14/02/14 ჩიქოვანი ერთ თვეში ითამაშებს
საქართველოს ნაკრებისა და და რუმინული ტიმიშოარას ხელბურთელი ირაკლი ჩიქოვანი, ვინც იანვარში, თურქეთის ნაკრებთან მატჩში თითი მოიტეხა, თამაშს დაახლოებით ერთ თვეში განაახლებს. ჩიქოვანს რუმინეთში დავუკავშირდით.
ირაკლი ჩიქოვანი: – ზუსტად დღეს თაბაშირი უნდა მომხსნან და ორშაბათიდან აღდგენით პროცედურებს დავიწყებ. ორ კვირაში ბურთით ვარჯიშზე უნდა გადავიდე, დაახლებით ერთ თვეში ალბათ თამაშსაც შევძლებ.
ტიმიშოარას პოლიტექნიკა, რომლის ლიდერი და საუკეთესო ბომბარდირია ჩიქოვანი, გუშინ საკუთარ მოედანზე 24:34 დამარცხდა ჩემპიონატის ლიდერ კონსტანცასთან და 17 თამაშიდან 15 ქულით (5 მოგება) მეცხრე ადგილზეა. ჩიქოვანის დაბრუნებისთვის რეგულარულ სეზონში სულ 3 ტური იქნება დარჩენილი, შემდეგ კი იწყება პლეიოფი, სადაც 6 გუნდი გადის. მესამე ადგილზეა ვლადიმერ რუსიასა და შოთა თევზაძის კლუბი შტიინცა ბაკეუ.