ukr

4 ადგილი და 11 პრეტენდენტი

საფრანგეთის საპროტესტო ტალღამ ევროპის ჩემპიონატზეც მოახდინა გავლენა – 8 დეკემბერს ნანტის არენასთან ახლოს დემონსტრაცია იყო დაგეგმილი, რის გამოც ორგკომიტეტმა შაბათის ორი თამაში მეორე დღისთვის გადაიტანა. მსოფლიო ჩემპიონი საფრანგეთი ძლივს გადაურჩა შვედებთან მარცხს: 21-21.  

შვედეთი მუდმივად წინ იყო და ამაში მთავარი როლი,  14 მოგერიებით, მეკარე ფილიპა იდენმა შეასრულა. 36-ე წუთზე ბელა გულდენმა უპირატესობა ოთხამდე გაზარდა (17-13), მე-40-50-ე წუთებზე კი იდენს მხარი ფრანგების მეკარემ, ლორა გლოზერმაც აუბა და 10 წუთი გოლი არ გასულა! საბოლოოდ, ლაკრაბერმა და კანორმა მატჩის ბოლოში სამჯერ გაათანაბრეს ანგარიში და ჩემპიონატის პირველი ფრეც მივიღეთ – 21-21.

შვედეთს ამ ფრის შემდეგ ნახევარფინალში გასვლის მხოლოდ თეორიული შანს დარჩა, რუსეთმა კი 29-25 მოუგო სერბეთს, სამი მატჩიდან 6 ქულით ლიდერობს და ასევე თეორიული შანსი აქვს, რომ ნახევარფინალში ვეღარ მოხვდეს. ჯერჯერობით ბრძოლაში არიან დანიაც, სერბეთიც და მონტენეგროც.

მეორე ჯგუფში უნგრეთმა, ნოემი ჰაფრას ბოლო წამებზე გატანილი გოლით 26-25 მოუგო გერმანიას, ხოლო ლიდერების, ჰოლანდიისა და რუმინეთის თამაშში ჰოლანდია 3-0 დაწინაურდა, მაგრამ მალე თავში თანაგუნდელის მუხლი მოხვდა გამთამაშებელ ნიკე ხროტს, რომელიც მოედნიდან გავიდა და თამაშში აღარ დაბრუნებულა. რუმინეთმა სიტუაცია გამოასწორა, მაგრამ პირველი ტაიმის ბოლოს მეტოქე გაეპარა – 11-15. აღმოჩნდა, რომ უხროტოდ, მაგრამ ერთდროულად ორი მარცხენა ინსაიდით, აბინგჰით და პოლმანით ჰოლანდია არანაკლებ მრისხანე გუნდია, მით უმეტეს, რომ  მეკარე ვესტერმა 15 გოლი მოიგერია, ხოლო რუმინელთა ლიდერი, ნიაგუ ჰოლანდიელების დაცვას სერიოზულ წნეხში ჰყავდა (14 დარტყმა, 4 გოლი).

შედეგად, ჯგუფში ვითარება ასეთია: ჰოლანდიას დარჩენილ 2 მატში ქულაც ჰყოფნის, რუმინეთი უკეთეს დღეშია, ვიდრე გერმანია და უნგრეთი, მაგრამ მეორე ადგილი დასაცავი აქვს. თეორიული შანსი აქვს ნორვეგიას და მხოლოდ ესპანეთია უიმედოდ.

ევროპის ჩემპიონატის ყველა თამაშის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა შეგიძლიათ ტელეკომპანია სილკის სპორტულ არხებზე.

ხელბურთი.  ევროპის ჩემპიონატი 2018. ქალები. საფრანგეთი, 29 ნოე-16 დეკ

მეორე ჯგუფური ეტაპი. ნახევარფინალში გადის 2-2 საუკეთესო

1 ჯგუფი, ნანტი

რუსეთი———–3—3—0—0—79-71—6

საფრანგეთი——4—2—1—1—98-90—5

შვედეთი———-4—1—1—2–100-102–3

სერბეთი———-3—1—0—2—76-76—2

მონტენეგრო——3—1—0—2—73-77—2

დანია————–3—1—0—2—78-88—2

9 დეკემბერი. შვედეთი – საფრანგეთი 21-21

გულდენი 6+8პ, იდენი 14/34 – ლაკრაბერი 5, კანორი 5, გლოზერი 6/13, ლენო 7/21

https://www.youtube.com/watch?v=p25YAcZ3vRQ

სერბეთი – რუსეთი 25-29

კრპეჟი 7, სტოილიკოვიჩი 5 – დმიტრიევა 7, ვიახირევა 6+6პ, სედოიკინა 14/36

https://www.youtube.com/watch?v=n6v6BS8e2os

29-30 ნოემბერი. რუსეთი – საფრანგეთი 26-23, შვედეთი – დანია 29-30

2 დეკემბერი. სერბეთი – შვედეთი 21-22, რუსეთი – მონტენეგრო 24-23

4 დეკემბერი. სერბეთი – დანია 30-25, საფრანგეთი – მონტენეგრო 25-20

6 დეკემბერი. დანია – საფრანგეთი 23-29, შვედეთი – მონტენეგრო 30-28

10 დეკემბერი. 21:00 დანია – რუსეთი, 24:00 სერბეთი – მონტენეგრო

12 დეკემბერი. 18:45 დანია – მონტენეგრო, 21:00 შვედეთი – რუსეთი, 24:00 სერბეთი – საფრანგეთი

2 ჯგუფი, ნანსი

ჰოლანდია——–3—3—0—0—85-76—6

რუმინეთი——–3—2—0—1—84-76—4

გერმანია———-4—2—0—2–111-110–4

უნგრეთი———-4—2—0—2–108-117–4

ნორვეგია———-3—1—0—2—93-89—2

ესპანეთი———-3—0—0—3—76-89—0

9 დეკემბერი. უნგრეთი – გერმანია 26-25

ლუკაჩი 7, ჰაფრა 7, კოვაჩი 2+7პ – შტოლე 9, შმიტსი 6+6პ

https://www.youtube.com/watch?v=VasWpPrH3OM

ჰოლანდია – რუმინეთი 29-24

ბონტი, აბინგჰი 6, პოლმანი 5, ვესტერი 15/36 – ბუჩესკი 8, ნიაგუ 14/4

https://www.youtube.com/watch?v=u0ZTBu_4CkY

1 დეკემბერი. ჰოლანდია – უნგრეთი 28-25, გერმანია – ნორვეგია 33-32

3 დეკემბერი. რუმინეთი – გერმანია 29-24, ჰოლანდია – ესპანეთი 28-27

5 დეკემბერი. რუმინეთი – ნორ 31-23, უნგრეთი – ესპანეთი 32-26

7 დეკემბერი. ესპანეთი – გერმანია 23-29, უნგრეთი – ნორვეგია 25-38

11 დეკემბერი. 21:00 ესპანეთი – რუმინეთი, 24:00 ჰოლანდია – ნორვეგია

12 დეკემბერი. 18:45 ესპანეთი – ნორვეგია, 21:00 უნგრეთი – რუმინეთი, 24:00 ჰოლანდია – გერმანია

ფინალური ოთხეული. პარიზი, 14, 16 დეკემბერი

Leave a Reply