28/03/14 ახალგაზრდული ნაკრები მზადებას ასრულებს
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, 4-6 აპრილს ესპანეთში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირი აქვს. მეტოქეები არიან ესპანეთის, ნორვეგიისა და მონტენეგროს ოცწლამდელთა გუნდები. ფინალურ ეტაპზე, რომელიც 24 ივლისიდან 3 აგვისტომდე გაიმართება ავსტრიაში, 2 გუნდი გადის.
ამჟამად საქართველოს ნაკრები საწვრთნელ შეკრებაზეა, ხოლო დასრულების შემდეგ, ორშაბათს, 12:00, სპორტის სამინისტროში გამართავს პრესკონფერენციას, სადაც დასახელდება კიდეც საბოლოო შემადგენლობა.
ჯერჯერობით ვარჯიშობს 20 ხელბურთელი საქართველოს 6 კლუბიდან, საიდანაც შეირჩევა საუკეთესო 14. წვრთნას უძღვებიან ჯორჯე რაშიჩი, ბექა ორჯონიკიძე, ლევან გელაშვილი და მეკარეების მწვრთნელი ამირან კომახიძე.
გუნდი 2 აპრილს გაემგზავრება ესპანეთში.
ფოტო: ჯორჯე რაშიჩი
ახალგაზრდული ნაკრები
მეკარეები: ჯონი ცერცვაძე (1994, სტუ), არჩილ სამიტაშვილი (1994, თელავი), ზურაბ ცინცაძე (1996, პეგასი), ირაკლი ხიდეშელი (1996, სტუ)
უკანა სამეული: ზურაბ სიმონია (1994, სტუ), შალვა სტურუა (1994, სტუ), თემურ ორჯონიკიძე (1996, სტუ), ალექსანდრე ცხვარაშვილი (1996, პეგასი), გივი გიორგაძე (1996, იმედი), გიორგი ახალაძე (1995, ქუთაისი), ირაკლი ჩაფიძე (1994, სტუ)
გარემარბები: ზურაბ აბრამიშვილი (1994, სტუ), ირაკლი გოგოლაძე (1996, სტუ), ომიკო ალანია (1995, იმედი), იოსებ სამიტაშვილი (1994, თელავი), გიორგი დიხამინჯია (1997, პეგასი), ვლადიმერ ბაძაღუა (1996, პეგასი)
ხაზი: გიგა კოხრეიძე (1996, პეგასი), ჯაბა ხაჟომია (1996, სამტრედია), , ლაშა არსენაშვილი (1997, სტუ)
მწვრთნელები: ბექა ორჯონიკიძე, ლევან გელაშვილი, ჯორჯე რაშიჩი, ამირან კომახიძე
ევროპის 20წ ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი.
ოვიედო, ესპანეთი. 4-6 აპრილი, 2014
4 აპრილი, 19:45 საქართველო – მონტენეგრო
5 აპრილი, 21:15 საქართველო – ნორვეგია
6 აპრილი, 20:15 საქართველო – ესპანეთი