04/04/14 ვულოცავთ ჯანო ბაგრატიონს

დღეს 76 წელი შეუსრულდა გამოჩენილ ქართველ ხელბურთელსა და სპორტის მოღვაწეს, ჯანო ბაგრატიონს.

მთელი ცხოვრების განმავლობაში ჯანო ბაგრატიონი ქართული სპორტის მსახურია. ის გახლავთ განუყოფელი ნაწილი თბილისის ქარიშხალას სახელოვანი გუნდისა, როგორც მოთამაშე და შემდგომში როგორც მწვრთნელი, ხოლო მოგვიანებით, მისი, როგორც ფუნქციონერისა და მენეჯერის მხრებზე გადაუვლია ქართული სპორტის ყველა წარმატებასა თუ წარუმატებლობას.

ქარიშხალას შემადგენლობაში ჯანო იყო საბჭოთა კავშირის ორგზის ჩემპიონი, მრავალგზის პრიზიორი, ამავე გუნდის მწვრთნელი, პოლიტექნიკური ინსტიტუტის ფიზიკური აღზრდის კათედრის გამგე, თბილისის სპორტკომიტეტის თავმჯდომარე, სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, 2004 წლიდან კი სეოკის საპატიო პრეზიდენტია. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის II ხარისხის, ღირსების და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ორდენებით, გახლავთ სპორტის რაინდი, თბილისის საპატიო მოქალაქე.

საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაცია ულოცავს ქართული სახელბურთო ოჯახის ერთ-ერთ თვალსაჩინო წევრს. ვისურვებთ, რომ ქართული ხელბურთის კიდევ მრავალი წარმატება გაგვეზიარებინოს მასთან.

 

Leave a Reply