25/02/14 ორი გუნდი დაწინაურდა

საქართველოს ჭაბუკთა ჩემპიონატის საგაზაფხულო ეტაპზე დღეს მეორე გამარჯვება მოიპოვეს თბილისის ქარიშხალამ და გორის გუნდმა.

შარშანდელმა ჩემპიონმა ქარიშხალამ ძალიან იოლად დაამარცხა ყვარელი – 33:16, უფრო საინტერესო გამოდგა დასავლეთის ჩემპიონის, ფოთისა და აღმოსავლეთის მეორე პრიზიორის, გორის მატჩი.

თავიდან თამაში თანაბარი იყო და არცერთი გუნდი არ დაწინაურებულა 1 ბურთზე მეტით, მაგრამ პირველი ტაიმის მიწურულს, ჭაბუკთა ნაკრების მეკარის, გიორგი ვათიაშვილის ზედიზედ მოგერიებული რამდენიმე ბურთის შემდეგ გორელებმა სპურტი მოაწყვეს და ტაიმი 15:12 მოიგეს.

შესვენების შემდეგ გორმა უფრო გაზარდა სხვაობა და მას შემდეგ, რაც უხეშობისთვის მესამედ გააძევეს ფოთელთა ლიდერი ბიბილეიშვილი, თამაშის ბედი გადაწყდა. აქვე წითელი ბარათი მიიღო ფოთის მწვრთნელმა ჭანტურიამ და, საბოლოოდ, გორმა დიდი სხვაობით მოიგო – 31:18.

ორი დღის შემდეგ 2-2 მოგება აქვთ გორსა და ქარიშხალას, თითო წაგება – მამულსა და ფოთს, ორი თამაში წააგო ყვარლის გუნდმა.

ხვალიდან ტურნირი მეზობელ დარბაზში, არენა 1-ში გადაინაცვლებს. თამაშების ვიდეოსტრიმინგი შეგიძლიათ იხილოთ ხელბურთის ფედერაცის ვებგვერდსა და მაივიდეოზე.

საქართველოს ჩემპიონატი

1998-98, ბიჭები. საგაზაფხულო ეტაპი

პირველი ხუთეული

ფოთი, გორი, ყვარელი, ქარიშხალა, მამული

25 თებერვალი , არენა 2

ყვარელი – ქარიშხალა 16:33

ყვარელი: მოლაშვილი, მამუკიშვილი – დოლმაზაშვილი 6, ბურკაძე 5, მეტრეველი 2, ჭერაშვილი 2, ჯიქურიშვილი 1, ცუკილაშვილი, ელოშვილი, ხაჩიშვილი, ბეჟანიშვილი

ქარიშხალა: ხანდოლიშვილი, ხიდეშელი – კბილაშვილი 12, არსენაშვილი 7, ბულბულაშვილი 6, ფერაძე 3, გოგუა 2, კვირკველია 2, მამულაშვილი 1, ჯინჭარაძე, წიკლაური, უნდიაშვილი, ჩიხლაძე, ჭანტურია, აროშიძე

მსაჯები: ინა ჭკუასელი, ელენე არაბული

ფოთი – გორი 18:31

ფოთი: ზარგინავა, ჯანელიძე – მიქაძე 7, ბიბილეიშვილი 4, ბერაია 3, ბაჯალაძე 2, ლორთქიფანიძე 1, გურეშიძე 1, გვასალია, ჯიქია, მიქავა, შარტავა, წულაია

გორი: ვათიაშვილი, ჯაფარიძე – დალაქიშვილი 9, ტარუაშვილი 7, მჭედლიშვილი 4, მურადაშვილი 4, ტიელიძე 4, ნიაზაშვილი 3, გახოკიძე, ქესანაშვილი, თომაშვილი, ღვინიაშვილი, გუდურაშვილი, ბეთლემიშვილი, სამნიაშვილი, ხაბაზიშვილი

მსაჯები: გია წივწივაძე, გაგა სამყურაშვილი

26 თებერვალი, არენა 1

16:00 ფოთი – ქარიშხალა

17:30 ყვარელი – მამული

27 თებერვალი, არენა 1

16:00 გორი – მამული

17:30 ყვარელი – ფოთი

28 თებერვალი, არენა 1

16:00 ქარიშხალა – გორი

17:30 მამული – ფოთი

მეორე ხუთეული (თელავი, პეგასი, სამტრედია, იმედი, ზუგდიდი) ითამაშებს თბილისში, 3-7 მარტს. საერთო ტური – 24-28 მარტს. საუკეთესო ექვსეული გავა ფინალურ ეტაპზე, რომელიც გაიმართება 5-9 მაისს.

 

Leave a Reply