28/02/15 ოთხი ლიდერის ოთხი გამარჯვება

ქუთაისის სპორტის სასახლეში განახლდა ეროვნული ჩემპიონატი ხელბურთში. პირველ დღეს პირველ ოთხ ადგილზე მყოფმა გუნდმა გამარჯვებები მოიპოვა.

ლიდერმა, ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდმა 31-27 მოუგო ქარიშხალას, თუმცაღა, პირველი ტაიმის შემდეგ ბევრით იგებდა და გამარჯვებულის ვინაობა საეჭვო არ გამხდარა. ბათუმმა 55-22 დაამარცხა ფოთის ოქროს ვერძი, ხოლო იმედმა წინააღმდეგობა გაუწია მასპინძელ ქუთაისს – 30-34.

ყველაზე დაძაბული აღმოჩნდა სამტრედია-პეგასის შეხვედრა. პეგასმა დაიმატა მოთამაშე-მწვრთნელი ლევან გელაშვილი და მეორე ტაიმის შუაში 24-22 იგებდა კიდეც, მაგრამ სამტრედიამ ბოლო წუთებში გარდატეხა თამაში – 30-27.

ფინალურ ოთხეულში გსასვლელად 6 გუნდი იბრძვის. მართალია, პეგასი და ქარიშხალა დღევანდელი წაგეგების შემდეგ ცოტათი ჩამორჩნენ, მაგრამ ბრძოლა გაგრძელდება. კვირას ქუთაისში მეცხრე ტურის მატჩებია, რის შემდეგაც ჩემპიონატი ბათუმში გაგრძელდება 17 მარტს.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი.

ქუთაისის სპორტის სასახლე. 28 თებერვალი, 8 ტური

ბათუმი – ფოთი 55-22

ბათ: ცერცვაძე – ამირანაშვილი 15, გრიშიკაშვილი 9, სურმავა 6, რ. ჭანტურია 5, ვინოგრადსკი 5, გოგალაძე 4, ჯორბენაძე 4, აბრამიშვილი 3, ქარდავა 2, გამზარდია 2, ბერძენიშვილი, გოგიჩაიშვილი, ქავთარაძე, ვარშანიძე – მწვ. მ. ჭანტურია

ფოთ: გ. ჭანტურია, ზარგინავა – ალანია 9, მიქაძე 4, ბიბილეიშვილი 3, ჟვანია 3, ხუნჯუა 2, ბაჯალაძე 1, ზარქუა, გოგიშვილი, ნემსაია, სილაგაძე, ბერაია – მწვ. თ. ჭანტურია

სტუ – ქარიშხალა 31-27

სტუ: ა. სამიტაშვილი, მღებრიშვილი – გვაზავა 7, სტურუა 6, გოგოლაძე 5, აბაშიძე 3, მ. კობახიძე 3, ოსიყმაშვილი 3, ჭელიძე 2, ჩაკვეტაძე 2, ი. სამიტაშვილი, მაისაშვილი, ბეჟანიშვილი – მწვ. ი. კეკელიძე

ქარ: ხანდოლიშვილი, დ. მამულაშვილი – ბულბულაშვილი 13, არსენაშვილი 10, ბენდელიანი 2, დოლმაზაშვილი 2, ფერაძე, ლ. მამულაშვილი, კორაშვილი, სხვიტარიძე, ჭინჭარაძე, შევჩენკო, კვირკველია, ქურასბედიანი – მწვ. გ. ქობელაშვილი

სამტრედია – პეგასი 30-27

სამ: სამყურაშვილი, ხონელიძე – გ. იობაშვილი 8, თევზაძე 6, ნიკურაძე 6, გ. კობახიძე 5, ი. ნარსია 2, ხაჟომია 2, წივწივაძე 1, ელგანდაშვილი, ზურაბიანი, სიხარულიძე – მწვ. გ. ხელისუფალი

პეგ: ცინცაძე, დ. ნარსია – აბჟანდაძე 6, დიხამინჯია 6, ბაძაღუა 5, ცხვარაშვილი 3, ლეჟავა 2, ნ. მაისურაძე 2, გელაშვილი 1, ზარნაძე 1, კოხრეიძე 1, სახვაძე, გაწერელია, გიორგაძე – მწვ. ტ. კალანდაძე

იმედი – ქუთაისი 30-34

იმ: ხარაიშვილი, ლორია, ლილუაშვილი – ყორიაული 6, ზ. იობაშვილი 5, რუსტამოვი 5, მიქავა 5, ჩიკვილაძე 3, ზაალიშვილი 2, ბაინაზიშვილი 1, ჰუსეინოვი 1, თურქაძე 1, ბაზანოვი 1, გოზალოვი, მღებრიშვილი, გოგუა, მელაშვილი – მწვ. ზ. სამადაშვილი

ქუთ: ანდრიაძე, კუპატაძე – მერკვილაძე 7, კბილაშვილი 7, ყაველაშვილი 5, კვერნაძე 5, მათნაძე 4, ჩიხლაძე 3, უ. მაისურაძე 1, უ. კობახიძე 1, მამასახლისი 1, ჯუღელი, ქუთათელაძე – მწვ. ა. ბოყოჩაძე

მდგომარეობა-–თ–მ–ფ–წ——ბ——ქ

სტუ————–8—8—0—0–282-223-16

ქუთაისი———8—6—0—2–260-226-12

სამტრედია——8—5—1—2–276-234-11

ბათუმი———-8—5—0—3–270-223-10

———————————————–

პეგასი————8—3—1—4–228-216–7

ქარიშხალა——-8—3—0–5–238-255–6

იმედი————8—0—1—7–192-279–1

ფოთი————-8—0—1–7–232-322–1

1 მარტი, 9 ტური

11:00 ბათუმი – ქარიშხალა

12:30 იმედი – სამტრედია

14:00 სტუ – ფოთი

15:30 ქუთაისი – პეგასი

10, 11 ტური – 17-18 მარტი, ბათუმი

12, 13, 14 ტური – 1-3 აპრილი, თბილისი

5-8 ადგილები, კლასიფიკაცია – 7-9 მაისი, თბილისი

ოთხთა ფინალი – 15-16 მაისი, თბილისი

 

Leave a Reply