07/12/13 სერბეთმა მსოფლიო ჩემპიონატი მოგებით დაიწყო
სერბეთში დაიწყო მსოფლიო ჩემპიონატი ქალთა შორის. პირველ მატჩში მასპინძლებმა დაამარცხეს იაპონია – 28:26.
იაპონია თამაშის სამი მეოთხედის იგებდა გამავლობაში იგებდა. პირველი ტაიმი 13:10 მორჩა, შემდეგ სხვაობა გაიზარდა, სერბები კი ვერაფერს უხერხებდნენ აზიელების აქტიურ დაცვას (3+3). ანგარიში პირველად 42 წუთზე გათანაბრდა – 17:17, რის შემდეგაც მასპინძლებმა უპირატესობა მოიპოვეს, ერთი პირობა 5 ბურთითაც დაწინაურდნენ და საბოლოოდ 28:26 მოიგეს.
თამაშს 4000 მაყურებელი დაესწრო. მასპინძელთაგან ყველაზე შედეგიანი იყო გამთამაშებელი ანდრეა ლეკიჩი (6), იაპონიის გუნდიდან – შუამარბი შიო ფუძიი (7). დღეს მსოფლიო ჩემპიონატზე 11 მატჩია.
ქალთა მსოფლიო ჩემპიონატი სერბეთში
6 დეკემბერი
B ჯგუფი: სერბეთი – იაპონია 28:26
7 დეკემბერი
A ჯგუფი:
17:45 მონტენეგრო-კორეა
20:00 საფრანგეთი – დრ კონგო
22:15 ჰოლანდია – დომინიკელთა რესპუბლიკა
B ჯგუფი
21:00 ბრაზილია – ალჟირი
23:15 დანია – ჩინეთი
C ჯგუფი
18:45 ანგოლა – არგენტინა
21:00 პოლონეთი – პარაგვაი
23:15 ნორვეგია – ესპანეთი
D ჯგუფი
17:45 უნგრეთი-ჩეხეთი
20:00 გერმანია-ავსტრალია
22:15 რუმინეთი -ტუნისი
მერვედფინალში გადის 4-4 გუნდი