
ევროპის ჩემპიონატი თელავში | საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები მეცხრე ადგილისთვის მატჩში ბულგარეთს შეხვდება
თელავში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე 19-წლამდე გოგონათა შორის საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრა კოსოვოს ნაკრებთან გამართა და 19:30 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან მატჩის საუკეთესო მოთამაშედ თეკლა ძამუნაშვილი დასახელდა, რომელმაც კოსოვოელებს 8 გოლი გაუტანა, ჩვენი გუნდის მეკარეს, ანანო გაწერელიას კი 11 მოგერიება დაუგროვდა.
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები მეცხრე-მეათე ადგილებისთვის 18 ივლისს ბულგარეთს დაუპირისპირდება.





საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
ანანო გაწრელია (11 მოგერიება); თეკლა ძამუნაშვილი (8 გოლი), მარიამ ოდიკაძე (3), ლიზი ჯანდიერი (2), დიანა არაბიძე (2), ლიზი კველსალავა (1), მარიამ ლაპერაძე (1), ანა კოვზირიძე (1), ლიზი ქაჯაია (1), ნატალი გაზაშვილი, ნინო ქებურია, გვანცა რურუა, მარიამ ქათამაძე, ანასტასია მაჭანკალაძე, ანასტასია ესართია.
სათამაშო დღის სხვა მატჩები:
ლუქსემბურგი – დიდი ბრიტანეთი 34:30
ბულგარეთი – ბელგია 26:39
უკრაინა – იტალია 33:24
სლოვაკეთი – ისრაელი 30:17
პლეი ოფში გუნდები ასე დაწყვილდნენ:
ნახევარფინალები:
18 ივლისი | სლოვაკეთი – იტალია
18 ივლისი | უკრაინა – ბელგია
მატჩი მეხუთე-მერვე ადგილებისთვის
18 ივლისი | კოსოვო – ისრაელი
18 ივლისი | ლუქსემბურგი – დიდი ბრიტანეთი
მატჩი მეცხრე-მეათე ადგილებისთვის
18 და 20 ივლისი | საქართველო – ბულგარეთი