21/10/13 ბარსელონამ პსჟ დაამარცხა

ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში ბარსელონამ სტუმრად დაამარცხა პსჟ – 33:29.

პარიზში მასპინძლები 5:1 დაწინაურდნენ, მაგრამ ჩავი პასკუალის დროული ტაიმაუტის შემდეგ ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. ტაიმი ფრედ მორჩა – 17:17. მეორე ნახევარში, მესამე გაძევების გამო წითელი ბარათი მიიღო პარიზელთა დაცვის ლიდერმა, იაკოვ გოიუნმა – მასპინძლებს 6 წუთი მოუწიათ ნაკლებობაში თამაშმა და ვეღარ გაუძლეს ნიკოლა კარაბატიჩისა და კირილ ლაზაროვის შეტევებს – 29:33.

ბარსელონა 7 ქულით ლიდერობს თავის ჯგუფს, სხვა ჯგუფებში კი ოთხიდან 4 მოგებით წინ არიან უნგრული ვესპრემი, შარშანდელი ჩემპიონი ჰამბურგი და პოლონეთის კილცე. ქალებში უდანაკარგო 2 გუნდია – თასის მფლობელი დიორი ეტო და მიდტიულანდი.

ჩემპიოთა ლიგის ტურნირს ქალები 2 ნოემბერს განაახლებენ, კაცები – 14 ნოემბერს.

ჩემპიონთა ლიგა 2013-14. კაცები. ჯგუფური ეტაპი.

4 ტური. 1620 ოქტომბერი

A ჯგუფი

17 ოქტ: მოტორ ზაპოროჟიე (უკრ) ცელიე ლაშკო (სლნ) 29:32

17 ოქტ: რეინ–ნეკარი (გერ)სტ. პეტერბურგი (რუს) 31:17

20 ოქტ: ოსიგურანიე ზაგრები (ხორ) – ვესპრემი (უნგ) 22:33

ვესპრემი 8 ქულა, რეინ–ნეკარი 5, ცელიე, ზაგრები 4 / ზაპოროჟიე 3, სტ. პეტერბურგი 0

B ჯგუფი

19 ოქტ: ტარგი კილცე (პოლ) – კილი (გერ) 34:29

20 ოქტ: პორტუ (პორ) – დიუნკერკი (საფ) 22:21

20 ოქტ: კოლდინგი (დან) – ვისლა პლოცკი (პოლ) 23:22

კილცე 8, კოლდინგი, კილი 6, ვისლა 2 / პორტუ 2, დიუნკერკი 0

C ჯგუფი

19 ოქტ: ვაკერ თიუნი (შვც) – ვარდარ სკოპიე (მკდ) 24:27

20 ოქტ: პსჟ (საფ) – ბარსელონა (ესპ) 29:33

20 ოქტ: მეტალურგ სკოპიე (მკდ) – დინამო მინსკი (ბლრ) 33:29

ბარსელონა 7, მეტალურგი 6, ვარდარი, დინამო 4 / პსჟ 3, თიუნი 0

D ჯგუფი

16 ოქტ: გორენიე ველენიე (სლნ) ოლბორგი (დან) 25:30

17 ოქტ: ჰამბურგი (გერ) დროტ ჰალმსტადი (შვდ) 39:30

19 ოქტ: ლოგრონიო ლა რიოხა (ესპ) ფლენზბურგი (გერ) 32:32

ჰამბურგი 8, ფლენზბურგი 7, ოლბორგი 4, ლოგრონიო 2 / გორენიე 2, ჰალმსტადი 1

მერვედფინალში გადის 4–4 გუნდი

––––––––––––––––

ჩემპიონთა ლიგა 2013-14. ქალები. პირველი ჯგუფური ეტაპი.

3 ტური. 19-20 ოქტომბერი

A ჯგუფი

19 ოქტ: ბაია მარე (რუმ) – ჰიპო ნიდეროსტერრაიხი (ავს) 24:23

20 ოქტ: ტიურინგერი (გერ) – დიორი ეტო (უნგ) 25:33

დიორი 6, ტიურინგერი 2 / ჰიპო, ბაია მარე 2

B ჯგუფი

20 ოქტ: ფერენცვაროში (უნგ) – ლიუბლინი (პოლ) 40:25

20 ოქტ: მიდტიულანდი (დან) – ბუდუჩნოსტი (მნტ) 21:19

მიდტიულანდი 6, ფერენცვაროში 4 / ბუდუჩნოსტი 2, ლიუბლინი 0

C ჯგუფი

19 ოქტ: ლაიპციგი (გერ) – სევეჰოფი (შვდ) 28:34

20 ოქტ: მეცი (საფ) – კრიმ მერკატორი (სლნ) 21:20

კრიმი 4, სევეჰოფი 4 / მეცი 2, ლაიპციგი 2

D ჯგუფი

19 ოქტ: ვარდარ სკოპიე (მკდ) – პოდრავკა ვეგეტა (ხორ) 39:26

20 ოქტ: ბალონმანო ბერა ბერა (ესპ) – ლარვიკი (ნორ) 17:27

ვარდარი 5, ლარვიკი 5 / პოდრავკა 2, ბალონმანო 0

მეორე ჯგუფურ ეტაპზე გადის 2–2 გუნდი

Leave a Reply