30/03/14 თასის მფლობელი ტურნირს გამოეთიშა
ხელბურთის ჩემპიონთა ლიგას მერვედფინალში გამოაკლდა შარშანდელი გამარჯვებული, ჰამბურგი, რომელიც სტუმრად მიღწეული ფრის შემდეგ საკუთარ მოედანზე დამარცხდა მაკედონიის ვარდართან – 29:30.
ჰამბურგი მთელი მატჩის განმავლობაში აგებდა, 50 წუთზე ანგარიში 21:26 იყო, მაგრამ გერმანელებმა მინიმუმამდე შეამცირეს სხვაობა. გადამწყვეტი გამოდგა ალექს დიუშებაევის ტყორცნა დასრულებამდე 1 წუთით ადრე, რომლის შემდეგაც ვარდარი ორი ბურთით დაწინაურდა – 30:28.
მეოთხედფინალში გავიდა მეორე მაკედონიური კლუბიც – სკოპიეს მეტალურგი, ვინც მეორე თამაშიც მოუგო დანიის კოლდინგს – 30:26. გერმანულმა კილმა მეორედ დაამარცხა ზაპოროჟიეს მოტორი – 40:28, ხოლო პარი სენ ჟერმენმა სტუმრად წაგების შემდეგ დამაჯერებელი რევანში აუღო სლოვენიის ველენიეს – 34:25.
ორშაბათს გამოვლინდება ბოლო მეოთხედფინალისტი გერმანიის ლიოვენისა და პოლონური კელცეს მატჩში, 1 აპრილს კი უკვე მეოთხედფინალის წილისყრაა.
ქალებს ამ კვირაში სანაკრებო სესია ჰქონდათ. ევროპის 2014 წლის შესარჩევი ტურნირის დასრულებამდე დარჩენილია ორი ტური, რომელიც უკვე ივნისში გაიმართება. აქამდე ცნობილი იყო ორი ფინალისტი – ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნები, უნგრეთი და ხორვატია, უკვე შესარჩევი ტურნირის მსვლელობისას კი მათ უკვე დაემატა ოთხი გუნდი – ნორვეგია, საფრანგეთი, რუსეთი და ევროპის ჩემპიონი მონტენეგრო.
მსოფლიოს ვიცე ჩემპიონმა, სერბეთის ნაკრებმა, ამ კვირაში ორჯერ ითამაშა ფრედ შვედეთთან – შინ 25:25 და სტუმრად 18:18, რის შემდეგაც ფინალურ ეტაპზე გასვლა სათუოდ გაიხადა. სერბები ჯერჯერობით მესამე ადილზე არიან და ჩამორჩებიან სლოვენიასა და შვედეთს. ესპანეთმა სტუმრად წაგების შემდეგ (22:27) შინ 29:22 დაამარცხა ჰოლანდია. ოლიმპიური ჩემპიონი ნორვეგია სამგუნდიან ჯგუფში მოხვდა და ტურნირი უკვე დაასრულა 4 მოგებით, მეორე საგზურს კი ბელარუსი და რუმინეთი გაითამაშებენ.
სულ შესარჩევ ტურნირში 26 ქვეყანა მონაწილეობს. 7 ჯგუფიდან 2-2 საუკეთესო ნაკრები მოიპოვებს ევროპის ჩემპიონატის საგზურს, რომელიც დეკემბერში გაიმართება.
ფოტო: ჰამბურგი – ვარდარი
ჩემპიონთა ლიგა 2013-14. კაცები. მერვედფინალის საპასუხო მატჩები
30 მარტი
კოლდინგი (დან) – მეტალურგ სკოპიე (მკდ) 26:30 (17:23)
პსჟ (საფ) – ველენიე (სლნ) 34:25 (28:30)
კილი (გერ) – მოტორ ზაპოროჟიე (უკრ) 40:28 (31:28)
ჰამბურგი (გერ) – ვარდარ სკოპიე (მკდ) 29:30 (28:28)
31 მარტი
21:00 ლიოვენი (გერ) – კელცე (პოლ) (28:32)
29 მარტი
ვესპრემი (უნგ) – ვისლა პლოცკი (პოლ) 31:26 (33:34)
ფლენზბურგი (გერ) – ცელიე (სლნ) 30:27 (25:26)
ბარსელონა (ესპ) – ოლბორგი (დან) 31:20 (29:22)
ევროპის 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი. ქალები
1 ჯგუფი. დანია 6 ქულა (3 თამაშიდან), ავსტრია 6 (4), უკრაინა 2 (3), ლიტვა 0 (4)
2 ჯგუფი. საფრანგეთი 8 (4), სლოვაკეთი 6 (4), ისლანდია 2 (4), ფინეთი 0 (4)
3 ჯგუფი. მონტენეგრო 8 (4), ჩეხეთი 4 (4), პოლონეთი 4 (4), პორტუგალია 0 (4)
4 ჯგუფი. ესპანეთი 6 (4), ჰოლანდია 6 (4), თურქეთი 4 (4), იტალია 0 (4)
5 ჯგუფი. შვედეთი 6 (4), სლოვენია 6 (4), სერბეთი 4 (4), შვეიცარია 0 (4)
6 ჯგუფი. ნორვეგია 8 (4), ბელარუსი 0 (2), რუმინეთი 0 (2)
7 ჯგუფი. რუსეთი 6 (4), გერმანია 2 (2) მაკედონია 0 (2)