ლეგიონერი | ცხოვრებაძემ ხორვატიის ჩემპიონატში დებიუტი 4 გოლით და 2 ასისტით აღნიშნა

ხელბურთში ხორვატიის ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო „ზაგრებმა“, სადაც ოფიციალურ ტურნირში სადებიუტო მატჩი ჩაატარა საქართველოს ნაკრების ლიდერმა, გიორგი ცხოვრებაძემ.

პირველ ტურში „ზაგრებმა“ დიდი ანგარიშით 39:18 „ტროგირი“ დაამარცხა, ცხოვრებაძემ კი 4 გოლი გაიტანა და 2 ასისტი მიითვალა.

საქართველოს ნაკრების ხელბურთელი ხორვატულ კლუბში ამ ზაფხულს გერმანული „გუმერსბახიდან“ გადავიდა.

Leave a Reply