EHFChampionshipW17_GEO21_Landscape_RGB

19/12/15 ფინალში ნორვეგია და ჰოლანდია გავიდნენ

ქალ ხელბურთელთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში კვირას ითამაშებენ ჰოლანდია და ნორვეგია, ბრინჯაოს მედლისთვის – პოლონეთი და რუმინეთი.

ხელბურთი. ქალთა 22-ე მსოფლიო ჩემპიონატი. დანია, 5-20 დეკემბერი

ნახევარფინალი, 18 დეკემბერი, ჰერნინგი

ჰოლანდია – პოლონეთი 30-25

ჰოლ: ვესტერი 12/31, ვან დერ ვალი 1/7 – პოლმანი 11/6, ხროოტი 7/5 + 6 პასი, ბროკი 6/5, აბინგჰი 7/3, გოოსი 5/3, ვან დერ ჰაიდენი 5/2, კნიპერბორგი 3/2, ჰუქსტრა 2/1, სნელდერი 1/1, დულფერი 1/1 + 4 ბლოკი + 2 ჩაჭრა, ბონტი 1/1, მალეშტაინი 3/0

პოლ: ვისოკინსკა 4/16, გავლიკი 11/29 – კუდლაჩი 11/5, კობილინსკა 10/4, ნეძვეძი 8/4, კულვინსკა 4/4. ზალევსკა 4/3, კოცელა 3/3, ბიზდრა 6/1, ზიხი 2/1, სტასიაკი 1/0, ლაბუდა 1/0, სტახოვსკა, სადეი

პოლონეთი ამ თამაშში წინ გავიდა ერთადერთხელ, პირველ წუთზე, როდესაც კულვინსკამ ანგარიში გახსნა. ჰოლანდია მალე დაწინაურდა და სხვაობას მუდმივად ზრდიდა, ვიდრე 35-ე წუთზე ანგარიში 18-9 არ გახდა.

ჰოლანდია ყველაზე დაბალანსებული გუნდია ამ ჩემპიონატზე. ჰყავთ ლიდერები, მეკარე ვესტერი, მარცხენა ინსაიდი პოლმანი და გამთამაშებელი ხროოტი, მაგრამ მთავარი მათთვის სწრაფი და გუნდური თამაშია, მწვრთნელი ჰენკ ხრუნერი ათამაშებს ყველას და თითქმის ყველა პოზიციაზე ჰყავს 2-2 თანაბარი ძალის ხელბურთელი. ჰოლანდია ყველაზე ახალგაზრდული გუნდიცაა – საშუალო ასაკი 24 წელია. მაქსიმუმი, რაც პოლონეთმა მათ წინააღმდეგ მოახერხა, 57-ე წუთზე სხვაობის სამ ბურთამდე დაყვანა იყო – 24-27.

ნორვეგია – რუმინეთი 35-33 (დ.დ, 27-27)

ნორ: გრიმსბო 8/30, ს. სოლბერგი 3/14 – მორკი 14/8 + 6 პასი, ოფტედალი 8/6 + 6 პასი, კრისტიანსენი 9/6, ლოკე 6/5, ჰერემი 5/4, სკოგრანდი 3/2, ოლსტადი 2/2, კურტოვიჩი 4/1, შ. სოლბერგი 1/1, მოლიდი, ვიბე

რუმ: უნგურიანუ 11/42, მუნტიანუ 0/4 – ნიაგუ 17/8 + 4 პასი, ნეკიტა 8/6, მანია 7/6, ბუჩესკი 8/4, არდიან-ელისეი 4/3, ჯეიჯერი 5/3, პერიანუ 2/2, ბრადიანუ 5/1, სუჩი, მარინი

რუმინეთმა ზედიზედ მეორედ ითამაშა დამატებითი დრო და ამჯერად დამარცხდა. ნორვეგია თითქმის უცვლელი ექვსეულით უტევდა და რამდენიმე მოთამაშემ თითქმის 70 წუთი ითამაშა, მაგრამ ბოლომდე გაძლო. მათი მთავარი ძალა იყო უკანა სამეული, კრისტენსენი-ოფტედალი-მორკი და პივოტი ლოკე.

21-ე წუთზე მაქსიმალური სხვაობა, 14-10 დაფიქსირდა ნორვეგიის სასარგებლოდ, მაგრამ ოთხბურთიანი სპურტის შემდეგ, 44-ეზე, რუმინეთი წინ გავიდა, 21-20, ქრისტინა ნიაგუს წყვილი გოლის შემდეგ კი – 23-21, 49-ე წუთზე. ეს ნიაგუს ბოლო გოლები აღმოჩნდა თამაშში. რუმინელთა ლიდერს პერსონალურად არავინ იყვანდა, მაგრამ ბოლოსთვის დაიღალა, თუმცა, მას პარტნიორებიც კარგი ჰყავს – უკანახაზელები ბუჩესკი, ბრადიანუ, ჯეიჯერი, პივოტი მანია, გარემარბები ნეკიტა და არდიანი, მეკარე უნგურიანუ.

დასრულებამდე 4 წუთით ადრე ნორვეგია 27-26 იგებდა, როცა უნგურიანუმ მორკის შვიდმეტრიანი მოიგერია, საპასუხო შეტევაში კი ჯეიჯერმა გაათანაბრა. ძირითად დროში ბოლო შეტევა რუმინეთს ჰქონდა, მაგრამ არდიან-ელისეიმ შორიდან ვერ გაიტანა.

ოვერტაიმის მე-7 წუთზე ნორვეგია 3 ბურთით გავიდა წინ და თითქოს ყველაფერი დასრულდა – 32-29. მაგრამ გაიტანა ბრადიანუმ, დაცვაში სათამაშოდ გამოსულმა პერიანუმ კი ნორვეგიელებს ცენტრში მოპარა ბურთი, გარღვევაში გოლიც შეაგდო და ოფტედალიც გააძევებინა – 31-32, დარჩენილი იყო 2 წუთი და 20 წამი, საიდანაც 2 წუთი ნორვეგიას რიცხვნაკლულს უნდა ეთამაშა.

აქ ყველაფერი გადაწყვიტა ნორა მორკმა, რომელმაც ინდივიდუალური გარღვევის შემდეგ მარჯვენა კუთხიდან დაუჯერებელი გოლი შეაგდო. საპასუხო შეტევაში მანიამ სხვაობა ისევ დაიყვანა ერთ გოლამდე (32-33). ოლსტადის შვიდმეტრიანი და 34-32 დასრულებამდე ზუსტად წუთით ადრე. 69:18 – ნეკიტა, 33-34. ნორვეგიამ ბოლომდე შეინარჩუნა ბურთი და დასრულებამდე 3 წამით ადრე კამილა ჰერემმა ბოლო გოლი გაიტანა – 35-33.

ნორვეგია ფინალშია და თუ კვირას მოიგო, ტრიპლს შეასრულებს – ერთდროულად იქნება ოლიმპიური, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი.

5-8 ადგილები

რუსეთი – საფრანგეთი 31-25, დანია – მონტენეგრო 28-20

ფინალი, 20 დეკემბერი, ჰერნინგი

20:15 – 1-2. ჰოლანდია – ნორვეგია

17:45 – 3-4. პოლონეთი – რუმინეთი

15:15 – 5-6. დანია – რუსეთი

12:45 – 7-8. მონტენეგრო – საფრანგეთი

პირდაპირი რეპორტაჟები:

http://www.ihf.info/en-us/ihfcompetitions/worldchampionships/womensworldchampionships/womensworldchampionshipden2015/livestreaming.aspx

ვიდეო: მეოთხედფინალის 5 საუკეთესო მომენტი

https://www.youtube.com/watch?v=Wd1tDcplTic&list=PLrE0WHJbMDM3GkQMbFrI2Cf8j6RGv80I2&index=87

Leave a Reply