24/04/14 წინ ქუთაისის გუნდი გავიდა
გლდანში მიმდინარე ხელბურთის ფედერაციის თასზე 1998-99 წლებში დაბადებულ ბიჭებს შორის, დღეს ერთპიროვნული ლიდერი გამოვლინდა. ესაა ქუთაისის გუნდი, რომელსაც 6 ქულა აქვს.
ქუთაისელებმა 26:3 დაამარცხეს ქარელი, ხოლო რუსთავმა, ვინც აქამდე უდანაკარგოდ იყო, წყალტუბოს გუნდთან წააგო – 14:23. შევარდენმა 20:14 მოუგო ლაგოდეხის გუნდს, რის შემდეგაც 3 შევარდენს, რუსთავსა და წყალტუბოს 4-4 ქულა დაუგროვდათ. სამივე გუნდი იბრძვის პირველი ადგილისთვის.
პარასკევს ლიდერთა ოთხეულიდან ერთმანეთს ეთამაშებიან ქუთაისი და შევარდენი. შეჯიბრება შაბათს დასრულდება.
ფედერაციის თასი. დასკვნითი ტური. გლდანი
24 აპრილი
შევარდენი – ლაგოდეხი 20:14
ქარელი – ქუთაისი 3:26
რუსთავი – წყალტუბო 14:23
მდგომარეობა: ქუთაისი 6 ქულა, წყალტუბო 4, რუსთავი 4, შევარდენი 4, ლაგოდეხი 0, ქარელი 0
25 აპრილი
12:00 წყალტუბო – ქარელი
13:30 ქუთაისი – შევარდენი
15:00 ლაგოდეხი – რუსთავი
26 აპრილი
12:00 ქარელი – ლაგოდეხი
13:30 წყალტუბო – შევარდენი
15:00 რუსთავი – ქუთაისი