19/10/ ბარსელონამ ბოლო წამზე გაათანაბრა

ხელბურთის ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში პირველად დამარცხდა ლიდერი, სკოპიეს ვარდარი, ხოლო ბარსელონამ ბოლო წამზე გაათანაბრა ანგარიში პოლონეთში.

კელცე დასრულებამდე 4 წამით ადრე საკუთარ მოედანზე 30-29 იგებდა, მაგრამ ორი მოთამაშე ჰყავდა გაძევებული, რაც გამოიყენეს ესპანელებმა და იესპერ ნოდესბომ ზედ სირენის წინ გაათანაბრა ანგარიში.

ვარდარი სტუმრად დამარცხდა კოლდინგთან, 31-33 მაკედონიელებისთვის ეს პირველი დაკარგული ქულები იყო, ხოლო დანიელებს აქამდე ქულა არ ჰქონიათ. ვარდარი მაინც ინარჩუნებს ლიდერობას B ჯგუფში, საიდანაც პირველ ადგილზე გასული გუნდი პირდაპირ მეოთხედფინალში გადის. A ჯგუფში ლიდერობს უნგრეთის ვესპრემი, რომელმაც შინ დაამარცხა გერმანიის ჩემპიონი კილი – 29-27.

დაიწყო ქალთა ტურნირიც. პირველ ტურში მოიგო მოქმედმა ჩემპიონმა ბუდუჩნოსტმა, ასევე, წინა ორი წლის გამარჯვებულმა, უნგრეთის დიორმა, რომელსაც ერთწლიანი შესვენების შემდეგ დაუბრუნდნენ ლიდერები – ანიტა გორბიცი და ედუარდა ამორიმი.

კაცები. მე-5 ტურის მიმოხილვა: http://www.ehftv.com/int/video/2015-10-18-rewind-episode-05

ქალები. პირველი ტურის მიმოხილვა: http://www.ehftv.com/…/v…/2015-10-18-rewind-women-episode-01

ჩემპიონთა ლიგა 2015-16. კაცები. ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტური. 14-18 ოქტომბერი

A ჯგუფი

ფლენზბურგი (გერ, 6 ქულა) – ბეშიქთაში (თურ, 0) 33-25

ეგერტი 10 – დიონე 7

ვესპრემი (უნგ, 9) – კილი (გერ, 6) 29-27

გუიაში, ილიჩი 5 – დუვნიაკი 7, დისინგერი 5

ზაგრები (ხორ, 6) – ვისლა პლოცკი (პოლ, 3) 29-25

სტეპანჩიჩი 8 – ზელენოვიჩი 8, როშა 6

ცელიე (სლნ, 2 ქულა) პსჟ (საფ, 8) 30-32

ივიჩი 8 – ნ. კარაბატიჩი 8, ჰანსენი 8

B ჯგუფი

მონპელიე (საფ, 4) – კრისტიანსტადი (შვდ, 2) 30-26

დოლენეცი 8 – ბიორნსენი 8

რაინნეკარ ლიოვენი (გერ, 7) – პიკ სეგედი (უნგ, 4) 30-26

შმიდი 7, გენსჰაიმერი 6 – ბალოგი, ბომბაჩი 5

კელცე (პოლ, 6) – ბარსელონა (ესპ, 7) 30-30

მ. იურეცკი 7 – ლაზაროვი 7, გურბინდო 5

კოლდინგი (დან, 2) – ვარდარ სკოპიე (მკდ, 8) 33-31

ლ. ანდერსონი 9 – დიბიროვი, მაკედა 7

A და B: გამარჯვებული გადის მეოთხედფინალში, 2-6 ადგილები – მერვედფინალში

C ჯგუფი

პორტუ (პორ, 8) – მეშკოვ-ბრესტი (ბლრ, 6) 29-28

ვოივოდინა (სრბ, 4) – ლოგრონიო ლა რიოხა (ესპ, 8) 26-31

ტატრან პრეშოვი (სლკ, 2) – ჩეხოვსკიე მედვედი (რუს, 2) 27-21

D ჯგუფი

შაფჰაუზენი (შვც, 3) – სკიერნი (დან, 8) 24-30

ბაია მარე (რუმ, 6) – მეტალურგ სკოპიე (მკდ, 4) 21-20

ელვერუმი (ნორ, 3)- მოტორ ზაპოროჟიე (უკრ, 6) 29-30

C და D: ორ-ორი საუკეთესო ჯვარედინად შეხვდება ერთმანეთს დამატებით რაუნდში და 2 გამარჯვებული გავა მერვედფინალში

მეოთხე ტური: 21-25 ოქტომბერი

ჩემპიონთა ლიგა 2015-16. ქალები. ჯგუფური ეტაპის 1 ტური. 16-18 ოქტომბერი

A ჯგუფი. კრიმ მერკატორი (სლნ) – ბაია მარე (რუმ) 27-33

ლარვიკი (ნორ) – როსტოვი (რუს) 21-27

B ჯგუფი: ტიურინგერი (გერ) – ფლური ლუარე (საფ) 27-27

ფერენცვაროში (უნგ) – პოდრავკა (ხორ) 28-26

C ჯგუფი: ვარდარ სკოპიე (მკდ) – დიორი (უნგ) 22-27

მიდტიულანდი (დან) – ჰიპო ნიდეროსტერრაიხი (ავს) 33-21

D ჯგუფი: ბუქარესტი (რუმ) – ლიუბლინი (პოლ)33-21

ბუდუჩნოსტი (მნტ) – სევეჰოფი (შვდ) 33-20

მეორე ტური: 23-25 ოქტომბერი

მეორე ჯგუფურ ეტაპზე გადის 3-3 გუნდი


Leave a Reply