08/10/14 ქუთაისელთა მესამე მოგება
სენაკში, საქართველოს ჩემპიონატის დასავლეთი ლიგის ტურნირზე, 1998-99 წლებში დაბადებულ ჭაბუკებს შორის ქუთაისის გუნდმა მესამე თამაშიც მოიგო და პირველი წრის ბოლო ტურის წინ 6 ქულით ლიდერობს.
ქუთაისელებს შარშან წარუმატებელი სეზონი ჰქონდათ და საპრიზო სამეულში ვერ მოხვდნენ, წლეულს კი სხვა გეგმები აქვთ. მესამე დღეს მათ დაამარცხეს შარშანდელი მესამე პრიზიორი, ზუგდიდი – 39:26.
მეორე მატჩი მოიგო ბათუმის გუნდმა, რომელმაც აჯობა წყალტუბოს – 26:23. წყალტუბოელები სამტრედიასთანაც დამარცხდნენ – 30:31.
პირველი წრე ხუთშაბათს დასრულდება წყალტუბო-ქუთაისისა და სამტრედია-ზუგდიდის მატჩებით. ორწრიანი ტურნირის შემდეგ სამი საუკეთესო გუნდი საქართველოს ჩემპიონობისთვის გააგრძელებს ბრძოლას.
საქართველოს ჩემპიონატი 2014-15. ბიჭები, 1998-99
დასავლეთის ლიგა. პირველი წრე, სენაკი. 8 ოქტომბერი
ბათუმი – წყალტუბო 26:23
ბათ: დავითაძე – სიხარულიძე 13, ქათამაძე 7, მახაჭაძე 3, მალაყმაძე 2, კოტიშაძე 1
წყ: აფხაძე, ჯანელიძე – ხელაძე 10, ბენდელიანი 4, მეტონიძე 3, ნემსიწვერიძე 3, ჭოლოკავა 2, აფხაძე 1
ზუგდიდი – ქუთაისი 26:39
ზუგ: ხასია – ბულია 11, ხურციძე 6, ეხვაია 3, ესართია 2, ძაძამია 2, შედანია 1, გოგოხია 1
ქუთ: ფაილოძე, კუპატაძე – ნოდია 10, გიორგაძე 9, კბილაშვილი 6, მამისეიშვილი 6, რობაქიძე 4, მერკვილაძე 2, არსენიძე 1, სულაბერიძე 1
სამტრედია – წყალტუბო 31:30
სამ: ქავზინაძე, შველიძე – ანტონოვიჩი 10, ლ.ცხვარაძე 7, ზურაბიანი 6, გ. ცხვარაძე 4, გეგია 2, ბოცვაძე 2
წყ: აფხაძე, ჯანელიძე – მამისეიშვილი 10, ხელაძე 8, მეტონიძე 5, ჭოლოკავა 4, ნემსიწვერიძე 3
მსაჯები: გიორგი სამყურაშვილი, გია წივწივაძე
მდგომარეობა: ქუთაისი 6 (3), სამტრედია 4 (3), ბათუმი 4 (4), ზუგდიდი 2 (3), წყალტუბო 0 (3)
9 ოქტომბერი
14:00 წყალტუბო – ქუთაისი
15:30 სამტრედია – ზუგდიდი