სასკოლო სპორტის აკადემიამ სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო, ფოთის მე-2 საჯარო სკოლის გოგონათა გუნდმა – წაგებით
სკოპიეში (ჩრდილოეთ მაკედონია), სადაც ხელბურთში სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატმა აიღო სტარტი, საქართველო სამი გუნდით – სასკოლო სპორტის აკადემია და ნიკო ნიკოლაძის სახელობის ფოთის მე-2 საჯარო სკოლის გოგონათა და ვაჟთა გუნდებით არის წარმოდგენილი.
მოედანზე პირველი გავიდა სასკოლო სპორტის აკადემიის ვაჟთა გუნდი, რომელმაც დებიუტშივე წარმატებას მიაღწია – ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში ბელგიასთან იოლი გამარჯვება (29-18) მოიპოვა.
ითამაშა ფოთის მე-2 საჯარო სკოლის გოგონათა გუნდმაც. სამწუხაროდ, სლოვაკეთის გუნდთან ჯგუფური ეტაპის პირველი შეხვედრა წარუმატებელი გამოდგა. მეტოქემ 40-20 გაიმარჯვა.
ცნობისთვის, ფოთის მე-2 საჯარო სკოლის გოგონათა გუნდს C ჯგუფში მეტოქეებად ჰყავს ბელგიის, ჩრდილოეთ მაკედონიის და სლოვაკეთის გუნდები.
ამავე საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდი A ჯგუფშია და მეტოქეებად ჰყავს ჩეხეთის, ჩრდილოეთ მაკედონიის, ბულგარეთსა და საუდის არაბეთის გუნდები.
რაც შეეხება სასკოლო სპორტის აკადემიას, ის თურქეთთან, ხორვატიასთან, ბელგიასთან, სლოვაკეთთან და გერმანიასთან არის D ჯგუფში.