6 გადამწყვეტი მატჩი 3 უცნობით
ხელბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ნახევარფინალისტი გამოვლინდა მას შემდეგ, რაც ოლიმპიურმა ჩემპიონმა რუსეთმა 35-28 მოუგო მონტენეგროს. დანარჩენი 3 საგზურის პრეტენდენტები არიან პირველ ჯგუფში: ნორვეგია, გერმანია, ჰოლანდია და სერბეთი, მეორეში – ესპანეთი და შვედეთი. ყველაფერი ხვალ გაირკვევა.
მონტენეგროს ნახევარფინალში გასვლის შანსი დარჩენილი ჰქონდა, დასაწყისში 10-6 უგებდა რუსებს, ტაიმის ბოლოს ერთით ჩამორჩა (16-17) და 44-ე წუთამდე ბრძოლაში იყო (23-25), მაგრამ ძალა აღარ ეყო და 28-35 დამარცხდა. ამით რუსეთმა ნახევარფინალში გასვლა გაინაღდა.
რუსეთი – მონტენეგრო: https://www.youtube.com/watch?v=gTX7bi_eB8I
კიდევ უფრო დაძაბული იყო იაპონია-ესპანეთის მატჩი. ესპანეთმა ტაიმი ზედიზედ გატანილი 4 გოლით მოიგო (17-13), მაგრამ მასპინძლებმა 45-ე წუთზე გაათანაბრეს (23-23), სირენამდე 6 წუთით ადრე კი მხოლოდ ერთით აგებდნენ – 27-28. ესპანეთმა დიდი ძალისხმევით 33-31 მოიგო, მეორე ადგილზეა და ხვალ რუსეთის დამარცხებით ჯგუფში პირველობაც შეუძლია, თუმცა, მეორე ადგილი განაღდებული არა აქვს.
იაპონია – ესპანეთი: https://www.youtube.com/watch?v=-U1PMdeuGts
ესპანეთმა და შვედეთმა წინა ტურში ერთმანეთში ფრედ ითამაშეს, შვედებმა დღეს სასურველი ანგარიშით, 34-22 მოუგეს უმოტივაციო რუმინეთს და ახლა ელიან ხვალინდელ პირველ მატჩს – თუ რუსეთმა ესპანეთს მოუგო, მაშინ შვედებსაც შეეძლებათ 7 ქულის დაგროვება და ისიც ეცოდინებათ, რამდენბურთიანი სხვაობით დასჭირდებათ მონტენეგროს დამარცხება ბურთების უკეთესი სხვაობის დასაგროვებლად და ნახევარფინალში გასასვლელად.
ხვალვე 3 მატჩია პირველ ჯგუფში და აქ არაფერია გარკვეული. ნახევარფინალის 2 საგზურისთვის 4 გუნდი იბრძვის, მათგან ორი, ნორვეგია და გერმანია ერთმანეთში თამაშობს.
ყველს თამაშის ნახვა ცოცხლად შეგიძლიათ სილკ უნივერსალსა და სილკ სპორტზე.
სილკ უნივერსალი ინტერნეტში: http://www.myvideo.ge/tv/silk_sport4
9 დეკემბრის 10 საუკეთესო მომენტი: https://www.youtube.com/watch?v=qr02Sy3o_pQ
ხელბურთი. ქალთა მსოფლიო ჩემპიონატი 2020
კუმამოტო, იაპონია. 30 ნოემბერი – 15 დეკემბერი
მეორე ჯგუფური. რაუნდი, 10 დეკემბერი
ნახევარფინალში გადის 2-2 საუკეთესო
რუსეთი-მონტენეგრო 35-28
მანაგაროვა 12, ფროლოვა 10 – რადიჩევიჩი 8, ბულატოვიჩი 4
იაპონია-ესპანეთი 31-33
ოჰიამა 6, სუნამი 5, სასაკი 5 – პენია 7, ერნანდესი 6, მ. გონსალესი 5
შვედეთი-რუმინეთი 34-22
მელეგორი 7, მესინგი 5, იდენი 2 გოლი, 12/34 – პინტეა 4, ნიაგუ 4, უდრისციოიუ 4
2 ჯგუფი——-თ—მ–ფ—წ——ბ—–ქ
რუსეთი——-4—4—0—0—125-91–8
ესპანეთი——4—3—1—0–119-101–7
შვედეთი——4—2—1—1–118-106–5
მონტენეგრო–4—2—0—2–111-114–4
იაპონია——–4—0—0—4–106-130–0
რუმინეთი—–4—0—0—4—82-119–0
11 დეკემბერი
10:00 ესპანეთი-რუსეთი
13:00 რუმინეთი-იაპონია
15:30 მონტენეგრო-შვედეთი
პირველი ეტაპიდან გადმოყოლილი შედეგები:
რუმ-ესპ 31-16, მნტ-რუმ 27-26, ესპ-მნტ 27-26
შვდ-იაპ 34-26, რუს-იაპ 33-23, რუს-შვდ 30-22
8 დეკ. რუმ-რუს 18-27, მნტ-იაპ 30-26, ესპ-შვდ 28-28
1 ჯგუფი——თ—მ–ფ—წ——ბ—–ქ
ნორვეგია——4—3—0—1–114-99—6
გერმანია——4—2—1—1–106-104–5
ჰოლანდია—-4—2—0—2–113-103–4
სერბეთი——4—2—0—2–113-125–4
დანია———-4—1—1—2—97-98—3
კორეა———-4—0—2—2–111-125–2
11 დეკემბერი
10:00 ჰოლანდია-კორეა
13:00 სერბეთი-დანია
15:30 ნორვეგია-გერმანია
პირველი ეტაპიდან გადმოყოლილი შედეგები:
ნორ-სრბ 28-25, ჰოლ-სრბ 36-23, ჰოლ-ნორ 30-28
კორ-დან 26-26, გერ-დან 26-25, გერ-კორ 27-27
8 დეკ. სრბ-კორ 36-33, ჰოლ-გერ 23-25, ნორ-დან 22-19
9 დეკ. გერ-სრბ 28-29, დან-ჰოლ 27-24, კორ-ნორ25-36
13 დეკემბერი: ნახევარფინალი, 15 დეკემბერი: ფინალი