23/02/15 ბოლო საგზური ოლბორგმა მოიპოვა

დასრულდა ვაჟთა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი. ბოლო სამი საგზური მოიპოვეს ესპანეთის ლა რიოხა ლოგრონიომ, საფრანგეთის დიუნკერკმა და დანიის ოლბორგმა. სამშაბათს მერვედფინალის წილისყრაა.

A ჯგუფში ყველაფერი მარტივად გადაწყდა – ბელარუსის მეშკოვ ბრესტი სტუმრად დამარცხდა გერმანიის კილთან 22-32 და მეოთხე ადგილი ლა რიოხას დაუთმო.

D ჯგუფში 6-6 ქულა ჰქონდა 4 გუნდს და ბოლო ტურს მათ შორის 2 საუკეთესო გამოევლინა. ერთი საგზური მოიპოვა დიუნკერკმა, რომელმაც შინ უშუალო კონკურენტი შაფჰაუზენი 29-25 დაამარცხა. ზაპოროჟიეს მოტორი კიევში პირველი ტაიმის შემდეგ 19-10 უგებდა პოლონეთის კელცეს, რომელსაც იქამდე 9 მატჩიდან 9 მოგება ჰქონდა. მეორე ტაიმში სტუმრები ამუშავდნენ, 7 გოლი გაიტანა კაროლ ბელეცკიმ და უკრაინელთა უპირატესობა ბოლო წუთის დაწყების წინ 1 ბურთამდე დავიდა. მოტორს, როგორც შემდეგ გაირკვა, ფრეც აწყობდა, მაგრამ ბოლო წუთზე ორი გოლი გაუშვა და 27-28 წააგო. მიუხედავად ამისა,  ზაპოროიჟეს ბოლო მატჩამდე რჩებოდა მერვედფინალში გასვლის კარგი შანსი – რადგანაც უკეთესი პირადი ბალანსი ჰქონდა ოლბორგთანაც და შაფჰაუზენთანაც. ოლბორგი უნგრეთში თამაშობდა პიკ სეგედთან, დასრულებამდე 55 წამით ადრე გაათანაბრა ანგარიში (23-23) და ერთი ქულით გაასწრო მოტორს.

საბოლოოდ, მერვედფინალში გავიდა გერმანიისა და საფრანგეთის სამივე გუნდი, 2-2 კლუბი ეყოლებათ პლეიოფში უნგრეთს, ესპანეთს, პოლონეთსა და  დანიას, თითო – ხორვატიასა და მაკედონიას.

ჩემპიონთა ლიგა 2014-15

კაცები. ჯგუფური ეტაპი. ბოლო ტური, 18-22 თებერვალი

A ჯგუფი

კილი (გერ) – მეშკოვ-ბრესტი (ბლრ) 33-22

ლა რიოხა (ესპ) – პსჟ (საფ) 35-33

მეტალურგ სკოპიე (მკდ) – ზაგრები (ხორ) 20-22

კილი 18 ქულა, პსჟ 12, ზაგრები 12, ლა რიოხა 9 / მეშკოვ-ბრესტი 6  მეტალურგი 3

B ჯგუფი

ბეშიქთაში (თურ) ბარსელონა (ესპ) 25-29

კოლდინგი (დან) – ალინგსასი (დან) 34-33

ვისლა პლოცკი (პოლ) – ფლენზბურგი (გერ) 31-29

ბარსელონა 17, კოლდინგი 14, პლოცკი 13, ფლენზბურგი 12 / ბეშიქთაში 2, ალინგსასი 2

C ჯგუფი

ცელიე (სლნ)- ჩეხოვსკიე მედვედი (რუს) 29-25

ლიოვენი (გერ) – ვარდარი (მკდ) 28-35

მონპელიე (საფ) – ვესპრემი (უნგ) 20-34

ვესპრემი 18, ვარდარი 15, ლიოვენი 12, მონპელიე 8 / ცელიე 6, მედვედი 1

D ჯგუფი

მოტორ ზაპოროჟიე (უკრ) – კელცე (პოლ) 27-28

დიუნკერკი (საფ) – შაფჰაუზენი (შვც) 29-25

სეგედი (უნგ) – ოლბორგი (დან) 23-23

კელცე 20, სეგედი 12, დიუნკერკი 8, ოლბორგი 7 / ზაპოროჟიე 6, შაფჰაუზენი 6

ფოტო: ლიოვენი-ვარდარი

Leave a Reply