საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა თურქეთთან პირველი ამხანაგური მატჩი გამართა

საქართველოს ახალგაზრდული (U18) ნაკრები თურქეთში შეკრებაზე იმყოფება, სადაც პირველი ამხანაგური მატჩი გამართა თურქ თანატოლთა ნაკრებთან და დაძაბულ ბრძლაში მინიმალური ანგარიშით 33:34 დამარცხდა.

ქართველი ჭაბუკები 2026 წლის აგვისტოში გასამართი ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებიან, ამ მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში თურეთის ნაკრებთნ კიდევ ორ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებენ.

თურქეთთან გამართულ პირველ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებიდან ყველაზე მეტი, 14 გოლი, ვახტანგ ხარებაშვილმა  გაიტანა, ნიკოლოზ მამაულაშვილის ანგარიშზე კი 7 გოლია.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა: ვახტანგ ხარებაშვილი (14 გოლი), ნიკოლოზ მამულაშვილი (7), საბა ბუიღლიშვილი (4), ნიკოლოზ ბიბლაია (3), გიორგი კაპანაძე (2), დიმიტრი თორია (2), ნიკოლოზ ნარიმანიძე (1), ლევან ტვილდიანი, გიორგი კენჭაძე, საბა დიასამიძე, ცოტნე ჟვანია, ალექსანდრე ბოჟაძე, საბა შუბაშიშვილი, ნიკოლოზ ბოჟაძე, ივანე გურგენიძე, ერეკლე იაშვილი, ილია ღურწკაია.

Leave a Reply