ukr

3 ოქროს მატჩი და 4 უცნობი  

გერმანიასა და დანიაში, ხელბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე, 17 იანვარს პირველი ჯგუფურ ეტაპის ბოლო ტური, 12 მატჩია. უკვე გამოვლენილია მეორე 8 ეტაპის 8 მონაწილე. ამ 8 გუნდიდან 6 დღეს ერთმანეთში თამაშობს მეორე ეტაპზე გამსვლელი „ოქროს ქულებისთვის“ – ნორვეგია-დანია, ესპანეთი-ხორვატია, შვედეთი-უნგრეთი. ოთხივე ჯგუფში დღესვე გამოვლინდება მესამე გამსვლელი ადგილის მფლობელიც. 

მეოთხე ტურის მთავარ შეხვედრაში ფრედ, 25-25 ითამაშეს მასპინძელმა გერმანიამ და მსოფლიო ჩემპიონმა საფრანგეთმა. გერმანია მეტწილად წინ იყო, მაქსიმუმ 3 ბურთით, ფრანგები კი ძირითადად ანგარიშის გასათანაბრებლად ზრუნავდნენ და მხოლოდ სამჯერ დაწინაურდნენ ერთით. მატჩის დაბოლოებაში გერმანია ოთხჯერ გავიდა წინ ორი ბურთით, სულ ბოლოს, ფაბიან ვიდეს გოლი შემდეგ 57-2 წუთზე, 25-23. კენტან მაემ, რომელიმაც 9 გოლი გაიტანა (4 – შვიდმეტრიანით), სხვაობა შეამცირა, ბოლო შეტევაში გერმანიამ ვერ გაიტანა, ხოლო ფრანგებს სირენამდე 3 წამით ადრე ერგოთ ცხრამეტრიანი, რომელიც გოლად აქცია ტიმოთი ნგესანმა. 25-25, გერმანიის ზედიზედ მეორე ფრე.

გერმანია-საფრანგეთი: https://www.youtube.com/watch?v=pwX7hDZ1ErY

ჯგუფში ფრანგები დღეს რუსებს ეთამაშებიან, გერმანელები – სერბებს. მესამე ადგილზე გასასვლელად საუკეთესო პოზიცია აქვს ბრაზილიას, რომელიც კორეას ხვდება და წაგების შემთხვევაშიც შეიძლება გავიდეს მეორე ეტაპზე, თუ რუსეთი და სერბეთი დამარცხდებიან – ბრაზილიას მძლავრი კოზირი აქვს, ორივე კონკურენტს მოუგო.

B ჯგუფში ესპანეთი და ხორვატია გაარკვევენ, ვინ გავა მეორე რაუნდში 4 ქულით, ხოლო მესამე ადგილისთვის ერთმანეთს მაკედონია და ისლანდია ეთამაშებიან.

C ჯგუფის ფავორიტებს, ნორვეგიას და დანიას პირველობისთვის მატჩი აქვთ. აქ ჯერ თამაშობენ ჩილე და საუდის არაბეთი. თუ ჩილემ ქულა დაკარგა, მაშინ ავსტრიას შეუძლია ნებისმიერი სხვაობით დაამარცხოს ტუნისი, რომელსაც ამ შემთხვევაში ფრეც აწყობს. 

თუ ჩილემ მოიგო, მაშინ 4 ქულას აგროვებს, მესამე საგზურისთვის ბრძოლაში ერთვება და სჭირდება ავსტრიის 5-9 ბურთიანი მოგება ტუნისთან, ავსტრიას 11 ბურთით მოგება დასჭირდება, ტუნისს კი 1-3 ბურთით წაგებაც აწყობს (ავსტრიის 4 ან 10 ბურთით მოგების შემთხვევაში დაითვლება გატანილი ბურთები ამ 3 გუნდის ურთიერთშეხვედრებში). ამ ვარიანტში სამივე 4 ქულას აგროვებს, პირადი მატჩების შედეგები კი ასეთია: ჩილე-ავსტრია  32-24, ტუნისი – ჩილე 36-30.

D ჯგუფში უნგრეთმა ეგვიპტესთან ფრით გაინაღდა მეორე ეტაპზე გასვლა და დღეს შვედეთს ეთამაშება 2 ქულისთვის. მესამე ადგილზე გასვლის შანსი ოთხივე დანარჩენს გუნდს აქვს, მაგრამ მათ შორის მხოლოდ ეგვიპტეა დამოკიდებული მხოლოდ საკუთარ შედეგზე – ანგოლასთან მოგებაზე, რადგანაც  არგენტინა ჰყავს დამარცხებული.

დღევანდელი 12 მატჩიდან რვის ხილვა შეგიძლიათ სილკ სპორტის არხებზე (იხ. განრიგი).

ხელბურთი.  მსოფლიო ჩემპიონატი 2019. კაცები. გერმანიადანია, 10-27 იანვარი

პირველი ჯგუფური ეტაპი. მეორე ჯგუფურ ეტაპზე გადის 3-3 გუნდი ერთმანეთში დაგროვილი ქულებით

მეოთხე ტური, 15-16 იანვარი

ჯგუფი, ბერლინი, მერსედეს ბენც არენა (14 800)

საფრანგეთი 7, გერმანია 6, რუსეთი 4 – ბრაზილია 4, სერბეთი 3, კორეა 0

რუსეთი – ბრაზილია 23-25

დიბიროვი, ჟიტნიკოვი 6 – ბორჟესი 7, ლანგარო 6

კორეა – სერბეთი 29-31

კან იონგუ 12 – ვორკაპიჩი 7, ილიჩი 5

გერმანია – საფრანგეთი 25-25

გენჰაიმერი, ვიდე, შტრობელი 4 – მაე 9, რემილი, ფაბრეგასი 3

17 იანვარი. 18:30 ბრაზილია – კორეა (სილკ-2)

21:00 გერმანია – სერბეთი (სილკ-2)

23:30 საფრანგეთი – რუსეთი

10-11 იან. კორეა – გერმანია 19-30, სერბეთი – რუსეთი 30-30, ბრაზილია – საფრანგეთი 22-24

12 იან. რუსეთი-კორეა 34-27, გერმანია-ბრაზილია 34-21, საფრანგეთი-სერბეთი 32-21

14 იან. სერბეთი – ბრაზილია 22-24, რუსეთი – გერმანია 22-22, საფრანგეთი – კორეა 34-23

ჯგუფი. მიუნხენი, ოლიმპიაჰალე (12 000)

ხორვატია 8, ესპანეთი 8, ისლანდია 4 – მაკედონია 4, იაპონია 0, ბაჰრეინი 0

იაპონია – ისლანდია 21-25

აგარიე 4 – გუნარსონი, სიგურმანსონი 5

ხორვატია – ბაჰრეინი 32-20

შტრლეკი 11 – ჯალალი 5

მაკედონია – ესპანეთი 21-32

პეშევსკი 6, კ. ლაზაროვი 5 – გომესი 6, ენტრერიოსი 5

17 იანვარი. 18:30 ბაჰრეინი – იაპონია

21:00 მაკედონია – ისლანდია (სილკ-1)

23:30 ესპანეთი – ხორვატია (სილკ-2)

11 იან. იაპონია – მაკედონია 29-38, ისლანდია – ხორვატია 27-31, ბაჰრეინი – ესპანეთი 23-33

13 იან. მაკედონია – ბაჰრეინი 28-23, ხორვატია – იაპონია 35-27, ესპანეთი – ისლანდია 32-25

14 იან. ისლანდია – ბაჰრეინი 36-18, ხორვატია – მაკედონია 31-22, ესპანეთი – იაპონია 26-22

ჯგუფი. ჰერნინგი, იუსკე ბანკ ბოქსენი (13 700)

ნორვეგია 8, დანია 8, ტუნისი 4 – ავსტრია 2, ჩილე 2, საუდის არაბეთი 0

საუდის არაბეთი – ტუნისი 20-24

ალაბდულალი 5 – სანაი, ბუღანმი 7

ნორვეგია – ჩილე 41-20

ბლონცი 8, ჰანსენი 5 – ე. სალინასი 9

ავსტრია – დანია 17-28

ვებერი 3 – მ. ლანდინი, ლაუგე 6, ნ. ლანდინი 14/28

17 იანვარი. 18:00 ჩილე – საუდის არაბეთი

20:30 ავსტრია – ტუნისი

23:15 დანია – ნორვეგია (სილკ-უნივერსალი)

10-11 იან. ჩილე – დანია 16-39, საუდის არაბეთი – ავსტრია 22-29, ტუნისი – ნორვეგია 24-34

12 იან. ავსტრია – ჩილე 24-32, ნორვეგია – საუდის არაბეთი 40-21, დანია – ტუნისი 26-22

14 იან. ტუნისი – ჩილე 36-20, ნორვეგია – ავსტრია 34-24, დანია – საუდის არაბეთი 34-22

ჯგუფი. კოპენჰაგენი, როიალ არენა (15 000)

შვედეთი 8, უნგრეთი 6, ეგვიპტე 3 – არგენტინა 3, ყატარი 2 ანგოლა 2

ანგოლა – არგენტინა 26-33

ფერეირა 7, ჰებო 6 – პ. სიმონეტი 7, ბონანო 6

უნგრეთი – ეგვიპტე 30-30

ლეკაი 6, ნადი, ბოდო 5 – ზეინელაბედინი 7

ყატარი – შვედეთი 22-23

ბენალი 8 – ზახრისონი, ლ. ნილსონი 7

17 იანვარი. 18:30 ეგვიპტე – ანგოლა (სილკ-3)

21:00 ყატარი – არგენტინა (სილკ-3)

23:30 შვედეთი – უნგრეთი (სილკ-2)

11 იან. ანგოლა – ყატარი 24-23, არგენტინა – უნგრეთი 25-25, ეგვიპტე – შვედეთი 24-27

13 იან. ყატარი – ეგვიპტე 28-23, უნგრეთი-ანგოლა 34-24, შვედეთი – არგენტინა 31-16

14 იან. უნგრეთი – ყატარი 32-26, არგენტინა – ეგვიპტე 20-22, შვედეთი – ანგოლა 37-19

მეორე ჯგუფური ეტაპი: 19, 20, 21, 23 იანვარი – კიოლნი (A-B), ჰერნინგი (C-D)

ნახევარფინალი: 25 იანვარი, ჰამბურგი

ფინალი: 27 იანვარი, ჰერნინგი

Leave a Reply