20/04/15 თევზაძე და რუსია ჩელენჯ კაპის ფინალში

ქართველი ხელბურთელების რუმინული კლუბი, ოდორჰეი ევროპული ჩელენჯ კაპის ფინალშია. რუსია მეორე მატჩშიც საუკეთესო იყო მოედანზე 8 გოლით, გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მეკარე თევზაძემ, ოდორჰეიმ კი სტუმრადაც დაამარცხა ლისაბონის ბენფიკა – 27-25 (პირველი მატჩი – 31-29).

ორივე ქართველი იყო სასტარტო შვიდეულში. ტაიმი ბენფიკამ მოიგო ზუსტად იმდენით, რამდენითაც წაგებული ჰქონდა პირველი მატჩი – 15-13. ოდორჰეი პირველად გავიდა წინ 36-ე წუთზე 16-15 და 44-ე წუთამდე სხვაობა ოთხამდე აიყვანა – 20-16. ამ მონაკვეთში ოთხიდან ორი გოლი რუსიამ გაიტანა. ის ბენფიკასთან ორივე მატჩში ყველაზე შედეგიანი იყო 8-8 გოლით, ხოლო მთელ ტურნირზე 43 გოლი დაუგროვდა.

ფინალში რუმინული კლუბის მეტოქე იქნება მეორე პორტუგალიური კლუბი, ბრაგა, ვინც ორი მატჩის ჯამში მოუგო ნორვეგიის სტორდს – 25-18, 25-27. თამაშები 16 და 23 მაისს გაიმართება.

ოდორჰეი – ბენფიკა 31-29

პირველი მატჩის მიმოხილვა

https://www.youtube.com/watch?v=GOFEGI2mfuY

ოდ: თევზაძე, საბო, ორბანი – რუსია 8, ონიეჯეკვე 7, მიჰალჩა 4, რამბა 4, კუზმანოვსკი 3, მაინოვი 3, შიპოში 1, ტალაში 1 – ბენფიკა: არეია 8, ბორაგანი 6

ბენფიკა – ოდორჰეი 25-27

ოდ: თევზაძე, საბო, ორბანი – რუსია 8, რამბა 5, ფერენცი 3, ონიეჯეკვე 3, კუზმანოვსკი 2, შიპოში 2, კომპორაი 1, მიჰალჩა 1, სასი 1, ტალაში 1 – ბენფიკა: არეია 8, კარნეირო 4

Leave a Reply