35-19 ბულგარეთთან, ნახევარფინალში ბრიტანეთი გველის

საქართველოს ნაკრებმა მეხუთე მატჩიც მოიგო IHF ერთა ჩემპიონატზე და ნახევარფინალში პირველი ადგილით გავიდა. თბილისის სპორტის სასახლეში 35-19 დავამარცხეთ ბულგარეთი და შაბათს, 18 საათზე ვეთამაშებით დიდ ბრიტანეთს. მეორე წყვილია კუბა-ბულგარეთი.

13 ივნისი, თბილისის სპორტის სასახლე

საქართველო – ბულგარეთი 35-19

საქ: თევზაძე 8/21, ცინცაძე 10/16 – ცხოვრებაძე 11/7, ორჯონიკიძე 4/4, არსენაშვილი 4/4, მიქავა 6/4, ჩიქოვანი 3/3, გოგოლაძე 4/3, კალანდაძე 5/3, კბილაშვილი 4/2, დიხამინჯია 3/2, რუსტამოვი 5/1, მერკვილაძე 1/1, იმნაძე 2/1 – მწვ. მაქსიმოვიჩი, ორჯონიკიძე

ბულ: კოსტოვი 5/24, სტ. დიმიტროვი 4/20 – ვასილევი 4, ბალჩევი 4, იორგოვი 3, სვ. დიმიტროვი 2, კალჩევი 2, დასკალოვი 1, ატანასოვი 1, გროზევი 1, სავოვი 1, იუსნი, პეტკოვი, ნაიდენოვი

მსაჯები: კარმო, მიურში (საფრანგეთი)

სამდივნო: სოდალი (ნორ) – ელსაიედი (ეგვ), ფულეოვა (ტუნ) – მაჭარაშვილი, ჩოგოვაძე (საქ)

ბრძოლა მხოლოდ საწყის მეოთხედში იყო. თემო ორჯონიკიძემ პირველად მერვე წუთზე დაგვაწინაურა (5-4) და ამის შემდეგ სხვაობა იზრდებოდა – 9-6, 15-10, 19-11 შესვენებაზე და მაქსიმუმი იყო დასრულებამდე ათიოდ წუთით ადრე – 31-14.

პირველ ტაიმში ჩვენები აქცენტირებულად ათამაშებდნენ ბურთს ხაზზე. როგორც მწვრთნელმა, ბექა ორჯონიკიძემ გვითხრა, ველოდით, რომ მეტოქე აქტიურად გამოვიდოდა ჩვენს ბურთიან უკანახაზელზე და ჩვენი პივოტი ხშირად თავისუფალი დარჩებოდაო. მართალია, თავიდან რამდენიმე პასი ერეკლე არსენიშვილის მიმართულებით დაიკარგა, მაგრამ ჯერ მან და შემდეგ გიორგი მიქავამ ჯამში 8 გოლი გაიტანეს.

პირველ ტაიმში მოპოვებულ უპირატესობაში დიდი წვლილი შეიტანეს მეკარემ და კარგმა დაცვამ, შეტევაში კი – ჩიქოვანმა, ცხოვრებაძემ და გოგოლაძემ. საუკეთესო კი აშკარად იყო თეიმურაზ ორჯონიკიძე – ეს ცხადი გახდა პირველივე ტაიმის ბოლოში, საბოლოოდ კი თემოს ძალიან სოლიდური სტატისტიკა დაუგროვდა – 4 დარტყმიდან 4 გოლი, 3 საგოლე პასი, 3 მოპოვებული შვიდმეტრიანი და ორწუთიანი, 2 ჩაჭრილი ბურთი და 1 ბლოკშოტი დაცვაში.

ნიკოლა მაქსიმოვიჩმა მეორე ტაიმის დასაწყისშივე ჩააბა ბრძოლაში ყველა მოთამაშე, რაც იმას ნიშნავდა რომ გამარჯვებულის ვინაობა უკვე ცნობილი იყო, გოლი კი თორმეტივე მოთამაშემ გაიტანა. ყველაზე მეტი, შვიდი, ტრადიციულად, გიორგი ცხოვრებაძემ, რომელსაც შვიდმეტრიანების შესრულებაც ევალა.

B ჯგუფში, ირლანდიამ 41-23 მოუგო მალტას, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 38-24 დაამარცხა ნიგერია. A ჯგუფში ბრიტანეთმა აჯობა კოლუმბიას, 27-23 და ნახევარფინალის მეორე საგზური მოიპოვა. ჩინეთმა 35-26 მოუგო აზერბაიჯანს და მეხუთე ადგილისთვის იბრძოლებს. კუბამ დაამარცხა ინდოეთი, 40-29. 

ხვალ თბილისის სპორტის სასახლეში დასვენების დღეა, შაბათს – ნახევარფინალი, კვირას – ფინალი. ოთხი ნახევარფინალისტიდან 3 ევროპული გუნდია, მათ კი, ჩემპიონატზე გამარჯვების გარდა, კიდევ ერთი, არანაკლებ მნიშვნელოვანი ამოცანა აქვთ – საუკეთესო ევროპული გუნდი მიიღებს ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საგზურს.

ხელბურთი. IHF ერთა მსოფლიო ჩემპიონატი

8-16 ივნისი, 2019 – თბილისის სპორტის სასახლე

13 ივნისი

ჩინეთი – აზერბაიჯანი 35-26

ბრიტანეთი – კოლუმბია 27-23

კუბა – ინდოეთი 40-29

ირლანდია – მალტა 41-23

ბულგარეთი – საქართველო 19-35

აშშ – ნიგერია 38-24

ჯგუფი——–თ—მ—ფ—წ—–ბ—–ქ

საქართველო—-5—5—0—0–166-85–10

ბულგარეთი—–5—4—0—1–159-124–8

აშშ—————-5—3—0—2–176-132–6

ნიგერია———-5—1—1—3–128-136–3

ირლანდია——-5—1—1—3–143-165–3

მალტა————5—0—0—5—72-202–0

8 ივნ. მალ-ბულ 13-38, ნიგ-საქ 14-27, აშშ-ირლ 37-32

9 ივნ. ბულ-აშშ 38-35, მალ-საქ 13-39, ირლ-ნიგ 31-31

10 ივნ. აშშ-მალ 44-10, საქ-ირლ 37-17, ნიგ-ბულ 19-27

12 ივნ. ირლ-ბულ 22-37, საქ-აშშ 28-22, მალ-ნიგ 13-40

ჯგუფი——–თ—მ—ფ—წ—–ბ—–ქ

კუბა————–5—5—0—0–167-130-10

ბრიტანეთი——5—4—0—1–156-144–8

ჩინეთი———–5—3—0—2–150-138–6

კოლუმბია——-5—2—0—3–148-152–4

აზერბაიჯანი—-5—1—0—4–162-166–2

ინდოეთი——–5—0—0—5–151-204–0

8 ივნ. კოლ-ჩინ 25-28, ინდ-აზე 29-45, კუბ-ბრი 35-27

9 ივნ: კოლ-აზე 35-30, ჩინ-კუბ 24-30, ბრი-ინდ 38-28

10 ივნ. აზე-ბრი 35-36, კოლ-კუბ 24-3, ინდ-ჩინ 29-40

12 ივნ. აზე-კუბ 26-31, ბრი-ჩინ 28-23, კოლ-ინდ 41-36

15 ივნისი, ნახევარფინალი

10:00 9-12: აზერბაიჯანი – მალტა

12:00 9-12: ირლანდია – ინდოეთი

14:00 5-8 ჩინეთი – ნიგერია

16:00 5-8 აშშ – კოლუმბია

18:00 1-4 საქართველო – ბრიტანეთი

20:00 1-4 კუბა – ბულგარეთი

16 ივნისი, ფინალი

10:00  11-12

12:00   9-10

14:00   7-8

16:00   5-6

18:00   3-4

20:00   1-2

ყველა თამაშის რეპორტაჟი და ჩანაწერი:

https://www.youtube.com/channel/UCc7vs-kXPE7R5SezSGa9cUA

ოფიციალური ვებ-გვერდი: https://emerging2019.geohandball.ge/ka/

https://competition.ihf.info/

Leave a Reply