20/10/13 ჩემპიონთა ლიგის მორიგი მატჩები
6 მატჩი გაიმართა ხელბურთის ჩემპიონთა ლიგაში. ყველაზე საინტერესო იყო კაცების B ჯგუფში პოლონური ტარგი კილცესა და გერმანული კილის თამაში.
ორივე გუნდი უდანაკარგოდ მიდიოდა. პოლონელებმა მეოთხე მატჩიც მოიგეს – 34:29 და ერთპიროვნულად გალიდერდნენ. ოთხიდან 4 მოგება პოლონელთა გარდა თასის მფლობელ ჰამბურგს აქვს, ხვალ ამავე შედეგის გამეორება შეუძლია უნგრულ ვესპრემს. დღეს პირველი ქულა დაკარგა გერმანულმა ფლენზბურგმა, ვინც ესპანეთში, ლა რიოხასთან ფრედ ითამაშა 32:32.
ხვალ ქალთა და კაცთა ტურნირებზე 5–5 მატჩია. ქალები პირველ წრეს ასრულებენ.
ჩემპიონთა ლიგა 2013-14. კაცები. ჯგუფური ეტაპი.
4 ტური. 16–20 ოქტომბერი
B ჯგუფი
19 ოქტ: ტარგი კილცე (პოლ) – კილი (გერ) 34:29
20 ოქტ, 17:00 პორტუ (პორ) – დიუნკერკი (საფ)
20 ოქტ, 19:00 კოლდინგი (დან) – ვისლა პლოცკი (პოლ)
კილცე 8, კილი 6, კოლდინგი, ვისლა 4 / დიუნკერკი, პორტუ 0
C ჯგუფი
19 ოქტ: ვაკერ თიუნი (შვც) – ვარდარ სკოპიე (მკდ) 24:27
20 ოქტ, 19:00 პსჟ (საფ) – ბარსელონა (ესპ)
20 ოქტ, 20:00 მეტალურგ სკოპიე (მკდ) – დინამო მინსკი (ბლრ) –
ბარსელონა 5, დინამო, მეტალურგი, ვარდარი 4 / პსჟ 3, თიუნი 0
D ჯგუფი
16 ოქტ: გორენიე ველენიე (სლნ) – ოლბორგი (დან) 25:30
17 ოქტ: ჰამბურგი (გერ) – დროტ ჰალმსტადი (შვდ) 39:30
19 ოქტ: ლოგრონიო ლა რიოხა (ესპ) – ფლენზბურგი (გერ) 32:32
ჰამბურგი 8, ფლენზბურგი 7, ოლბორგი 4, გორენიე 2 / ლოგრონიო 2, ჰალმსტადი 1
A ჯგუფი
17 ოქტ: მოტორ ზაპოროჟიე (უკრ) – ცელიე ლაშკო (სლნ) 29:32
17 ოქტ: რეინ–ნეკარი (გერ) – სტ. პეტერბურგი (რუს) 31:17
20 ოქტ, 20:00 ოსიგურანიე ზაგრები (ხორ) – ვესპრემი (უნგ)
ვესპრემი 6 ქულა, რეინ–ნეკარი 5, ზაგრები, ცელიე 4 / ზაპოროჟიე 3, სტ. პეტერბურგი 0
მერვედფინალში გადის 4–4 გუნდი
––––––––––––––––
ჩემპიონთა ლიგა 2013-14. ქალები. პირველი ჯგუფური ეტაპი.
3 ტური. 19-20 ოქტომბერი
A ჯგუფი
19 ოქტ: ბაია მარე (რუმ) – ჰიპო ნიდეროსტერრაიხი (ავს) 24:23
20 ოქტ, 18:00 ტიურინგერი (გერ) – დიორი ეტო (უნგ)
დიორი 4, ტიურინგერი 2 / ბაია მარე, ჰიპო 2
C ჯგუფი
19 ოქტ: ლაიპციგი (გერ) – სევეჰოფი (შვდ) 28:34
20 ოქტ, 21:00 მეცი (საფ) – კრიმ მერკატორი (სლნ)
კრიმი 4, სევეჰოფი 4 / ლაიპციგი 2, მეცი 0
D ჯგუფი
19 ოქტ: ვარდარ სკოპიე (მკდ) – პოდრავკა ვეგეტა (ხორ) 39:26
20 ოქტ, 14:15 ბალონმანო ბერა ბერა (ესპ) – ლარვიკი (ნორ)
ვარდარი 5, ლარვიკი 3 / პოდრავკა 2, ბალონმანო 0
B ჯგუფი
20 ოქტ, 16:00 ფერენცვაროში (უნგ) – ლიუბლინი (პოლ)
20 ოქტ, 17:15 მიდტიულანდი (დან) – ბუდუჩნოსტი (მნტ)
მიდტიულანდი 4, ბუდუჩნოსტი 2 / ფერენცვაროში 2, ლიუბლინი 0
მეორე ჯგუფურ ეტაპზე გადის 2–2 გუნდი