გილოცავთ – ახალგაზრდული ნაკრები ფინალშია

დღეს საქართველოს ვაჟთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა 18 წლამდე ახალგაზრდული ჩემპიონატის (M18 Championship) ნახევარფინალის დრამატულ მატჩში ბელგია 48-47 დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა. ჩვენი გუნდიდან საუკეთესოდ დავით გრიშიკაშვილი დასახელდა (14 გოლი).

შეხვედრის პირველი ტაიმი ბელგიამ 20-19 მოიგო, თუმცა საქართველოს ნაკრებმა მეორე ტაიმი კარგად დაიწყო და საბოლოოდ მატჩის ძირითადი დრო 42-42 დასრულდა. დაინიშნა პენალტების სერია (შვიდმეტრიანი ტყორცნები), სადაც ჩვენმა მეკარე ირაკლი გურულმა ბელგიელთა 8 დარტყმიდან 3 მოიგერია, ხოლო ჩვენმა გუნდმა 6 დარტყმის გატანა შეძლო და ფინალში ლუქსემბურგი-კოსოვოს მატჩის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. გამორჩეული მატჩი ჰქონდათ დავით გრიშიკაშვილს და დავით ხელისუფალს.

ფინალური მატჩი ხვალ თბილისის დროით 19:00 საათზე გაიმართება, საქართველო-კოსოვო.

სტატისტიკა
ბელგია 47-48 საქართველო
დ. გრიშიკაშვილი 14 (გოლი), დ. ხელისუფალი 7, ვ. ხარებაშვილი 6, გ. კაპანაძე 6, ს. ფუტკარაძე 4, ა. შიოშვილი 4, ს. ბუიღლიშვილი 3, ნ. მამულაშვილი 2, გ. ბერიძე 1, ნ. ნარიმანიძე 1, გ. მაზანიშვილი, ს. შუბაშიშვილი, ნ. ბოჟაძე, ა. ბოჟაძე

ი. გურული 56 დარტყმა/11 მოგერიება/ 19.64%
თ. გაგუა 4 დარტყმა/2 მოგერიება/ 50.00%

ერთად ვუქომაგოთ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს ❤️🤍

ოფიციალური პირები
შოთა თევზაძე
გიორგი ქობელაშვილი
სანდრო ჩახვაშვილი (ექიმი)

Photo credits: Kosovo Handball Federation


ნაკრების სპონსორია Leaderbet
ნაკრების პარტნიორია
კომპავა • Kompava
Silk Sport
Marnaveli • მარნაველი
Macron

Leave a Reply