04/04/14 9:29 მონტენეგროსთან
საქართველოს ხელბურთელთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა პირველი მატჩი გამართა ესპანეთში, ევროპის ოცწლამდელთა ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე და დამარცხდა მონტენეგროს გუნდთან – 9:29 (4:17).
დღესვე ითამაშებენ ესპანეთი და ნორვეგია. ფინალურ ეტაპზე ჯგუფიდან 2 გუნდი გადის. შაბათს საქართველოს ნაკრების მეტოქეა ნორვეგიის გუნდი. თამაშის ნახვა შესაძლებელი იქნება 21:15 საათზე, ესპანეთის ხელბურთის ფედერაციის ვებგვერდზე:
http://www.rfebm.net/index.asp
ევროპის 20წ ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი.
ოვიედო, ესპანეთი. 4-6 აპრილი, 2014
4 აპრილი
საქართველო – მონტენეგრო 9:29
საქართველო: ცერცვაძე, ა. სამიტაშვილი – ორჯონიკიძე 4, გიორგაძე 2, სტურუა 2, კოხრეიძე 1, სიმონია, ცხვარაშვილი, აბრამიშვილი, გოგოლაძე, ხაჟომია, არსენაშვილი, ალანია, ი. სამიტაშვილი
მონტენეგრო: ბორილოვიჩი, ციცმილი, ზეიაკი – ბოროზანი 8, კავორი 6, კრივოკაპიჩი 4, ლიპოვინა 3, პელიდია 3, იოკიჩი 3, რაზნატოვიჩი 1, ბოზოვიჩი 1, ტურკოვიჩი, პერუნიჩიჩი, გუზოვიჩი, რაკოჩევიჩი
მსაჯები: ბედრიხ ფრიზერი, ლუკაშ ფრიზერი (ჩეხ)
22:00 ესპანეთი – ნორვეგია
5 აპრილი, 21:15 საქართველო – ნორვეგია
6 აპრილი, 20:15 საქართველო – ესპანეთი
ფინალურ ეტაპზე გადის 2 გუნდი
ფინალი: 24 ივლისი-3 აგვისტო, 2014 ავსტრია