23/11/15 ორი ლიდერი უცვლელია

ხელბურთის ჩემპიონთა ლიგაში, კაცთა ტურნირზე, ისევ პარი სენ ჟერმენი და ბარსელონა ლიდერობენ, ხოლო ქალებში გაირკვა მეორე ჯგუფური ეტაპის მონაწილე 12 გუნდი.

სენ-ჟერმენმა ზედიზედ მეორედ, უკვე შინ დაამარცხა ბუნდესლიგის ჩემპიონი, კილი – 37-30, ხოლო ბარსელონამ ამჯერად სტუმრად მოუგო სკოპიეს ვარდარს – 27-25.

ქალთა ტურნირში პირველი ჯგუფური ეტაპი დასრულდა და შედგა მეორე ეტაპის ორი ჯგუფი, რომელსაც ლიდერობენ 205 წლის ჩემპიონი, მონტენეგროს ბუდუჩნოსტი და რუსეთის როსტოვი. აქ ერთი თამაში, ფლური ლუარე-ტიურინგერი, საფრანგეთის ტერაქტების გამო თავის დროზე გადაიდო. ეს თამაში 6 იანვარს გაიმართება და ორ დღეში დაიწყება კიდეც მეორე ჯგუფური ეტაპი, სადაც გუნდები 6 ტურს გამართავენ და მეოთხედფინალის მონაწილეებს გამოავლენენ.

კაცები. 8 ტურის მიმოხილვა: http://www.ehftv.com/int/video/rewind-episode-08

ქალები. 6 ტურის მიმოხილვა: http://www.ehftv.com/int/video/rewind-women-episode-06

ჩემპიონთა ლიგა 2015-16. კაცები. ჯგუფური ეტაპის 8 ტური. 1822 ნოემბერი

A ჯგუფი

ვესპრემი (უნგ, 13 ქულა) – ცელიე (სლნ, 2) 34-28

სულიჩი 8, ილიჩი 7 – ივიჩი, ზარაბეცი 6

ბეშიქთაში (თურ, 2) – ვისლა პლოცკი (პოლ, 7) 28-39

ზაგრები (ხორ, 6) – ფლენზბურგი (გერ, 12) 23-30

შებეტიჩი 8 – სვანი 7, გლანდორფი 5

პსჟ (საფ, 14) – კილი (გერ, 8) 37-30

ნ. კარაბატიჩი 8. ჰანსენი 7 – დისინგერი, ვუინი 6

B ჯგუფი

რაინნეკარ ლიოვენი (გერ, 11)  – მონპელიე (საფ, 4) 25-21

გრიოცკი 5, გენსჰაიმერი 4 – დოლენეცი 5

კრისტიანსტადი (შვდ, 4) – პიკ სეგედი (უნგ, 10) 32-34

ჯამალი 10 – ბომბაცი 13

ვარდარ სკოპიე (მკდ, 10) – ბარსელონა (ესპ, 13) 25-27

გორბოკი 5 – ჟალუზი 8, ტომასი 7

კელცე (პოლ, 10) – კოლდინგი (დან, 2) 33-31

ბელეცკი 8, მ. იურეცკი 6 – სპელერბერგი 10

A და B: გამარჯვებული გადის მეოთხედფინალში, 2-6 ადგილები – მერვედფინალში

C ჯგუფი

ჩეხოვსკიე მედვედი (რუს, 6) – ვოივოდინა (სრბ, 4) 34-30

პორტუ (პორ, 12) – ლოგრონიო ლა რიოხა (ესპ, 12) 35-31

მეშკოვ-ბრესტი (ბლრ, 12) 26-35  – ტატრან პრეშოვი (სლკ, 2) 32-26

D ჯგუფი

შაფჰაუზენი (შვც, 7) – მეტალურგ სკოპიე (მკდ, 4) 27-17

მოტორ ზაპოროჟიე (უკრ, 12) – ბაია მარე (რუმ, 9) 25-23

სკიერნი (დან, 11) – ელვერუმი (ნორ, 3) 34-29

C და D: ორ-ორი საუკეთესო ჯვარედინად შეხვდება ერთმანეთს დამატებით რაუნდში და 2 გამარჯვებული გავა მერვედფინალში

9 ტური: 2529 ნოემბერი

ჩემპიონთა ლიგა 2015-16. ქალები

1 ჯგუფური ეტაპის 6 ტური. 14-16 ნოემბერი

A ჯგუფი

კრიმ მერკატორი (სლნ, 0) – როსტოვი (რუს, 12) 31-36

ლარვიკი (ნორ, 8) ბაია მარე (რუმ, 4) 27-22

B ჯგუფი

ტიურინგერი (გერ, 5) – პოდრავკა (ხორ, 1) 29-19

ფერენცვაროში (უნგ, 11) – ფლური ლუარე (საფ, 5) 36-23

6 იანვარი: ფლური ლუარე – ტიურინგერი

C ჯგუფი

ვარდარ სკოპიე (მკდ, 8) – ჰიპო ნიდეროსტერრაიხი (ავს, 0) 35-27

მიდტიულანდი (დან, 7) – დიორი (უნგ, 7) 22-22

D ჯგუფი

ბუდუჩნოსტი (მნტ, 11) – ლიუბლინი (პოლ, 0) 29-25

CSM ბუქარესტი (რუმ, 9) – სევეჰოფი (შვდ, 4) 27-22

მეორე ჯგუფური ეტაპი დაიწყება 6 იანვარს

A ჯგუფი

როსტოვი 8 ქულა, ფერენცვაროში 7, ლარვიკი 4, ფლური ლუარე 2 (3), ტიურინგერი 1 (3), ბაია მარე 0

B ჯგუფი

ბუდუჩნოსტი 7, ბუქარესტი 5,  დიორი 5, ვარდარი 4, მიდტიულანდი 3, სევეჰოფი 0

Leave a Reply