30/01/14 ტრაბზონის მეცხრე მოგება, მსხვილიძის 4 გოლი
თურქეთის სახელბურთო ჩემპიონატში მორიგი მატჩი მოიგო გიგა ტორონჯაძისა და რატი მსხვილიძის ტრაბზონსფორმა – გუნდმა სტუმრად დაამარცხა გენჩლერბირლიგი 30:24.
ტრადიციულად, ყველაზე შედეგიანი იყო აზერბაიჯანელი ოლეგ გეორგიევსკი – 15 გოლი, 4-4 გაიტანეს რატი მსხვილიძემ და ისმაილ ჰალილოღლუმ. მეკარე ტორონჯაძე განაცხადში არ ყოფილა.
თურქეთის ჩემპიონატს 15 თამაშდან 30 ქულით ლიდერობს ბეშიქთაში, სადაც თამაშობს საქართველოს ნაკრების მწვრთნელის ვაჟი, დავიდ რაშიჩი. შემდეგ მოდის ანკარის ორი კლუბი BB ანკარა და ილ იოზელი – 22 და 21 ქულა. 18-18 აქვთ ნილუფერს, ტრაბზონსა და მერსინს. შემდეგ ტურში, 1 თებერვალს, ტრაბზონსფორი სწორედ ნილუფერს ეთამაშება საკუთარ მოედანზე.
ორწრიანი ტურნირის შემდეგ თურქეთის ჩემპიონატის პლეიოფში 8 გუნდი გადის.
ფოტო: მსხვილიძე (24) გენჩლერბირლიგისთან მატჩში