30/01/14 ბაკეუ მესამე ადგილს ინარჩუნებს

რუმინეთის ჩემპიონატზე გაიმართა გადადებული მატჩი. ლიდერმა, კონსტანცამ მიიღი შტიინცა ბაკეუ და 31:24 დაამარცხა.

ბაკეუს შემადგენლობაში თვალსაჩინო ფიგურა იყო ვლადიმერ რუსია, ვინც პირველ ტაიმში 4 ტყორცნიდან 3 გოლი გაიტანა. რუსიამ თავისი ბოლო გოლი 26 წუთზე შეაგდო და სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა, მაგრამ ტაიმის ბოლომდე კონსტანცამ გაქცევა მოაწყო და 17:12 მოიგო თამაშის ნახევარი, რის შემდეგაც უპირატესობა აღარ დაუთმია – 31:24. მეორე ტაიმის ბოლო 20 წუთი ბაკეუს კარში შოთა თევზაძე იდგა.

შედეგად, 14 ტურის სემდეგ რუმინეთის ჩემპიონატს 38 ქულით ლიდერობენ კონსტანცა და პოტაისა ტურდა (მოგებაზე რუმინეთში 3 ქულაა). 31 ქულით მესამე ადგილზეა შტიინცა ბაკეუ. 12 ქულა აქვს და მეცხრე პოზიციაზეა პოლიტექნიკა ტიმიშოარა, რომლის ლიდერი, ირაკლი ჩიქოვანი, საქართველოს ნაკრებში მიღებული ტრავმის გამო კიდევ ერთი თვე ვერ ითამაშებს.

მომდევნო ტურში, 2 თებერვალს, ბაკეუ შინ მიიღებს ბაია მარეს. რუმინეთის ჩემპიონატის პლეიოფში ორწრიანი ტურნირის შემდეგ 6 გუნდი გადის.

ფოტო: ვლადიმერ რუსია

Leave a Reply