27/01/14 ლიტვას პლეიოფში რუსეთი შეხვდა
გუშინ, ევროპის ჩემპიონატის ფინალის წინ, გაიმართა მსოფლიოს 2015 წლის ჩემპიონატის წილისყრა. 18 ევროპული გუნდი დაწყვილდა და ივნისში მსოფლიო ჩემპიონატის 9 მონაწილეს გამოავლენს.
ლიტვის ნაკრები, რომლის შემდეგაც საქართველომ მეორე ადგილი დაიკავა შესარჩევ ჯგუფში, პლეიოფში რუსეთს შეხვდება. დანარჩენი წყვილები ასეთია: პოლონეთი – გერმანია, უნგრეთი – სლოვენია, ისლანდია – ბოსნია, შვედეთი – რუმინეთი, მაკედონია – საბერძნეთი, სერბეთი – ჩეხეთი, ავსტრია – ნორვეგია, ბელარუსი – მონტენეგრო.
თამაშები გაიმართება 7/8 და 14/15 ივნისს.
ევროპიდან მსოფლიო ჩემპიონატის საგზური უკვე მოიპოვეს ესპანეთმა, როგორც მსოფლიო ჩემპიონმა, ასევე ევროპის ჩემპიონატის დანარჩენმა სამმა ნახევარფინალისტმა – საფრანგეთმა დანიამ და ხორვატიამ.
გუშინ გაირკვა აფრიკის სამი საგზურის მფლობელიც. აფრიკის ჩემპიონი გახდა ალჟირი, მეორე ადგილზე გავიდა ტუნისი, მესამეზე – ეგვიპტე. ქალებში კონტინენტის პირველობა მოიგო ტუნისმა, მეორეზე გავიდა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, მესამეზე – ანგოლა. ორივე ტურნირი ალჟირში გაიმართა.
კაცების მსოფლიო ჩემპიონატი 2015 წლის იანვარში გაიმართება ყატარში.