ukr

4 ლიდერი 4-4 ქულით

ხელბურთელ ქალთა ეროვნულ ჩემპიონატზე ყვარელმა 44-37 დაამარცხა ქარიშხალა, ხოლო პეგასმა 47-39 მოუგო მამულს. ხვალ სპორტკომპლექს არენაში ორი მატჩია: ყვარელი – პეგასი, ქარიშხალა – მამული. 

ორივე მატჩის პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა. 2018 და 2017 წლის ჩემპიონებმა, ქარიშხალამ და პეგასმა 20-20 ითამაშეს. გადამწყვეტი გამოდგა მონაკვეთი, როცა რჩებოდა 9 წუთი, ანგარიში იყო 34-34, ყვარლის ლიდერი ქიტესაშვილი მსაჯებმა 2 წუთით გააძევეს, მაგრამ მისმა თანაგუნდელებმა ზუსტად აქ გარდატეხეს თამაში (37-34) და მერე მოგება აღარ გასჭირვებიათ.

მამულმა ზედ შესვენებაზე გაუქვითა ხუთბურთიანი ჩამორჩენა პეგასს (23-23), ერთხანს კიდევ იყო თანაბარი თამაში, თუმცა, 2016 წლის ჩემპიონმა სოლიდურად მოიგო – 47-39.

საბოლოოდ, 4 გუნდს დაუგროვდა 4-4 ქულა, ყვარელს ერთი თამაში მარაგში აქვს და ხვალ შეუძლია ერთპიროვნულად დაწინაურება, მაგრამ თუ პეგასთან წააგო, შესაძლო გახდება, ერთბაშად 5 ან 6 ლიდერი გვყავდეს.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2018-19

ქალები, უმაღლესი ლიგა. 30 ნოემბერი, არენა 2

ქარიშხალა – ყვარელი 37-44

ქარ: არაბაჯევი, ლობჟანიძე – ქ. ცინცაძე 12, ა. ჩხაიძე 9, ციცქიშვილი 9,  ი. ჩხაიძე 5, ხმელაძე 2, კვეკვესკირი, ბიძინაშვილი, თათარაშვილი, რაზმაძე, დოღაძე 

ყვ:  ამონაშვილი – ქიტესაშვილი 15, თეთრაშვილი 13, სურამლიშვილი 6, ფუღიაშვილი 6, მ. ტეტოშვილი 3, სმოიანი 1, თავღორიშვილი, დ. ტეტოშვილი, აფციაური

მსაჯები: ნ. კევლიშვილი – თ. კევლიშვილი

პეგასი – მამული 47-39

პეგ: ჩაჩუა – ე. ჩხაიძე 21, კორძაია 9, სვანიძე 8, ქებაძე 6, პაპუაშვილი 3, ტარტარაშვილი

მამ: გორგიძე, გორჯოლაძე – შახულოვი 16, იაშვილი 16, დანელია 4, ბერიკაშვილი 2, ნიკოდიმოვა 1, ჩუხატურიანი, მურჯიკნელი

მსაჯები: ი.  ჭკუასელი – ზ. აბრამიშვილი

——————თ—მ—ფ—წ—–ბ—–ქ

ყვარელი——–2—2—0—0—88-69—4

ფოთი———–3—2—0—1—61-50—4

სამტრედია—–3—2—0—1—55-48—4

აჭარა————3—2—0—1—54-47—4

ქარიშხალა——2—1—0—1—78-76—2

პეგასი———–2—1—0—1—79-80—2

მამული———2—0—0—2—71-91—0

წყალტუბო—–3—0—0—3—45-70—0

1 დეკემბერი, არენა 2

13:00 ყვარელი – პეგასი

14:30 ქარიშხალა – მამული

Leave a Reply