საქართველოს ნაკრების მეტოქე | ისლანდიის ნაკრებმა შვედეთთან ამხანაგური მატჩი გამართა

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქემ, ისლანდიის ნაკრებმა შევედთთან ამხანაგური მატჩი გამართა. შეხვედრა ფრედ, 31:31 დასრულდა.

პირველი ტაიმი ფრედ, 16:16 დასრულდა. მეორე ნახევარშიც დაძაბული ორთაბრძოლა გაჩაღდა. ისლანდიელებს მატჩის მოგება შეეძლოთ – შეხვედრის დასრულებამდე ორი წუთით ადრე ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს, მაგრამ შვედებმა საფინალო სასტვენამდე 40 წამით ადრე მოხერხეს ანგარიშის გათანაბრება და საბოლოოდ 31:31 დაფიქსირდა.

ისლანდიის ნაკრების შემადგენლობა:

ვიგო კრისტიანსონი (5 გოლი), იორი ტორკელსონი (5), არნარ არნარსონი (4), ელვარ იონსონი (3), იმირ გისლასონი (3), გისლი კრისტიანსონი (3), იანუს სმარსონი (2), ბიარკი ელისონი (2), ჰაკურ ტრასტარსონი (2), ოდინ რიჩარდსონი (1), ელიდი ვიდარსონი (1).

შეგახსენებთ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრების დარჩენილი შეხვედრების განრიგს:

13 მარტი, 18:00 | საქართველო – ბოსნია

16 მარტი, 23:00 | ბოსნია – საქართველო

7 მაისი, 19:00 | საქართველო – საბერძნეთი

11 მაისი 19:00 | ისლანდია – საქართველო

Leave a Reply