ნოდარ მაისურაძე 14. ლუკა გაწერელია 15. ამირან აბჟანდაძე 18. გიგა დემეტრაშვილი 19. ალექსანდრე ცხვარაშვილი 23. გიგა ზარნაძე 71. გიორგი დიხამინჯია, თორნიკე პეტრიაშვილი, გიორგი სახვაძე, ომარ ქუთათელაძე

მწვრთნელები: ლევან გელაშვილი, ტიტე კალანდაძე, გიორგი სახვაძე

რუსთავი

1.რამაზ ჯანგიძე 12. დავით მამულაშვილი 16. ნოდარ ლორია – 2. ნიკა ჩუბინიძე ლადო მუმლაძე 4. გიორგი თაბაგარი 5. გიორგი ჯმუხაძე 6. მიხეილ მენაბდიშვილი 7. რატი შეყელაშვილი 8. შალვა მუქთიაშვილი 9. არჩილ კახურაშვილი 10. დავით მძელური 11. გივი გიორგაძე 14. ლაშა მებურიშვილი 15. ბაჩანა შეყელაშვილი 18. ბექა ჩუთლაშვილი

მწვრთნელები: ვასილ მძელური, ზურაბ ჩუთლაშვილი

ოქროს ვერძი, ფოთი

1.ლაშა სიორდია 12. იური ზარგინავა 90. გიორგი ჭანტურია – 2. დავით კუჭავა 3. ირაკლი გოგიშვილი 4. თორნიკე ნემსაია 5. ლუკა სილაგაძე 7. ალექსანდრე ხუნჯუა 8. კახაბერ დაგარგულია 9. თენგიზ ბერაია 10. გიორგი მიქაძე 11. ნიკოლოზ ბაჯალაძე 13. ლავრენტი ფანცულაია 22. გიორგი ბიბილეიშვილი 77. გელა ჟვანია 88. ომიკო ალანია

მწვრთნელები: თემურ ჭანტურია, რეზო კუცია, დარეჯან გეფერიძე

Leave a Reply