24/02/14 ქარიშხალას და გორის პირველი მოგება
სპორტკომპლექს ქარიშხალაში დაიწყო საქართველოს ჭაბუკთა ჩემპიონატის მეორე, საგაზაფხულო ეტაპი. პირველ დღეს ქარიშხალამ დაამარცხა მამული – 47:28, გორმა – ყვარელი, 33:23.
ზამთრის პაუზა ორ თვეზე მეტხანს გაგრძელდა. გუნდების თამაში ჯერჯერობით დაულაგებელია, თანაც, ამას დაერთო დიდი ხელბურთის ფორმატზე გადასვლა – 16 წლიდან ჭაბუკები უკვე სტანდარტული ბურთით თამაშობენ და მიუჩვეველები არიან.
შარშანდელმა ჩემპიონმა ქარიშხალამ აშკარა უპირატესობით გაიმარჯვა, ხოლო აღმოსავლეთის ლიგის მეორე და მესამე პრიზიორების მატჩში გორმა საკმაოდ დიდი სხვაობით მოუგო ყვარელს. გორელებმა იანვარში უკრაინაში ითამაშეს საერთაშორისო ტურნირზე და მეტოქეზე უკეთ იყვნენ მომზადებულები. გორმა გუნდური თამაშით აჯობა მეტოქეს, რომელიც მთლიანად ლიდერზე, ჭაბუკთა ნაკრების წევრ გიორგი დოლმაზაშვილზე იყო დამოკიდებული.
ხვალ შეჯიბრებაში ჩაერთვება დასავლეთის ლიგის ჩემპიონი ფოთი, ხოლო დანარჩენი ხუთი გუნდი ტურს მარტის დასაწყისშ გამართავს.
საქართველოს ჩემპიონატი
1998-98, ბიჭები. საგაზაფხულო ეტაპი
პირველი ხუთეული
ფოთი, გორი, ყვარელი, ქარიშხალა, მამული
24 თებერვალი, არენა 2
გორი – ყვარელი 33:23
გორი: ვათიაშვილი, ჯაფარიძე – ტარუაშვილი 9, მჭედლიშვილი 9, მურადაშვილი 8, ტიელიძე 2, გახოკიძე 2, ნიაზაშვილი 2, დალაქიშვილი 1, ქესანაშვილი, თომაშვილი, ღვინიაშვილი, გუდურაშვილი, ბეთლემიშვილი, სამნიაშვილი, ხაბაზიშვილი
ყვარელი: მოლაშვილი, მამუკიშვილი – დოლმაზაშვილი 10, ბურკაძე 5, მეტრეველი 3, ჭერაშვილი 3, ცუკილაშვილი 1, ჯიქურიშვილი 1, ელოშვილი, ხაჩიშვილი, ბეჟანიშვილი
მსაჯები: ინა ჭკუასელი, ელენე არაბული
მამული – ქარიშხალა 28:47
მამული: დავითაშვილი, არუთინოვი – კორაშვილი 15, შევჩენკო 5, ისმაილოვი 3, სხვიტარიძე 2, ტალახაძე 1, ძაგანია 1, თოდუა 1, სამადაშვილი, წულიაშვილი, სექანია, ცხვედიანი, ლაგვილავა
ქარიშხალა: ხანდოლიშვილი, აროშიძე – ბულბულაშვილი 12, კბილაშვილი 10, არსენაშვილი 6, მამულაშვილი 5, ფერაძე 4, ჭინჭარაძე 3, კვირკველია 3, გოგუა 2, წიკლაური 2, უნდიაშვილი, ჩიხლაძე, ჭანტურია
მსაჯები: გია წივწივაძე, გაგა სამყურაშვილი
25 თებერვალი , არენა 2
16:00 ყვარელი – ქარიშხალა
17:30 ფოთი – გორი
26 თებერვალი, არენა 1
16:00 ფოთი – ქარიშხალა
17:30 ყვარელი – მამული
27 თებერვალი, არენა 1
16:00 გორი – მამული
17:30 ყვარელი – ფოთი
28 თებერვალი, არენა 1
16:00 ქარიშხალა – გორი
17:30 მამული – ფოთი
მეორე ხუთეული (თელავი, პეგასი, სამტრედია, იმედი, ზუგდიდი) ითამაშებს თბილისში, 3-7 მარტს. საერთო ტური – 24-28 მარტს. საუკეთესო ექვსეული გავა ფინალურ ეტაპზე, რომელიც გაიმართება 5-9 მაისს.