26/01/14 საფრანგეთი ევროპის ჩემპიონია

დანიაში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა საფრანგეთის ნაკრებმა, რომელმაც ფინალში 41:32 დაამარცხა დანია და ტიტული ჩამოართვა.

საფრანგეთი ბოლო ოცწლეულის აშკარად საუკეთესო გუნდია. თავისი პირველი ტიტული ფრანგებმა 1995 წელს, მსოფლიო ჩემპიონატზე მოიპოვეს, შემდეგ – კიდევ სამჯერ (2011, 2009, 2011), ორჯერ იყვნენ ოლიმპიური ჩემპიონები (2008, 2012) და მესამედ მოიპოვეს ევროპაში საუკეთესოს ტიტული (2006, 2010, 2014).

თამაში დანიამ, ვისაც ზედიზედ 7 მატჩი ჰქონდა მოგებული, ოდნავი წინააღმდეგობაც ვერ გაუწია თავისზე ძლიერ გუნდს – მერვე წუთზე ანგარიში 2:7 იყო, 22 წუთზე – 7:17. ტაიმის ბოლო წუთზე მიქელ ჰანსენმა თითქოს შეამცირა სხვაობა – 16:22, მაგრამ ფრანგებმა მყისვე ულამაზესი კონტრშეტევა გაითამაშეს – მიქაელ გიგუმ მაღალი ბურთი აუგდო ვალენტენ პორტს, ამან ცალი ხელით ჰაერში დაიჭირა და გაიტანა. კატათაგვობანა გაგრძელდა მეორე ტაიმშიც და საბოლოოდ 41:32 დასრულდა. ფრანგებს დარტყმების ეფექტურობა 73 პროცენტი ჰქონდათ.

ბრინჯაოს პრიზიორი გახდა მსოფლიო ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები, ვინც 29:28 დაამარცხა ხორვატია. ესპანელებმა მეორედ მოიპოვეს ევროპირველობის მესამე ადგილი, მათ ანგარიშზე ამას გარდა 3 ვერცხლის მედალია წინა წლებში. ხორვატია, წინა ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი, მხოლოდ პირველ წუთზე, პირველი გოლის შემდეგ დაწინაურდა. ამის შემდეგ ესპანეთი იგებდა (16:13 შესვენებაზე) და მეტოქეს მხოლოდ იმის საშუალება მისცა, რომ 54 და 60 წუთებზე სხვაობა ორჯერ შეემცირებინა თითო ბურთამდე.

ევროპის ჩემპიონატი 2014, კაცები, დანიაში. 26 იანვარი

ფინალი

საფრანგეთი – დანია 41:32

საფ: ომაიერი 12/40, დიუმულენი 1/5 – გიგუ 11/10, პორტი 11/9, აბალო 9/7, ნარსისი 7/6, ნ. კარაბატიჩი 11/5 (10 პასი), სორენდო 3/2, ნიოკა 2/2, ანიჩი 1/0, აკამბრეი 1/0, ლ. კარაბატიჩი, ფერნანდესი, ჟოლი, ონრუბია, გრები (მწ. კლოდ ონესტა)

დან: ლანდინი 4/26, გრენი 6/35 – ჰანსენი 11/9, ლინდბერგი 8/6, მოლგარდი 7/4, ნოდესბო 3/3, სპელერბერგი 3/2, ქრისტიანსენი 6/2, მოგენსენი 5/2, ეგერტი 3/1, მენსა 2/1, ტოფტი 1/1, სონდეგარდი 4/1, თომსენი, სვანი, კნუდსენი (მწ.ულრიკ ვილბეკი)

მესამე ადგილისთვის

ესპანეთი – ხორვატია 29:28

ესპ: სიერა 11/38, პერეს დე ვარგასი 1/2 – კანელასი 8, აგინაგალდე 7, მაკედა 4, ენტრერიოსი 2, სარმიენტო 2. უგალდე 2, როკასი 1, მოროსი 1, რივერა 1, გვარდიოლა 1, ტომასი, გარსია, გურბინდო, ანდრეუ (მწ. მანუელ კადენასი)

ხორ: ალილოვიჩი 3/13, ლოსერტი 10/30 – დუვნიაკი 8, ბუნტიჩი 5, შლიშკოვიჩი 3, შტრლეკი 3, ჰორვატი 3, ჩუპიჩი 2, მუსა 2, კოპლიარი 1, ვორი 1, გოიუნი, ვუკოვიჩი, ბიჩანიჩი, ნინჩევიჩი, ვალჩიჩი (მწ. სლავკო გოლუზა)

სიმბოლური ნაკრები და საუკეთესო მოთამაშეები:

მეკარე – ნიკლას ლანდინი, დანია

მარცხენა ფრთა – გუდიონ ვალურ სიგურდსონი, ისლ

მარცხენა ინსაიდი – მიკელ ჰანსენი, დანია

გამთამაშებელი – დომაგოი დუვნიაკი, ხორ

პივოტი – ხულენ აგინაგალდე, ესპ

მარჯვენა ინსაიდი – კრჟიშტოფ ლიევსკი, პოლ

მარჯვენა ფრთა – ლუკ აბალო, საფ

საუკეთესო მცველი – ტობიას კარლსონი, შვდ

ყველაზე სასარგებლო მოთამაშე – ნიკოლა კარაბატიჩი, საფ (ფოტოზე)

ყველაზე მეტი გოლი:

ხოან კანელასი (ესპ) – 50, სიგურდსონი 44, ჰანსენი – 39

ყველაზე მეტი ქულა

ჰანსენი 88 (39+48), კანელასი 77 (50+27), ნ. კარაბატიჩი 76 (32+44)

Leave a Reply