23/07/14 შესარჩევი ტურნირის კალენდარი ცნობილია
სამშაბათს გამართული წილისყრის შემდეგ საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებს 2018 წლის ევროპის ჩემპიონთატის შესარჩევ ტურნირზე მეტოქეებად ესტონეთისა და ლუქსემბურგის გუნდები ერგო. დღეს ცნობილი გახდა შეჯიბრების განრიგიც.
ტურნირს ვიწყებთ 2014 წლის შემოდგომაზე, ორი მატჩით ესტონეთთან, ხოლო აპრილ-მაისის მიჯნაზე ორჯერ ვეთამაშებით ლუქსემბურგს. ივნისში ესტონეთი და ლუქსემბურგი გაარკვევენ ურთიერთობას.
ევრო 2018. პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი. B ჯგუფი.
29 ან 30 ოქტომბერი. ესტონეთი-საქართველო
1 ან 2 ნოემბერი. საქართველო – ესტონეთი
29 ან 30 აპრლი. საქართველო – ლუქსემბურგი
2 ან 3 მაისი – ლუქსემბურგი – საქართველო
10 ან 11 ივნისი. ლუქსემბურგი – ესტონეთი
13 ან 14 ივნისი. ესტონეთი – ლუქსემბურგი
მეორე ეტაპზე. პლეიოფში გადის 3 შესარჩევი ჯგუფის 3 გამარჯვებული. ისინი დაუწყვილდებიან და შინ/სტუმრად პრინციპით ეთამაშებიან 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის მთავარ შესარჩევ რაუნდში უარესი მაჩვენებლების მქონე სამ ქვეყანას. პლეიოფი გაიმართება 2016 წლის აპრილში. სამი გამარჯვებული მოხვდება მთავარ შესარჩევ რაუნდში, რომელიც 2016-17 წლებშია დაგეგმილი და ევროპის 28 უძლიერესი ქვეყანა ითამაშებს. ევროპის ჩემპიონატი 2018 წლის იანვარში გაიმართება. მასპინძელი ქვეყანა ჯერ ცნობილი არაა. მასპინძლობის განაცხადი შეტანილი აქვს ხორვატიას.
საქართველოს ხელბურთის ფედერაცია მალე გადაწყვეტს, სად უმასპინძლოს ესტონეთსა და ლუქსემბურგს. ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება ქუთაისის სპორტის სასახლე.