06/12/13 ფოთი დასავლეთის ჩემპიონია
სენაკში დასრულდა საქართველოს ჩემპიონატის დასავლეთი ლიგის ტურნირი 1998-99 წლებში დაბადებულ ბიჭებს შორის. დასავლეთის ჩემპიონი ფოთის გუნდი გახდა, მეორე ადგილზე გავიდა სამტრედია, მესამეზე – ზუგდიდი.
ბოლო თამაშის წინ ჩემპიონობის შანსი ჰქონდა სამტრედიასაც, რომელსაც პირველ წრეში 16:21 ჰქონდა წაგებული ფოთთან და 6 ბურთით გამარჯვება სჭირდებოდა, მაგრამ ფოთის გუნდი მატჩის დასაწყისიდან ბოლომდე წინ იყო და 25:20 გაიმარჯვა. ფოთელებმა 18 ქულა დააგროვეს.
14-14 ქულა აქვთ სამტრედიასა და ზუგდიდს, მაგრამ სამტრედიელებმა ვერცხლის მედლები უკეთესი პირადი ბალანსის წყალობით მოიპოვეს (22:17, 21:24).
სამივე გუნდი ბრძოლას საქართველოს ჩემპიონობისთვის გააგრძელებს. აღმოსავლეთიდან მეორე ეტაპზე გავიდნენ თელავი, გორი და ყვარელი. 10-14 დეკემბერს უკვე თბილისის ლიგის გუნდები გამართავენ მეორე წრეს, რის შემდეგაც გამოვლინდება მეორე ეტაპის ყველა მონაწილე. 3-3 გამარჯვებულს დაემატება საუკეთესო მეოთხე ადგილიც. 10 გუნდი 0 ქულით გააგრძელებს შეჯიბრებას და ერთწრიან ტურნირში გაარკვევს საფინალო ექვსეულს, რომელიც ამის შემდეგ ერთ წრედ გამოავლენს საქართველოს 2014 წლის ჩემპიონს.
საქართველოს ჩემპიონატი. ბიჭები, 1998-99. დასავლეთი.
6 დეკემბერი, სენაკი
ბათუმი – ზუგდიდი 15:29
სამტრედია – წყალტუბო 24:18
ბათუმი – ქუთაისი 25:34
წყალტუბო – ზუგდიდი 14:29
სამტრედია – ფოთი 20:25
საბოლოო მდგომარეობა
1. ფოთი 18 ქულა 2. სამტრედია 14 (+2) 3. ზუგდიდი 14 (-2) / 4. ქუთაისი 8 / 5. წყალტუბო 6, 6. ბათუმი 0
ურთიერთშეხვედრები: სამტრედია-ზუგდიდი 22:17, 21:24
თბილისი. მეორე ტური – 10-14 დეკემბერს
ქარიშხალა 9 ქ, პეგასი 9, მამული 6 / იმედი 4 / შევარდენი 2, ქარელი 0
აღმოსავლეთი. საბოლოო
1. თელავი 16 ქ (+2) 2. გორი 16 (+1) 3. ყვარელი 16 (-3), / 4. რუსთავი 8 / 5. ახაშენი 2 6. ლაგოდეხი 2
მეორე ეტაპზე გადის 3-3 საუკეთესო გუნდი და საუკეთესო 4 ადგილი