IHFL

IHF ერთა ჩემპიონატის ლოგო შერჩეულია

2019 წლის 8-16 ივნისს თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის ერთა ჩემპიონატი კაცთა ეროვნულ გუნდებს შორის. მასში მონაწილეობას მიიღებს 12 ქვეყნის ნაკრები, რომელთაგან ექვსი ევროპიდან იქნება, ხოლო ექვსიც აფრიკიდან, აზიიდან, ჩრდილოეთ და ცენტრალური ამერიკიდან, სამხრეთ ამერიკიდან და კარიბეთიდან.

მონაწილეთა შორისაა მასპინძელი საქართველოს ნაკრებიც.
ევროპული გუნდებისთვის ჩემპიონატს დამატებითი მნიშვნელობაც აქვს: ის ევრო 2022-ის შესარჩევი შეჯიბრების ეტაპია.

საქართველოს ხელბურთის ფედერაციამ ჩაატარა ტურნირის ლოგოს კონკურსი, რომელსაც ოცდაათამდე ქართველი დიზაინერი გამოეხმაურა. კონკურსში წარმოდგენილი იყო არაერთი საინტერესო ვერსია, რომელთაგან ჟიურიმ თამარ წიქარიძის ნამუშევარი ამოარჩია.

IHFL

წიქარიძის ლოგო IHF-ის ფერებშია შესრულებული და ის ერთდროულად წარმოადგენს როგორც ხელბურთის ბურთს, ასევე გლობუსს, რაც შეჯიბრების მსოფლიო მასშტაბზე მიგვითითებს.

 

Leave a Reply